პორტუგალიური პრესის მიხედვით, “ლივერპულმა” რამოდენიმე ხნის წინ 24 წლის ბრუნო ფერნანდეშის ყიდვის თაობაზე “სპორტინგს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. “წითლები” მზად არიან ერთა ლიგის გამარჯვებულ ფეხბურთელში €45 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ფერნანდეშის გამო ევროპის არაერთი კლუბი აჩაღებს ბრძოლას, თუმცა წყაროს მიხედვით რეალური ინტერესები და ოფიციალური წინადადება მხოლოდ “ლივერპულმა” გამოაჩინა. ის ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი პორტუგალიელია, რომლის ხელში ჩაგდებას “მანჩესტერ სიტი”, “იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და მილანის “ინტერი” ლამობენ.

Correio Sport-ის მიხედვით, სურვილი იმდენად დიდია, რომ “მერსისაიდელები” მზად არიან მის სანაცვლოდ თანხა €56 მილიონამდეც კი გაზარდონ. მიმდინარე სეზონში “სპორტინგის” ნახევარმცველმა 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 32 გოლსა და 18 ასისტს მოუყარა თავი.