რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

პირველი კონტრაქტი

სტივი (ჰაიუეი) კარგად აზროვნებდა: მან შესანიშნავად იცოდა, რომ უამრავი გუნდი დამტრიალებდა თავს. “ლილშელელი” სულელები ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რომ ბევრისთვის “ნამცხვირს ნაჭერი” გავხდი. “მანჩესტერი” აირონსაიდში წერილს წერილზე მიგზავნიდა. პერიოდულად ფოსტალიონის ხელთ აღმოჩნდებოდა შემოთავაზებები : “კრისტალ პალასისგან”, “სიტისგან”, “ევერტონისგან” და “ტოტენჰემისგან”. ერთხელ მამამ უთხრა სტივის: ” მისმინე, სტივენს უამრავი შემოთავაზება აქვს. იქნებ მის მომავალთან დაკავშირებით ჩამოვყალიბებულიყავით?” ის არ ჩქარობდა ვინაიდან დარწმუნებული იყო ჩემში. “თუ სტივენს უნდა ნახოს რას წარმოადგენს “მანჩესტერი” ან ნებისმიერი სხვა, შეუძლია შეიაროს, მაგრამ ჩვენ დამოკიდებულებას არ შევცვლით და მასზე უარს არ ვიტყვით.”

რჩევა გამოვიყენე. “ევერტონმა” დიდებული დახვედრა მომიწყო იმ იმედით, რომ ჩემ გულს მოიგებდნენ. შემდეგ საწვრთნელი მატჩი ჩავატარე “ტრანმერ როვერსში”, მოვირგე “ვესტ ჰემის” მაისური “კემბრიჯ იუნაიტედთან”, რომელიც 6–2 მოვიგეთ. “მანკებმაც” მიმიწვიეს სინჯებზე და მე მათთან ორი შეხვედრა ჩავატარე. თავი კარგად წარმოვაჩინე და “იუნაიტედმა” 3 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. მათ ლეგენდარულ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონსაც კი შევხვდი, რომელმაც საზეიმო ვახშამზე მიგვიწვია. მაიკლ ოუენიც უნდა წამოსულიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა. (15 წლის შემდეგ დათანხმდა. ავტ) ჩემთან ერთად მაიკლ ბოლი წამოვიდა. ჩვენ უსმენდით და გაოცებისგან პირები გვქონდა დაღებული. ფერგიუსონს მოვწონდი და ჩემი გაფორმება უნდოდა. მას მაგალითად მოჰყავდა “იუნაიტედის” აღზრდილები, გიგზი, ბექჰემი და სხვები. ვახშამი ძალიან მომეწონა, ფერგიუსონი ძალიან თბილად საუბრობდა, მაგრამ არანაერი შანსი არ არსებობდა იმისა, რომ მე “მანჩესტერს” შევერთებოდი. არაფრის დიდებით. მე უბრალოდ “ვეარშიყებოდი” სხვადასხვა გუნდებს, რათა “ლივერპულს” კონტრაქტი შემოეთავაზებინა.

როდესაც სახლში დაბრუნდი თავიდანვე შეუდექი ჰაიუეის დატროლვას: “მომეწონა ამ გუნდში ჩატარებული შეხვედრები” გაღიმებულმა უთხარი. ძალიან მალე კლუბში დამპირდნენ, რომ კონტრაქტს გამიფორმებდნენ. ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ჩემი პირველი ხელფასი – 50 ფუნტი კვირაში. მაიკლ ოუენსაც შესთავაზეს, რომ თავისი მომავალი კლუბთან დაეკავშირებინა.

სტივი ყურადღებას გვაქცევდა. ყოველთვის გვაძლევდა “კოპის” ბილეთებს მე, პოლს (ჯერარდის ძმა ავტ.) და ჩვენს მეგობრებს. მან სამჯერ წამიყვანა “უემბლიზე” ინგლისის თასისა და კოკა კოლას თასის (ინგლისის ლიგის თასი. – იმ დროს, სპონსორის კოკა კოლას თასი ერქვა ავტ.) ფინალებზე. ჩვენ მატარებლით მივდიოდით სამხრეთში სტივი, ჰიუგი, დეივი და მათი ცოლები. ჩვენ მათთვის ღვიძლი შვილებივით ვიყავით. ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ დაამარცხა “ლივერპულმა” “სანდერლენდი” 1992 წლის ინგლისის თასის ფინალში, ასევე სტივ მაკმანამანის ბრწყინვალე თამაში სამი წლის შემდეგ კოკა კოლას თასის ფინალში.

მაიკლი ყოველთვის ჩვენთან დადიოდა. სწორედ მას და არა მე, აძლევდა “ლივერპული” პირველს ბილეთს.

სტივი ყოველთვის კარგად მექცეოდა. არ დამავიწყდება 96 წლის მაისის დილის სატელეფონო ზარი. უკვე სახლიდან გავდიოდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა და სტივი ალაპარაკდა: “სტივენ ორ დღეში “ვესტ ჰემს” ახალგაზრდული თასის ფინალს ვეთამაშებით. ბევრი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ სათადარიგოზე დავჭირდები. მზად იყავი.” სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. მასიური ტრავმიანობა ახალგაზრდულ გუნდს ხშირად ატყდებოდა თავს, მაგრამ არასდროს მეგონა თუ ეს როდესმე დამეხმარებოდა. მართალი, მოედანზე გასვლა არ მომიწია – სამწუხაროა. იმ დღეს “ლივერპულმა” მაიკლ ოუენთან, ჯეიმი კარაგერთან და დევიდ ტომსონთან ერთად “ჩაქუჩები” უპრობლემოდ დაამარცხა, რომელთა შემადგენლობაში რიო ფერდინანდი და ფრენკ ლამპარდი ასპარეზობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ სტივის იმ ზარისთვის.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.