გუშინ “ლივერპულის” 23 წლამდელთა გუნდმა 3:1 დაამარცხა “დერბის” რეზერვები. გოლები კურტის ჯონსმა(2) და რაფა კამაჩომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რომელმაც მოედანზე 40 წუთი დაჰყო. როგორც იცით, ინგლისელი მოედანზე ბოლოს 11 თვის წინ გავიდა.

მოგვიანებით ოქსიზე მცირე კომენტარი სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნილ კრიტჩლიმ გააკეთა :

“მას მცირე პრობლემა შეექმნა, თუმცა საბედნიერო სერიოზული არაფერია. თანაც, ეს მუხლს არ უკავშირდებოდა. ალექსი თამაშით სიამოვნებას იღებდა. იმედია, ხვალ დილით მას ყველაფერი რიგზე ექნება.

თავიდან ვგეგმავდით, რომ მას მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაეტარეინა. ასე რომ, გეგმა თითქმის შესრულდა. სავარაუდოდ, მას უბრალოდ კუნთი დაეჭიმა.”

შეგახსენებთ, რომ შარშან, “რომასთან” მატჩში ჩემბერლენმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.