“ლივერპულის” ქალთა გუნდმა სეზონი “მერსესაიდულ” დერბიში გამარჯვებით დაასრულა.

გუშინ გამართულ შეხვედრაში “წითლებმა” სვიტმან–კიტსის, ჩარლესის და როჯერსის გოლების წყალობით თანაქალაქური “ევერტონი” 3:1 დაამარცხეს, 20 შეხვედრაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს და ასპარეზობა 11 გუნდიან ჩემპიონატში 22 ქულით მერვე ადგილზე დაასრულეს.