“ნიუკასლთან” გასამართი შეხვედრის თარიღი შეიცვალა. “სენტ ჯეიმს პარკზე” დაპირისპირება კვირას, 5 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო “მერსესაიდელთა” გადატვირთული გრაფიკი გაეთვალისწინებინა და მატჩი 4 მაისისთვის გადმოეტანა. შეგახსენებთ 7 მაისს “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს უმასპინძლებს და საკუთარ “ენფილდზე” “ბარსელონას” დაუხვდება.