პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ სადიო მანე დასახელდა. აღნიშნული ჯილდოსთვის სენეგალელის გარდა ენდი რობერტსონი, ჯეიმი ვარდი, ბერნარდუ სილვა, შეიმუს კოულმანი და ჯეიმს ვარდ-პრაუსიც იბრძოდნენ.

როგორც იცით, გასულ თვეში სადიომ 3 გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ჯილდო მანემ კარიერაში მეორედ მოიგო – პირველად ის საუკეთესო 2017 წლის აგვისტოში დასახელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა. როგორც იცით, მარტში მერსისაიდელებმა ზედიზედ სამი მეტოქე დაამარცხეს – “ფულჰემი”, “ბარნლი” და “ტოტენჰემი”. მანამდე კი დერბი უგოლოდ დაასრულეს.

აქვე გეტყვით, რომ კლოპის გარდა აღნიშნული ჯილდოსთვის პეპ გუარდიოლა, რალფ ჰაზელნუტლი, ბრენდან როჯერსი და მარკოს სილვაც იბრძოდნენ.

გეტყვით იმასაც, რომ “ლივერპულურ” კარიერაში ეს გერმანელის მეორე ჯილდოა – პირველად იურგენი საუკეთესოდ 2016 წლის სექტემბერში დაასახელეს.