დღეს პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა. ჩემპიონი კვლავ “მანჩესტერ სიტი” გახდა, “ლივერპული” კი “ქალაქელებს” 1 ქულით ჩამორჩა და ცხრილში მეორე პოზიცია დაიკავა.

“ვულვზთან” მოგებული მატჩის შემდეგ,  მერსისაიდელთა მოთამაშეებს ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ :

  • “ოქროს ხელთათმანის” მფლობელი წელს ალისონ ბეკერი გახდა. სადებიუტო სეზონში ბრაზილიელმა კიპერმა კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა

  • როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო წამამდე არ იყო გადაწყვეტილი თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონატის ბომბარდირი. მოგეხსენებათ, დღეს სადიო მანემ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 2-2 გოლი გაიტანეს და ბომბარდირთა დავაში მოჰამედ სალაჰს გაუთანაბრდნენ. შესაბამისად, ჯილდოც სამივე მოთამაშეს გადაეცა.

  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისტორიაში შევიდა ტრენტ ალექნსადერ-არნოლდი. ინგლისელმა განაპირა მცველმა ერთ სეზონში 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მისი აპლუის მოთამაშეებს შორის სარეკორდო შედეგია.
  • შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ვირჯილ ვან დეიკი. საუკეთესოს ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობა ფანებმა, უმაღლესი დივიზიონის 20-ვე კლუბის კაპიტანმა და საფეხბურთო ექსპერტებმა მიიღეს.