ინგლისის 18 წლამდელთა ნაკრებში “ლივერპულის” აკადემიის ორი წევრი გამოიძახეს. კურტის ჯონსი და რის ვილიამსი “სამ ლოთან” ერთად სლოვაკეთის თასზე მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე პირველ შეხვედრას 20 მაისს ჩაატარებს რუსეთის წინააღმდეგ, მომდევნო დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება, ხოლო 23–ში მექსიკას. ფინალური დაპირისპირება 24 მაისს გაიმართება.