დღეს “ლივერპულის” პირველი გუნდის, ქალთა გუნდისა და აკადემიის მოთაშეებმა ჰილსბოროს ტრაგედიისას დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ პატივი მიაგეს.

როგორც იცით, ზუსტად 30 წლის წინ, ინგლისის თასის 1/2 ფინალურ ეტაპის მატჩი “ლივერპულსა” და “ნოტინგემს” შორის “შეფილდის” ცნობილ არენაზე იმართებოდა. სტადიონზე ჭყლეტვას  96 სქაუზერი ემსხვერპლა. 79 დაღუპული 30 წელზე ნაკლების იყო. გარდაცვლილებში იყვნენ ორი და და სამი წყვილი ძმა, ასევე მამა და მისი ვაჟიშვილი. დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა კი სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი იყო.

უფრო ვრცლად აღნიშნული ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ლინკზე.