რობერტო ფირმინომ მარბელიაზე თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. როგორც იცით, ფეხბურთელს კუნთების ტრავმა აქვს და ამის გამო, მან “ლივერპულის” ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა.

ბრაზილიელი “წითლების” პირველი ვარჯიშის ნაწილი გახლდათ და თავდაუზოგავად მუშაობს იმაზე, რომ სრულფასოვან ფორმაში ჩადგეს. კლუბის პირველი ვარჯიში მარბელიაზე სამშაბათს დილით ჩატარდა.

ფირმინო საკუთარ რეაბილიტაციაზე “მერსისაიდელების” სტაფთან ერთად ზრუნავს, რათა მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა მიიღოს. ის მედ-სტაფის სრული ზედამხეველობის ქვეშ იმყოფება და გაივლის სპეციალიზებულ პროგრამებს, რომლებიც უახლოეს დღეებში იგეგმება.