“ენფილდი” ცარიელი იყო, როდესაც კარგი აღნაგობის ჯენლტმენი სტადიონის შესასვლელ კარს მიუახლოვდა და ითხოვა მისი ახალი სახლი ეჩვენებინათ. ჯონ ჰენრის კომპანიამ “ლივერპული” შეიძინა, ხოლო ამერიკელმა ბიზნესმენმა მოინდომა კლუბის დიდების დარბაზი სისხამ დილით მოენახულებინა. “მოვედი და მინდა მარტო გავისეირნო. მიყვარს “ენფილდი” როდესაც ცარიელია და მზე ანათებს.” უთხრა მან თანმხლებებს.

ჰენრის სიმბოლო, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში “ენფილდზე” შემოჭრილი მზის სხივებით ტკბება საგრძნობლად გამყარდა. Fenway Sports Group–მა შეიძინა “ლივერპული” და “ლივერპულმა” შეიძინა Fenway Sports Group–ი. შემდეგ იყო ცდების და შეცდომების პერიოდი, რიგი განთავისუფლებული მენეჯერები და წარმოუდგენელი მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე, რისი წყალობითაც გუნდმა ტრანსფორმაცია განიცადა იურგენ კლოპის ხელში.

2010 წელს “ლივერპულს” ჰქონდა სახელი, ყავდა რამდენიმე ტალანტური ფეხბურთელი, გულშემატკივრების გლობალური მხარდაჭერა და ცოტა ხნის უკანდელი სათასო წარმატება. ყველაფერი ეს ოპტიმიზმს უღვივებდა გულშემატკივრებს, რომლებიც პრემიერ ლიგის გამარჯვებას ელოდნენ.

რაც არ ჰქონდათ “მერსესაიდელებს” ეს ინფრასტრუქტურა იყო, რომელიც სრულიად არ შეესაბამებოდა მოლოდინებს. 2010 წლისთვის “ლივერპული” იყო ყველაზე პატარა კლუბი დიდი კლუბებიდან. თითქოს ფენიქსი თავისივე ინიციატივით დაეცა. FSG–ს მოსვლამდე “ლივერპულში” ადმინისტრაციული ძალაუფლება აღმასრულებელი დირექტორის ხელში იყო. 2007 წელს მმართველი დირექტორის პოსტი დაიკავა სტაჟიანმა გულშემატკივარმა იან ეარმა.

“გაოგნებული ვიყავი იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც “ლივერპულში” დამხვდა. პერსონალის საერთო რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენდა, სხვადასხვა საბაზრო ოპერაციები აუტსორტინგის მეშვეობით ხორციელდებოდა. ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით და ყველა აანალიზებდა, რომ აუცილებელი იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ყველაფერი გვჭირდებოდა, რაც კონკურენტუნარიანებს გაგვხდიდა – კომერციული შემოსავლები, სტადიონი. აღმოჩნდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში კლუბი არასწორი გზით მიდიოდა.” განაცხადა იან ეარმა, რომელმაც კლუბი 2017 წელს დატოვა.

 

დიდი ცვლილებები

ამ დროისთვის “ლივერპული” გაუთავებლად ცდილობდა დაწეოდა კონკურენტებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორიათასიანებში “ჩელსიმ” გარკვეული სატრანსფერო სტანდარტები ჩამოაყალიბა.

“ულიეს ბოლო წლებში (2004) და ბენიტესისი მოსვლის შემდეგ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით “ჩელსიზე”. მათ არ ჰქონდათ სუსტი წერტილი ძირითად შემადგენლობაში, მეტიც თითოეულ პოზიციაზე მათ 2 ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავდათ. გარკვეული რესურსები უნდა გვქონოდა, რათა მათ დონემდე მიგვეღწია, თუმცა ეს ძალიან რთული იყო.” განაცხადა რიკ პერიმ, რომელიც კლუბის აღმასრულებელ დირექტორად 1999 წელს დანიშნეს.

ლექსი მილერი, რომელიც ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა ულიეს და ბენიტესის დროს, ასევე დაკავებული იყო შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებით.

“პირველ წლებში ბევრი კარგი ფეხბურთელი მოვნახეთ, თუმცა სიტუაცია ხანდახან შენს წინააღმდეგ მუშაობს. მოლაპარაკებები გვქონდა რონალდოსთან, აიმართან, დანი ალვეშთან, რომლებიც დუბაის ახალგაზრდულ ტურნირზე აღმოვაჩინეთ. ყველაფერი ვიცოდით პეტერ ჩეხის შესახებ, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობდა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. ბევრი მიზეზი იყო რის გამოც გარიგება არ შედგა – ბევრი აგენტი ჩრდილში იყო, თითოეული ფეხბურთელის ფასი წარმოუდგენლად იზრდებოდა როგორც კი ინტერესს გამოავლენდი. ფინანსები შემოიჭრა ამ სფეროში და გახდა იმ ეპოქის დასაწყისი, როდესაც ფეხბურთელს კვირაში 100 000 სთავაზობ, ის კი შენი ოფისიდან გამოსული სხვა კლუბს ურეკავს, რათა მეტი შესთავაზონ.”

ბედის ირონიით ბენიტესის მმართველობა დასრულდა მას შემდეგ, რაც კლუბში ჰინქსი და ჯილეტი მოვიდნენ, რომლებიც დაპირებებს იძლეოდნენ, თუმცა მოედნის მიღმა კლუბს მხოლოდ ქაოსი მოუტანეს. “ლივერპული” ძალიან ახლოს იყო ფინანსურ კატასტროფასთან, თუმცა 2010 წელს FSG–მ გაასაჩივრა ჰინქსის და ჯილეტის კანონიერი მფლობელობა, რომლებმაც დეფოლდი გამოაცხადეს შოტლანდიის როიალ ბანკის კრედიტებზე.

“FSG გეგმას ბოლომდე მიყვებოდა და მზად იყო მოეთმინა. გამუდმებულ მოლოდინში ვიყავით, რომ მოვიდოდა დრო როდესაც ლიგას მოვიგებდით. ვფიქრობ ეს გაკვეთილი იყო ჩვენთვის: გამოიჩინე მოთმინება, კონცენტრირება გააკეთე შენაძენის ხარისხზე და ააშენე გუნდი არა ერთი სატრანსფერო ფანჯრისას.” განაცხადა პერიმ, რომელიც ზემოთხსენებულს კლუბის ჭაობიდან ამოყვანის მთავარ გასაღებად მიიჩნევს.

ამერიკელი მფლობელები პრობლემებს აწყდებოდნენ. 2010 წელს დემიენ კომოლის მოწვევამ დრო და ფული წაიღო, ამასთანავე დალგლიშის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენა ახალი მფლობელების დანაპირებს ეწინააღმდეგებოდა, რომელთა თქმით კლუბს გაცილებით ახალგაზრდა სპეციალისტი ჩაუდგებოდა სათავეში. შედეგად 2012 წელს “ენფილდზე” ბრენდან როჯერსი მოვიდა.

მფლობელები ასევე პიარ–კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ, პირველ რიგში სუარესის არაბუნებრივი ქცევების და ბილეთის მაღალი ფასების გამო. მათ მილიონები დახარჯეს ენდი კეროლის, ბალოტელის და ბენტეკეს სანაცვლოდ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ FSG უფრო მეტ ბოდიშს იხდიდა ვიდრე დანაპირებს ასრულებდა.

2012 წლის ზაფხულში “ლივერპულმა” უარი განაცხადა “ფულჰემისთვის” დამატებითი თანხა გადაეხადა კლიტ დემპსის სანაცვლოდ, რის შედეგადაც ჰენრის ღია წერილი გამოქვეყნება მოუწია გულშემატკივრების დასამშვიდებლად, რომელიც უფრო მანიფესტს წააგავდა.

“ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა არ არის მიმართული ხარჯების შესამცირებლად. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩადებული ინვესტიციით, რათა ხარისხიანი გუნდი შევქმნათ სოლიდური სათადარიგო სკამით. უნდა დავიცვათ ფინანსური ფეი პლეი – ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლებს. ” განაცხადა ბიზნესმენმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ “ლივერპულის” აღმასრულებელმა სტრუქტურამ ცვლილება განიცადა. FSG–ს პრეზიდენტმა მაიკლ გორდონმა და მაიკლ ედუარდსმა, რომელიც შემდგომში სპორტული დირექტორი გახდა დიდი ძალაუფლება შეიძინეს. ისინი გაურბოდნენ ზედმეტ ყურადღებას, თუმცა მათი ანალიტიკური ხედვა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოახდინო გუნდში რევოლუცია.

“მაიკლ ედუარდსის დაწინაურებამ შედეგი გამოიღო. თავდაპირველად ის ფეხბურთელების შერჩევის ანალიტიკურ და ტექნიკურ მხარეს ხელმძღვანელობდა, თუმცა ამჟამად ის თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ის კლუბის ნამდვილი მეცნიერია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რეკრუტინგში. მან სპეციალური ანალიტიკური სისტემა შექმნა “ლივერპულისთვის”, რომელიც გაცილებით ნათელ წარმოდგენას იძლევა ფეხბურთელებზე. 2010 წელს კომპანიამ კარგად იცოდა, რომ მალევე ვერ გახდიდა “ლივერპულს” ტოპ ფეხბურთელებისთვის სასურველ კლუბად, თუმცა ამჟამად ვითარება შეიცვალა. მნიშვნელოვანი არ არის რა თანხას ხარჯავ, მნიშვნელოვანია როგორ ხარჯავ.” განაცხადა იან ეარმა.

 

ფეხბურთელების მოძიების და გაფორმების სტრატეგია

2010 წლის ოქტომბერში ჰენრის დილის გასეირნებამ “ენფილდზე” შენიღბა ის ფაქტი, რომ ამერიკელი ბიზნესმენი მისთვის სრულიად ახალ სფეროში ჩაეფლო. კლუბის შეძენიდა პირველი დღეების განმავლობაში ჰენრი აქტიურად ხვდებოდა გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, მოთამაშეებს, თანამშრობლეს და ყველა იმ ადამიანს ვისაც შესაძლოა ცოდნოდა რა დაემართა “ლივერპულს”.  ჰარვარდის აღზრდილი არ იყო ვალდებული ეფიქრა, რომ ფეხბურთელების შერჩევის და შეძენის სტრატეგია იყო ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. აღნიშნული პრობლემა კლუბს მას შემდეგ ახსენებდა თავს, რაც 1990 წელს ჩემპიონ კლუბში გადაწყდა ჯიმი კარტერის(მილოული), დევიდ სპიდის (ქოვენთრი), ნაიჯელ და ჯულიან კლიფების და ელ ჰაჯი დიუფის მოყვანა.

“თავდაპირველად თქვენ უნდა გაზარდოთ შემოსავალი, გააუმჯობესოთ სტადიონი, ინფრასტრუქტურა, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა გუნდის შენების. ჰინქსი და ჯილეტი, რომ ყოფილიყვნენ ის ადამიანები ვინადაც თავს ასაღებდნენ “ლივერპული” არ აღმოჩნდებოდა ამ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ FSG მოსვლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მათ დატოვებულ ვალებს იხდიდა. გარკვეული დრო დაიხარჯა კლუბის “გასარემონტებლად.” გულშემატკივრებს ფეხბურთელის გაყიდვისას უჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება იგივე თანხად სხვა ფეხბურთელის ყიდვა, თუმცა თავდაპირველად ყველაფერი საკმაოდ რთულად იყო.” აცხადებს ეარი.

2014 წელს ბრენდან როჯერსმა სუარესთან, სტარიჯთან და კოუტინიოსთან ერთად დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს გონივრული ტრანსფერი, თუმცა მიუხედავად სამომავლო აღმასვლის მოლოდინისა კლუბს კიდევ ერთი ჩავარდნა ელოდა. ეარმა აღიარა, რომ ფეხბურთელების გაყიდვის და ყიდვის საკითხი არ გამარტივებულა იმ პერიოდისთვის.

“გაიხსენეთ ალექსის სანჩესი, რომლის ყიდვაც 2014 წელს “ბარსელონადან” გვსურდა. ზუსტად ვიცი, რომ “არსენალს” არ შეუთავაზები ჩვენზე მეტი თანხა, რაღაც მომენტში ტრანსფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მან კი “არსენალი” აირჩია. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ტრანსფერში, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შედეგად გიწევს ირგვლივ მიმოიხედო და ვინმე გაიფორმო, რასაც არასწორ გადაწყვეტილებამდე მიყავხარ.”

ეარმა ასევე ევგენი კონოპლიანკას სატრანსფერო დეტალები გაიხსენა: “შევთანხმდით, რომ დასახელებულ თანხას გადავიხდიდით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა, შემდეგ კი “დნეპრის” პრეზიდენტი უბრალოდ გაქრა და მას შემდეგ თვალით არავის გვინახავს. შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა. წარმოდგენა არ გაქვთ რა ძალისხმევის გაღებაა საჭირო, რათა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფეხბურთელი გაიფორმო”.

2015 წელს “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა, რომელმაც როჯერსი ჩაანაცვლა.

“იურგენი შეესაბამება კლუბს და მის განვითრების გეგმას. მისი სახით მფლობელებს ჰყავთ სპეციალისტი, რომელსაც მათი გეგმის სჯერა. მეცინება როდესაც მესმის, რომ კლოპმა ფეხბურთელების მოძიების სისტემა შეცვალა. ეს ასე ნამდვილად არ არის. კლუბში ყველას სჯერა დასახული გეგმის ეფექტურობის, მათ შორის კლოპსაც. შეადარეთ სანჩესის და ვან დეიკის სიტუაცია. როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა კლოპი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, მას არ მოუთხოვია სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი ჰოლანდიელის ნაცვლად, ბოლომდე დაელოდა საჭირო მომენტს და გაიფორმა ის ვინც აუცილებელი იყო გუნდისთვის.” იხსენებს იან ეარი.

 

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში “ლივერპულმა” რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი განახორციელა, რასაც ხელი შეუწყო გუნდის წარმატებულმა ასპარეზობამ, როგოც შიდა ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

“საქმე პროგრესშია. – ირწმუნება ეარი. – ჯერ ევროპის ლიგა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა და ბოლოს თქვენ გჭირდებათ გუნდი, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს. გულწრფელად გითხრად ამ ეტაპზე “ლივერპულს” ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ტიტული მოიგოს. პრობლემა იმაშია, რომ კონკურენცია “სიტისთან” გვიწევს, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი კლუბია.”

ჰენრი, რომელიც პრემიერ ლიგის დასკვნით შეხვედრას დაესწრო არ დაასრულებს თავის მოგზაურობას სანამ “რუბიკონი” გადალახული არ იქნება. შესაძლოა გამთენიისას მან კვლავ გაისერინოს “ლივერპულის” საშინაო არენაზე. მას შეუძლია მზის პირველ სხივებს “მეინ სტენდზე” შეხვდეს, რომელიც მისივე კომპანიის ფულით აშენდა.

“ლივერპული” ჯერ კიდევ არ არის დიდების ზენიტში და მეზღვაურს წააგავს, რომელიც “საზღვაო დაავადებით” იტანჯება. შიდა ჩემპიონატის ვერ მოგებამ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვა, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. “ვულვზთან” მატჩის შემდეგ კლუბის წევრებთან ერთად საპატიო წრეზე წასულ ჰენრის კი უკიდურეს შემთხვევაში “ენფილდის” თავზე არსებული ოქროსფერი ცა დაამშვიდებდა.