რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

პირველი ნაბიჯები ახალგაზრდულ გუნდში

დაიწყო ჩემი ცხოვრება “ლივერპულში” – საუკეთესო დღეები, იმედების და ოცნების, გასახდელში ხუმრობების და დიდი მატჩების დრო. როგორც კი სკოლის ფორმა “ლივერპულის” ფორმით შევცვალე მაშინვე ხასიათიც შემეცვალა. სიმორცხვე, რომელიც სკოლის პერიოდში თან მდევდა, გამიქრა. “კარდინალ ჰინანში” ყოველთვის ვცდილობდი პრობლემებისთვის თავი ამერიდებინა. ვერ ვიტანდი როდესაც საყვედურს მეუბნებოდნენ, კლასიდან მაგდებდნენ, მშობელს იბარებდნენ. საერთოდაც არ მიყვარდა როდესაც ნოტაციებს მიკითხავდნენ. მას შემდეგ რაც “ენფილდის” ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე ჩემმა ხულიგანურმა ნატურამ სუნთქვა დაიწყო.

სკოლაში არ მყავდა ბევრი მეგობარი. “ლივერპულში” ყველაფერი სხვაგვარად იყო, აქ თითოეული მათგანი მეგობარია. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარული. ჩემი საუკეთესო “თანამძრახველები” იყვენენ ბოგო, გრეტო, რაიტი, ბავო და კესი.

ჯონ ბოგანი ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო და თითქოს მას თავისი კამპანია ჰყავდა, მაგრამ ძალიან მალე ჩვენ მეგობრები გავხდით. ბოგო შესანიშნავი, მხიარული ადამიანია. ამჟამად ის “აკრინგტონ სტენლიში” ვარჯიშობს, ვინაიდან წარსულში ბევრს ავადმყოფობდა. ნილ გრეგსონი კიდევ ერთი ჩინებული პარტნიორი იყო ისევე, როგორც სტივენ რაიტი, მეტი კესი – ის ყოველთვის მზად იყო ეფექტურად გაეხუმრა. იან დანბავინი ნოუსლიდან ასევე იყო ჩვენს “ბანდაში”. ამჟამად ის “სტენლის” კარის დარაჯია. ჩვენ ხშირად უკავშირდებით ერთმანეთს და დღემდე ჩინებული ურთიერთობა გვაქვს.უნდა ავღნიშნო მაიკლ ოუენი, სუპერტალანტი, რომელიც ჩვენთან, უბრალო მოკვდავებთან მეგობრობდა.

ჩვენ ვერ ვიჯერებთი ამ წარმატებას. სასკოლო განსაცდელის შემდეგ საოცნებო საქმეს ვაკეთებდით და ამაში ფულსაც კი გვიხდიდნენ. რა თქმა უნდა მილიონერები არ გავმხდარვართ, ვინაიდან მე კვირაში 50 ფუნტს მიხდიდნენ, ხოლო დედაჩემს თვეში 160 ფუნტს უგზავნიდნენ ჩემი კვებისათვის. ჩემს ამჟამინდელ ხელფასთან ამის შედარება ბუნებრივია არ შეიძლება, მაგრამ მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი და თავს მეფედ ვგრძნობდი. ჩვენთვის “ლივერპულის” ახალწვეულებისათვის ყველაფერი იდეალური იყო.

კირკბის აკადემია არ იყო მზად მივეღეთ, ამიტომ 12 თვის განმავლობაში “მელვუდში” დაგვტოვეს, ვარსკვლავების გარემოცვაში. ჩვენ ყური გვქონდა მოკრული იმის შესახებ, თუ როგორ ხუმრობდნენ გასახდელში პირველი გუნდის ფეხბურთელები, ამიტომ ვცდილობდით მათთვის მიგვებაძა. ეს იყო ერთ–ერთი გზა გამხდარიყავი პროფესიონალი: თავდაუზოგავი ვარჯიში, თავდაუზოგავად ვარჯიში და გულიანი სიცილი. ჯანდაბა, რამდენი სისულელე ჩავიდინეთ მაშინ ! ძალიან ბევრჯერ დამიჭირეს გარკვეული ჩანაფიქრების შესრულებისას, მაგრამ აქ უკვე აღარ იყო სკოლის ტირანია. ჩემს დანაშაულს ვარჯიშებზე ვისყიდიდი.

ახალგაზრდული გუნდის გასახდელში ქაოსი და აპოკალიფსისი იყო გამეფებული. როდესაც შევდიოდი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ნიშანს ვიძლეოდი – შუქს ვაქრობდი. ეს იყო ნიშანი და ყველა იწყებდა პირსახოცებით ბრძოლას. ჩვენთან მუშაობდა ერთი პიროვნება, დონი. ის დამლაგებელი იყო. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო და თავისუფალ დროს გამუდმებით სპორტ დარბაზში ატარებდა. მკლავჭიდის ხელმწიფე ! ხანდახან ის შემოდიოდა ჩვენთად და ყველაზე მამაცს იწვევდა – იდაყვი მაგიდაზე და მთელი ძალით ცდილობ ხელი გადაუწიო არადა მას თავისუფლად შეეძლო მთელი გუნდისთვის გადაეწია ხელი. იყო შემთხვევები როდესაც მისი შემოსვლისას შუქს ვაქრობდი და ვყვიროდი :” მოკალი !” და ჩვენ მას პირსახოცებს და ბუცებს უშენდით.

ერთხელ გრეგო დონს თავში “რიბოკებით” გაუმასპინძლდა. “ჯანდაბა” აღმოხდა შეშფოთებულ დონს. მივხვდი, რომ საქმეს ბენზინის სუნი ასდიოდა, ამიტომ შუქი ავანთე. დონი ცუდად გამოიყურებოდა: მისი თვალი ჩალურჯებული იყო. სიბრაზისგან ის შეურაცხადი იყო: ” მოგკლავ!” ასაკით ის ბაბუად გვეკუთვნოდა, ახლა კი “მელვუდში” ჩვენს წინაშე ჩალურჯებული თვალით იდგა და უშვერი სიტყვებით გვამკობდა. “ეს რა ჩავიდინეთ. ალბათ როი ევანსს მოუყვება ყველაფერს.” უთხარი ბიჭებს როდესაც დონი წავიდა. საბედნიეროდ მას არაფერი უთქვამს მწვრთნელისთვის. მას შემდეგ რაც ექიმმა მისი დაზიანება შეათვალიერა, ის დაბრუნდა გასახდელში, რათა ჩვენ “შევეთვალიერებინეთ.” ის მანიაკივით შემოვარდა. ” მეტყვის, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია” უთხარი რაიტის, ვინაიდან ვიცოდი რას ნიშნავდა დონის შავ სიაში მოხვედრა. საბედნიეროდ ყველაფერი სალანძღავი სიტყვებით დასრულდა.

არავინ არ იყო დაცული გასახდელში. ჩემსავით ათლეტური მოთამაშეებიც კი შესაძლოა დაცინვის ობიექტები გამხდარიყვნენ. როდესაც ახალი ბოტასებით მივდიოდი, ბიჭები ტრადიციულ მზაკვრობას მიმზადებდნენ. საშხაპეში შესვლის შემდეგ თასმებს საშინელი კვანძებით მიკრავდნენ. ერთხელ მთელი საათის განმავლობაში ვცდილობდი მის გახსნას.ყოფილა შემთხვევა როდესაც ნასკს ვიცმევდი და ფეხი მეორე მხარეს გავიდა, ვინაიდან ჩემმა კეთილმა მეგობრებმა ის გადაჭრეს. შემდეგ კი სიცილით ძირს ხოხავდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წინასწარ ვერასდროს მიხვდებოდი რის გაკეთებას გეგმავდნენ.

იყო შემთხვევები, რომ ვიღაცის ნერვები ვერ უძლებდა ყველაფერ ამას და “შეხლა–შემოხლას” ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყველაფერი სიურპრიზის გარეშე მთავრდებოდა. თუ ვინმეს ბოტასებს “დავასამარებდი” და ის ემოციებს ვერ მოთოკავდა, თავს არ ვაძლევდი უფლებას მეც მსგავს ტონში გამეცა პასუხი. “რა იყო ხომრობა არ იცი?” მოედანზე ხშირად დაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ არასოდეს დამიშვია, რომ ეს გასახდელში გაგრძელებულიყო.

ნებისმიერი პატარა სივრცე, რომელიც ახაგაზრდა აგრესიული ფეხბურთელებითაა “დატენილი” ადრე თუ გვიან აუცილებლად ფეთქდება. ხანდახან ჩვენ “ნასკბურთს” ვთამაშობდით. ერთ ნასკში სხვა დანარჩენს ვტენიდით და იმით ვთამაშობდით.მე და მაიკლს ხშირად გვითამაშია ორმხირვი “ნასკბურთი”. ერთხელ მაიკლმა მანიშნა, რომ მორიგი ჩანაფიქრის განხორციელება სურდა. თითქოს მისი სამიზნე როი ნეილორი იყო, მაგრამ ის დაჯდა და მაიკლის დარტყმული “ნასკბურთი” გოკიპერ ადრიანო რიგოლოზოს მოხვდა პირდაპირ კეფაში. ის გაშავებული შემოტრიალდა. მეტი კროოსმა სიცილი ვერ შეიკავა, რამაც ადრიანოს აფიქრებინა, რომ სწორე ის იყო “გოლის” ავტორი და სამაგიეროს გადასახდელად გაეკიდა. მაიკლი ხუმრობდა “აი ჩემს გამო მას მოკლავენ !” ” ხო, შენ მის ადგილზე უნდა იყო” ვამშვიდებდი მე. მეორე დღეს მაიკლი ადრიანოს ყველაფერში გამოუტყდა და ინციდენტიც ამით ამოიწურა.

ახალგაზრდული “ლივერპულის” გასახდელში მოთმინება აუცილებელი პრინციპი იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო არავინ არასოდეს ჩიოდა. თუ ჩხუბი მოხდებოდა ვაშველებდით და ვაიძულებდით ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. ყველა აფასებდა თავის თანაგუნდელს, განსაკუთრებით მათ რომლებსაც ვარსკვლავად გახდომა “ემუქრებოდა”. როდესაც მაიკლი “ლილშელიდან” დაბრუნდა ის ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა ვინაიდან კარგი ფეხბურთელი იყო. მას უკვე ჰქონდა პირადი კონტრაქტი სპონსორთან და საკუთარი მანქანა. ყველა ხვდებოდა, რომ მისი პირველ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის ფაქტორი იყო. ის ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა და ამას თითოეული ხვდებოდა, მაგრამ მას არასოდერს არ აუწევია “ცხვირი”. ის ერთ–ერთი ჩვენთაგანი იყო, რომელსაც შესაძლოა ეთქვა: ” მე მაიკლ ოუენი ვარ, წადით თქვენი” , მაგრამ მსგავსი რამ მის ბაგეს არასოდეს დასცდენია.

ხუმრობები გასახდელში – ეს “ლივერპულის” ერთ–ერთი საუკეთესო ტრადიციაა. ეს თაობების მიერ არის დადასტურებული და გამყარებული. სამწუხაროდ შესაძლოა ეს ტრადიცია გაქრეს, ვინაიდან როდესაც ამჟამინდელ ახალგაზრდობას უყურებ “მელვუდში” ძალიან წყნარებად და მორცხვებად მეჩვენება. ისინი არ არიან ისეთი ხულიგნები, როგორებიც ჩვენ ვიყავით. მე მინდა ისინი ისეთივე ერთიანები იყვნენ, როგორ ჩვენ ვიყავით “მელვუდში” ყოფნის პირველ წელს, როდესაც პირველი გუნდის მხარდამხარ ვვარჯიშობდით.

პირველი გუნდის ფეხბურთელები მაშინ ცნობილები იყვნენ სპაის ბოისის სახელით. ასე უძახოდნენ კომპანიას, რომელიც ჯეიმი რედნაპის, რობი ფაულერის, სტივ მაკმანამანის, ჯეისონ მაკატირის და დევიდ ჯეიმსისგან შედგებოდა. ეს მეტსახელი არასდროს ჩამითვლია დამცინავად, პირიქით მეც მინდოდა, რომ სპაის ბოი გავმხდარიყავი. ოღონდაც გუნდში მიმიშვით! მომეცით საშუალება გავხდე ერთ–ერთი თქვენთაგანი! ყოველ ჯერზე გზას უხვევდი რათა კიდევ ერთხელ მენახა ეს ფეხბურთელები და ყოველ ჯერზე ჩემს თავს ვეუბნებოდი: ” ვიმედოვნებ ერთ დღეს მათთან ერთად ვიქნები. როდესღაც ჩვენ მხარდამხარ ვითამაშებთ.”  ტიპურად არ ვარ სპაის ბოი, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვიყავი ამ საზოგადოებით. ეს მეტსახელი სირცხვილის მაგვარი რამ იყო, რომელიც ჟურნალისტებმა გამოიგონეს, მაგრამ ბიჭები ამაზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი არაპროფესიონალები იყვნენ. ახალგაზრდულში ყოფნის დროს მათთან ხშირად მივარჯიშია და დამიჯერეთ არც ერთ მათგანს არ მიუცია საკუთარ თავზე ზედმეტის გაკეთების უფლება.

ხალხი როი ევანსს რბილი ხასიათის გამო ადანაშაულებდა, მაგრამ ეს სისულელეა. როი და მისი დამხმარე რონი მორანი ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვენენ და მათზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდნენ. შესაძლოა ისინი ზოგიერთ მწვრთნელთან შედარებით ნაკლებ მკაცრები იყვნენ, მაგრამ ვარჯიშის დონე საკმაოდ მაღალი იყო. სახუმარო საქმე ხომ არ არის – ჯო ბარნსზე და რედნაპზე ბურთის ართმევა შეუძლებელი იყო. როდესაც ძირითად გუნდთან ვვარჯიშობდი მათთან მიახლოებაც კი არ შემეძლო. თუ ბურთს ვკარგავდი როი და რონი მაშინვე მითითებას მაძლევდნენ: “ბურთს ყურადღება მიაქციე !!!” ბურთის ფლობა “ლივერპულის” სავიზიტო ბარათი იყო. სპაის ბოისი და ბურთი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მათი დაშორება შეუძლებელი იყო. როდესაც მარტივად მივლიდნენ სირცხვილისგან მინდოდა მიწა გამხეთქვოდა. “აი დაძაბულობა” მიტრიალებდა თავში როდესაც ბარნსს ან ნებისმიერ მათგანს მივდევდი. ვარჯიშის შემდეგ ვიჯექი და ვუყურებდი იმ უიღბლოების ამაო მცდელობას, რომელებიც სპაის ბოისის დამარცხებას ცდილობდნენ. ეს შეუძლებელი იყო, ისინი ზედმეტად კარგები იყვნენ. ხანდახან გასახდელში”დაცარიელებული” ვმჯდარვარ და მიფიქრია: ” როგორ უნდა მივაღწიო ასეთ დონეს? მათი მეშინია.”

ვარჯიშის შემდეგ ჩვენ ვისხედით და უყურებდით როგორ ამუშავებდნენ დარტყმებს ან კომბინაციებს. სპაის ბოისი შესანიშნავი იყო. დაივიწყეთ ის სისულელე, რომ ისინი ჯერ ფლეიბოები იყვნენ და შემდეგ ფეხბურთელები. ფაქტია, რომ ჯეიმი და კომპანია ნამდვილი პროფები იყვნენ.

ფაულერი და მაკმანამანი ჩემი მთავარი გმირები იყვნენ. ახალგაზრდების მოვალეობაში შედიოდა პირველი გუნდის გასახდელის მონახულება და ავტოგრაფების ჩამორთმევა, რომელიც შემდეგ სკოლებში, საავადმყოფებში და სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის იგზავნებოდა. ჩვენ ხშირად ვეხუმრებოდით მათ, მაგრამ ვცდილობდი ზედმეტი არ მომსვლოდა და თავი უხეშად არ წარმომეჩინა. მე მათ უყურებდი და მინდოდა, რომ მშიშარა არ ვგონებოდი. სამწუხაროდ მათ არაფერი იცოდნენ სტივენ ჯერარდზე, რომლისთვისაც ისინი კუმირები იყვნენ.

ფაულერის და მაკისგან განსხვავებით არ გველოლიავებოდა პოლ ინსი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ დავალებებს იძლეოდა: გააკეთე ეს, გააკეთე ის. არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. ერთხელ სპორტ დარბაზთან ვიყავით და პირველი გუნდის წევრების გამოჩენას ველოდით, როდესაც პოლ ინსი მოვიდა თავისი აუდით. ის მანქანიდან მობილურით გადმოვიდა. იმ პერიოდში “მელვუდში” მობილურზე ჯარიმა იყო დაწესებული, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო იყო ინსისთვის ვინმეს მსგავი რამ დაეკისრებინა. მან თითქოს გვერდი ჩაგვიარა, შემდეგ კი შემოტრიალდა და იკითხა: “ეი, მანქანის მართვა რომელმა იცით?” არც ერთმა არ ვიცოდით. 17 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ კურსები მქონდა გავლილი, მართვა ზედაპირულად ვიცოდი. რაიტიმ, კასმა და ბავომ ერთიანა წამოიძახეს: “სტივიმ იცის ! უპრობლემოდ.” პოლმა გასაღები და ჩანაწერი მესროლა: ” წადი მაღაზიაში და რაც სიაში წერია ყველაფერი იყიდე. არაფერი დაგავიწყდეს. მანქანას გააფუჭებთ და ოთხივეს დაგერხევათ ! “მან შეამჩნია როგორი დაბნეული უყურებდი გასაღებს და მითხრა: “ეი, გამოცდა ჩაბარებული გაქვს?” “დიახ, მან ჩააბრა, ძალიან კარგად ატარებს” ძამოიძახეს ჩემმა “კეთილმა” მეგობრებმა. გავწითლდი და გავიფიქრე: ” ჯანდაბა, რა უნდა ვქნა?” ინსი კი წავიდა და მოგვაძახა: “მოკლედ 10 წუთი.” “წავედით” დაიძახა რაიტიმ. “10 წუთი, მანქანაში ჩაჯექით!” ოთხივე უკვე აუდიში ვიჯექით, ჩემი თავი საჭეს ოდნავ სცდებოდა. მანამ ჩემი მეგობრები მოთავსდებოდნენ და ღვედებს შეიკრავდნენ პანიკაში ჩავვარდი. ეს მანქანა ჩემთვის ყველაზე სწრაფი რამ იყო დედამიწაზე, ამასთანავე ამ რკინის მონსტრის მართვა იყო საჭირო მოწმობის და ერთ საათიანი მეცადინეობის შემდეგ. უკან დახევა აღარ შემეძლო. მაღაზია ახლოშივე იყო, სადღაც 300 იარდის მოშორებით. მიდი–მოდი, უპრობლემოდ, აკურატულად. “მაღაზიამდე და უკან” ამოვილუღლუღე მე. “მიდი წადი. მუსიკა ჩართე ცოტა გავისეირნოთ.” წამოიძახა საძაგელმა სამეულმა. ბაზიდან გასვლისას კარისკაცმა მკითხა: “საით გაგიწევია?”, “ინსმა მაღაზიაში გაგვაგზავნა” უთხარი მე. მან თავი გადააქნია და კარი გაგვიღო.

მზად ვიყავი სადმე ჩავძირულიყავი. რაიმე შემთხვევა, იქნება ეს პოლიცია, თუ ავარია და ხალხის გროვა შეიკრიბება რათა ბოლო მომიღოს. პირველი იქნება ინსი, შემდეგ მამა, ხოლო შემდეგ სტივი ჰაიუეი. როი ევანსი კი “ლივერპულიდან” დამიფრენს, მაგრამ საჭესთან მჯდომმა და 20 კილომეტრს საათით მიმავალმა ვიგრძენი, რომ კაიფი დავიჭირე. მე ვიჯექი აუდიში მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვყვიროდით და ხმამაღლა ვმღეროდით. მოკლედ ნახევარი ქალაქი შემოვიარეთ. ინსის, რომ ნავიგასტორი ჰქონოდა დაიბნეოდა და “აფეთქდებოდა”.

დაახლოებით ნახევარი საათი ვისეირნეთ. “სად იყავით ამდენი ხანი?” იკითხა ინსმა, როდესაც დავბრუნდით. “მაღაზია დაკეტილი იყო და სხვაგან მოგვიწია წასვლა” მოვიტყუე მე. “დამპალი ნახვერი საათი?” ინსიმ მე და ბიჭებს შემოგვხედა. მადლობა ღმერთს მრიცხველი არ შეუმჩნევია.

ინსზე ბევრად გაწონასწორებილი იყო ჯო ბარნსი. ნაკრების მოთამაშე და ზედიზედ ორჯერ წლის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი. მასთან გამოლაპარაკებაც კი შიშის მომგვრელი იყო. თუ ოთახში შევიდოდი და მას მოვკრავდი თვალს ვცდილობდი იქაურობას მალე გავცლოდი, მაგრამ როდესაც გამბედაობას მოვიკრებდი და გამოველაპრაკებოდი ის ყოველთვის თბილად მპასუხობდა და მეგობრულ რჩევებს მაძლევდა. ბარნსთან და მსგავს ლეგენდებთან ბაასი სწორედ, რომ შესანიშნავი თავშესაქცევი იყო. როგორც იქნა ჩემი შემჩნევა დაიწყეს და “ლივერპულში” თამაშის ოცნება არც ისე ბუნდოვანი გახდა.

ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მთელი “ლივერპულისთვის”. არც კი წარმომედგინა, რომ რედნაპის მსგავსმა ფეხბურთელებმა ჩემს შესახებ იცოდნენ, მანამ ვარჯიშის შემდეგ ჯეიმიმ არ მითხრა: ” ო ეს შენ ხარ. მე მომწონს შენი პასი და დარტყა. ასე გააგრძელე.” გავიბრწყინე. ნაკრების ფეხბურთელი ისე “დამდაბლდა”, რომ მე გამომელაპარაკა. მან მხოლოდ რამოდენიმე წინადადება მითხრა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჯეიმი ყველასგან ოსტატობით გამოირჩეოდა და ამ ამბის შემდეგ ხშირად მაძლევდა რჩევებს. არასდროს დამავიწყდება, როგორ დამეხმარა პირველ გუნდში მოხვედრაში. როდესაც ის ტრავმირებული იყო ხშირად ვარჯიშობდა ჩვენთან და მასთან მხარდამხარ თამაშის საშუალებას მაძლევდა. ეს არსებითი პლიუსი იყო და თავს მეფედ ვგრძნობდი. ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვკონტაქტობდით: ის მასწავლიდა როგორ უნდა შემერჩია სწორი პოზიცია. მე ოსტატი მასწავლიდა და ეს იდეალური სკოლა იყო.

ჯეიმიმ ჩემი სახელი დაიმახსოვრა ! ის ისე მესაუბრებოდა თითქოს წლებია ძირითად გუნდში ვთამაშობდით. ჯანდაბა, შესანიშნავი იყო მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა და საუბარი. შესაძლოა მან ჩემზე მზვრუნველობა იკისრა ვინაიდან ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით ან ძალიან კარგი ადამიანი იყო და საკუთარი თავის გარდა სხვებზეც ფიქრობდა.

“ეი სტივი ფეხის რა ზომა გაქ?” მკითხა ერთ დღეს.

“იგივე რაც შენ.” უპასუხე მე ვინაიდან მის ბუცებს ხშირად ვწმენდდი და ვიცოდი რა ზომაც ჰქონდა.

“მაშინ ეს მოგერგება” მითხრა ჯეიმიმ და ბუცები გამომიწოდა.

ეს საახალწლო საჩუქარივით იყო. ის ხშირად მამარაგებდა სპეცშეკვეთით ფირმა Mizunos–ის მიერ დამზადებული ბუცებით. ეს არ იყო უბრალოდ ბუცები, ეს ბუცები იყო.

პირველი გუნდის წევრებისგან გულოხვობის მსგავსი გამოვლინებები იშვიათი არ იყო. მე და ახალგაზრდულის ბიჭებს ძალიან გვიყვარდა რედნაპი, ფაულერი, მაკმანამანი. ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს არ ვაცდიდით კუმირებზე ამბების მოყოლას. არც  ერთი ახალგაზრდულის ფეხბურთელი არ იყო ისეთი კმაყოფილი, როგორც ჩვენ – “ლივერპულის” აღსაზრდელები.

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.