სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა. როგორ გაირკვა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ლივერპულის” მომდევნო მეტოქე პორტუგალიური “პორტუ” იქნება.

პირველი მატჩი “ენფილდზე”-ზე 9/10 აპრილს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი უკვე 16/17 აპრილს შედგება. სხვა კლუბები კი შემდეგნაირად დაწყვილდნენ :

“აიაქსი” : “იუვენტუსი”
“ტოტენჰემი” : “მან. სიტი”
“ბარსელონა” : “მან. იუნაიტედი”

გეტყვით იმასაც, რომ “ლივერპულისა” და “პორტუს” შორის გამარჯვებული 1/2 ფინალში “ბარსელონასა” და “იუნაიტედს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს მადრიდში, “ატლეტიკოს” საშინაო არენაზე გაიმართება.