“ლივერპულის” ექს მარცხენა მცველმა კიბო დაამრცხა.

აღნიშნულის შესახებ თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას. 33 წლის ფეხბურთელს გასული წლის მაისში სიმსივნის უიშვიათესი ტიპი დაუდგინეს, რომლის გამოც ესპანელს შესაძლოა მხედველობა დაეკარგა, თუმცა ოპერაციისა და ხანგრძლივი სამკურნალო კურსის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

2017 წელს ფეხბურთელმა ქრონიკული ტრავმიანობის გამო საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ესპანელი ფეხბურთელი “ლივერპულის” რიგებში 2011–16 წლებში ასპარეზობდა და კლუბის მაისურით 99 შეხვედრა ჩაატარა.