2019-20 წლის სეზონში “ლივერპულის” ნახევარმცველი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი #15 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ მანდ ოფიციალურ საიტს დღეს ამცნო.

მას შემდეგ, რაც დანიელ სტარიჯმა “მერსისაიდი” დატოვა აღნიშნული ნომერი ვაკანტური გახდა და ის ახალგაზრდა ინგლისელმა, ოქსლეიდ-ჩემბერლეინმა მოირგო.

ცნობილი გახდა, რომ “წითლებში” ამჯერად 21 ნომრიანი მაისური თავისუფალია და მისი აღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ალექსი “წითლებში” გადმობარგებამდე “არსენალში” სწორედ 15 ნომრით ასპარეზობდა. ამასთანავე ოფიციალურია, რომ ახალი სეზონიდან “წითლების” 1 ნომრიანი წარწერით ალისონ ბეკერი ისარგებლებს.