რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

პირველი ნაბიჯები ოცნების გუნდში

“ლივერპული” გახდა მთელი ცხოვრების რომანი. “შენ არასოდეს იქნები მარტო” – ეს სრული სიმართლეა. სიმართლე გითხრათ შესაძლებლობა მქონდა სხვა გუნდში აღმოვჩენილიყავი. ჩემით “მანჩესტერი”, “ვესტ ჰემი”, “ევერტონი”, “ტოტენჰემი” იყვნენ დაინტერესებულნი. სიმპათიური კონვერტებით სავსე იყო ჩვენი საფოსტო ყუთი, რომელშიც აღწერილი იყო თუ რაოდენ წარმატებული შემეძლო გავმხდარიყავი მათ კლუბში, მაგრამ მე ერთი გზა მქონდა – “ენფილდი”. მამა ამას დაჟინებით მოითხოვდა და მისი პოზიცია შეურყეველი იყო. მე თვითონაც ვგრძნობდი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. შესანიშნავი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ “ლივერპულის” აკადემიას. სტივი ჰაიუეისთან, დევიდ შენონთან და ჰიუ მაკოულისთან შეხვედრამ დამაჯერებლობა შემმატა და დამარწმუნა, რომ მათი თანადგომა აუცილებლად დამეხმარებოდა. 8 წლის ასაკშიდაც კი ეს მშვენივრად ვიცოდი.

ხელმძღვანელობამ ხელის ჩამორთმევის მომენტიდანვე მომხიბლა. სტივი – გუნდის ლეგენდა, თავის დროზე შესანიშნავი ფეხბურთელი. დეივი ბენ მაკინტაირთან მეგობრობდა, რომელიც “უინსტონ ჯუნიორსის” ხელმძღვანელი იყო. იქიდან ძალიან ადვილი იყო “ენფილდზე” მოხვედრა. სწორედ ამ გუნდის დამსახურებით მოვიპოვე ადგილი 12 წლამდელთა ნაკრებში და პირველი საერთაშორისო გამოცდილება მივიღე. ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ ბუნებრივია ჩემ მიზნად “ლივერპული” რჩებოდა.

სულმოუთქმელად ველოდი ვარჯიშების დაწყებას – სასწრაფოდ მომეცით ბურთი ! ჩემი ოცნება ხდებოდა: ჰაიუეი, მაკოული და შენონი ყოველდღიურად შესანიშნავ ვარჯიშებს ატარებდნენ სამშაბათს და ოთხშაბათს – ეს განსაკუთრებული დღეები იყო. საათებს და წუთებს ვითვლიდი იმ მომენტამდე, როდესაც კიდევ ერთხელ ვივარჯიშებდი. ხელმძღვანელების გარდა მე ასევე შესანიშნავი პარტნიორები მყავდა. მაიკლ ოუელი და ჯეისონ კუმასი ჩემი თანატოლები იყვნენ და ჩვენ თავიდანვე დავმეგობრდით – ტალანტი იზიდავს. როდესაც ვარჯიშებზე საქმე ორმხრივ თამაშზე მიდგებოდა, მაშინ ჩვენ ერთი ფერის მაისურებს ვიცმევდითმ რათა ერთ გუნდში ვყოფილიყავით. “მოდით ხვალ ლივერპულის გასვლითი ფორმა წავიღოთ.” შემოგვთავაზებდა მაიკლი და ჩვენ ერთად ვეძებდით ამ კომპლექტს. თუ ჩემს კოლექციაში ასეთი არ აღმოჩნდებოდა მაშინ მშობლებს თხოვნით ავიკლები: ” მე უნდა მქონდეს ეს ფორმა, თორემ მაიკლი და ჯეისონი სხვა გუნდში მოხვდებიან. გეხვერწევით !” ჩემი მეგობრების წინააღმდეგ თამაშის აზრი უბრალოდ მაცოფებდა, მაგრამ ჩემი მშობლები ყოველთვის იმას ცდილობდნენ, რომ კმაყოფილი ვყოფილიყავი.

ჯეისონი ცდილობდა საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ რთული იყო მაიკლისთვის გეჯობნა. 8 წლის ასაკშიც კი ის ამომავალი ვარსკვლავი იყო. ამას ყველა ხედავდა – ის მეკარეთა დასამწუხრებლად იყო შექმნილი. 5×5 თამაში მეტ ნაკლებად ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო ჩვენთვის და მე უბრალოდ მოხიბლული ვიყავი მაიკლის ქმედებით. მისი ტალანტი არამარტო ბრწყინავდა არამედ კაშკაშებდა. თავიდანვე მივხვდი, რომ მისი ძლიერი მხარე გოლების გატანა იყო, ხოლო ის დარწმუნებული იყო ჩემში, როგორც ასისტენტში. ყველას ეგონა ერთ გუნდში იმიტომ ვიყავით, რომ მეგობრები ვართ და ზედმეტად გამოლაპარაკების საშუალება გვექნებოდა, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ორივეს ძალიან გვიყვარდა გამარჯვება. ჩვენი თითოეული საუბარი ფეხბურთს შეეხებოდა – როგორ უნდა გამეკეთებია პასი მაიკლზე, რათა ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო. ამის შემდეგ ხშირად ვხუმრობდით: მაიკლი იძახოდა, რომ ყოველთვის მას უკეთებდი გადაცემას, ხოლო მე ვამბობდი, რომ ყოველი ჩემი გადაცემის შემდეგ მას გოლი გაჰქონდა.

იმ დროს “ლივერპული” შორეული ოცნება იყო. მე უბრალოდ ვცდილობდი, რომ სტივისა და დეივის ხელმძღვანელობის ქვეშ განვვითარებულიყავი. ვღიზიანდებოდი, რომდესაც ვარჯიშზე საუკეთესო არ ვიყავი. როდესაც მამას სახლში მივყავდი ის რჩევებს მაძლევდა: ” დისციპლინებული იყავი, ყოველთვის იყავი მზად და ნუ ილაპარაკებ როდესაც ვარჯიში დაიწყვება. ყოველთვის დაიხარჯე ბოლომდე.” ასევე უნდა ავღნიშნო, რომ მამას იმ პერიოდში არასოდეს ულაპარაკია “ლივერპულში” მოხვედრაზე. მხოლოდ უახლოესი ვარჯიშები და თამაშები. “სტივი არ გააცდინო ვარჯიშები, ისენი უკეთესს გაგხდიან. შენ ყველაფერი გამოგივა თუ ასე გააგრძელებ მწვრთნელები შენგან შესანიშნავ ფეხბურთელს დააყენებენ. მე არ გაიძულებ, რომ ვარჯიშებზე იარო, მაგრამ გახსოვდეს მანამ შენ აცდენ ვიღაც ვარჯიშობს და შენზე უკეთესი ხდება. რაც მეტს იმუშავებ მით უკეთესი გახდები.”

დედა და მამა ყოველთვის ასრულებდნენ იმ მოთხოვნეს, რომელიც “ლივერპულს” მოთამაშეების მიმართ ჰქონდა. ერთხელ მათს საუბარს მოვკარი ყური, მამა ამბობდა: “ჰაიუეი და შენონი ყურადღებას აქცევენ თუ როგორ გამოიყურება ფეხბურთელი. სტივენმა ყველა სტანდარტი უნდა დააკამყოფილოს.” იყო აკურატული და მოწესრიგებული ეს “ლივერპულის” სტანდარტი იყო. “ლივერპულის” სახვევით მშობლები არსად მიშვებდნენ, თუ არ ვიქნებოდი დავარცხნილი, დაბანილი და კარგ ტანსაცმელში გამოწყობილი. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რომ საყვარელი შარვლის ჩაცმა მდომებია, მაგრამ დედას მცირე გახეული  შეუნიშნასვს: “შენ ამას არ ჩაიცმევ!” მამაც მხარს უბამდა:”ახალს გიყიდით.” დედა ხშირად მიკემსავდა ფორმას და ამაში მთელ თავის სიყვარულსა და მზვრუნველობს დებდა. ის ასევე მეხმარებოდა, რომ შესაბამის ფორმასთან შესაბამისი შორტები ჩამეცვა. “პატივი უნდა სცე “ლივერპულს” ამბობდა ის. ჩემი მშობლები ამაყობდნენ, რომ მე “ლივერპულის” შემადგენელი ნაწილი ვხდებოდი და ცდილობდნენ ყოველივე საუკეთესოთი ვუზრუნველყავი.

სტივისა და დეივის ხელმძღვანელობის ქვეშ ვვითარდებოდი და მოწვევას ველოდი “ენფილდიდან”. ყოველი სეზონის დაწყებასთან კლუბიდან მოწვევის წერილს ველოდი. ჰაიუეი ყოველთვის ეუბნებოდა მამას: ” სტივენი ნუ ინერვიულებს მას აუცილებლად აიყვანენ.” ვარჯიში ჩემთვის სიამოვნება იყო, საკუთარ თამაშს ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვაუმჯობესებდი. როდესაც 14 წლის ვიყავი სტივიმ თავისთან 4 ფეხბურთელი მიგვიხმო: მე, ოუენი, სტივენ რაიტი და ნილ მერფი. მან გვითხრა, რომ სინჯებზე “ლილშელში” ვიყავით მიწვეულნი.

“ლილშელი” ! ნაციონალური სკოლა ! ეს დაუჯერებელი იყო… აქ მხოლოდ განსაკუთრებულ ფეხბურთელებს იწვევდნენ, რომელთა უმეტესობა მაღალ დონეზე აგრძელებდა თამაშს. ეს ჩვენი ოცნება იყო ვინაიდან ყველას უნდოდა ნაციონალურ სკოლაში მოხვედრა. სინჯებზე ასობით ფეხბურთელი იყო ინგლისის მასშტაბით, რომლიდანაც ორმოცდაათს შეარჩევდნენ, ხოლო სკოლაში მხოლოდ 24 ბედნიერი დარჩებოდა. სინჯები საკმაოდ მკაცრი იყო. ყველაფრის შემდეგ სულმოუთქმელად ველოდი წერილს “გილოცავთ თქვენ ჩაირიცხეთ.”

თავს სხვა ნახევარმცველებს ვადარებდი და არავინ არ იყო ისეთი კარგი როგორც მე. გულწრფელად. ერთ ადგილას არ ვჩერდებოდი, ვიბრძოდი ვარდნებით, ვარიგებდი გრძელ გადაცემებს და დარწმუნებული ვიყავი, რომ “ლილშელის” ხელმძღვანელობა მოვხიბლე. მე ინფიცირებული ვიყავი გამარჯვებით და დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ძალებში – მათ ეს აუცილებლად უნდა შეემჩნიათ. ერთადერთი რაც მაფიქრიანებდა იყო ის, რომ ჩემი თანატოლები ფიზიკურად გაცილებით ძლიერები იყვნენ. მაილკ ოუენიც არ გამოირჩეოდა ათლეტიზმით, მაგრამ ის თავდამსხმელი იყო და ამის კომპენსაციას სისწრაფის ხარჯზე ახდენდა, ხოლო ნახევარდაცვაში აუცილებად საჭიროა ფიზიკურად ძლიერი იყო. მიუხედავად ამისა თითქოს ეს უმნიშვნელო რამ იყო და მე წარმატებით გავიარე პირველი ეტაპი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ “ლილშელის” ბილეთი ხელში მეკავა. მე ვოცნებობდი აქ სწავლაზე. 2 გატარებული წელი ნამდვილად გაცილებით გამზრდიდა, როგორც ფეხბურთელს. ყოველ დილას ფოსტალიონი ტერორის ქვეშ მყავდა: “სადაა სად? ჩემი წერილი ლილშელიდან?” ერთ მშვენიერ დღეს ეს წერილი მივიღე. ჩემს ოთახში ვიყავი, როდესაც მამამ ყუთიდან კონვერტი ამოიღო და გახსნა. სასიხარულო შეძახილების ნაცვლად მან ცივად ჩაილაპარაკა: “ფოსტა მოვიდა.” მის ხმაში არსებულმა იმედგაცრუებამ ლამის მომკლა. ქვემოთ ჩავირბინე და დავინახე, რომ მას გახსნილი წერილი ხელში ეკავა ხოლო თვალებით სადღაც სხვაგან იყურებოდა… “ლილშელმა” უარი მითხრა. მე ჩემს ოთახში გავიქეცი და ცრემლები ვეღარ შევიკავე. ჯანდაბა, მთელი ცხორება დასრულდა !

როდესაც მამა ჩემს ოთახში შემოვიდა თავი ბალიშში მქონდა ჩარგული და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მე უღირსი აღმოვჩნდი ! მე ! “ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი ! ვინმე, რომ მყოლოდა გვერდში “ლილშელიდან” აუცილებლად ჩავაძაღლებდი. როგორ შეეძლოთ ასე მომქცეოდნენ??? ვიცოდი, რომ საკმარისად კარგი ვიყავი… ამის შემდეგ არავის გაუბედია ჩემთვის ეთქვა, რომ “ვერ ვქაჩავ”. მაიკლი უკვე მიემგზავრებოდა “ლილშელში”, ჯემი კარაგერი და ჯეიმი კესიდი უკვე თამაშობდნენ იქ. ღმერთო ჩემო როგორ მინდოდა მათთან ერთად ყოფნა!

მამა მამშვიდებდა. ბოლომდე სველი ბალიში გვერძე გადავდე და განვაცხადე: “მორჩა, ფეხბურთს თავს ვანებებ.” მამამ ცრემლები მომწმინდა და მითხრა:”მისმინე, შენ უკვე ბევრს მიაღწიე. შენს სინჯებზე ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფი ბიჭებიდან არავიზე ნაკლები არ ხარ. შეიძლება მათ უარი იმის გამო გითხრეს, რომ გამხდარი ხარ. შეიძლება ისინი შენს მწვრთნელებს ესაუბრნენ და გადაწყვიტეს, რომ ორი წელი სახლიდან შორს შენზე ცუდად აისახებოდა. ეს უარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთს ცუდად თამაშობ. შენ კარგად თამაშობ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ეს შენაც იცი და “ლივერპულშიც” კარგად ხედავენ ყველაფერს.”

მამის სიტყვებს მივენდე. შესაძლოა საქმე ფეხბურთში სულაც არ არის. წერილშიც მსგავსი რამ ეწერა: “შენ შესანიშნავი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც.” მიუხედავად ამ გულისხმიერი ახსნისა ჩემში სიბრაზე ადგილს ვერ პოულობდა. არსებობს შემთხვევები, რომელიც არასოდეს გავიწყდება. რა თქმა უნდა ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დამინებებია, მამის სიტყვებმა სტიმული მომცა: ” შვილო დაუმტკიცე მათ, რომ ისინი შეცდნენ.!”

გულზე დიდი ლოდით ვარჯიში განვაახლე. ერთ დღეს ჰაუეიმ თავის ოფისში გამომიძახა, პირდაპირ დამისვა და მითხრა: ” ძალიან მიხარია, რომ ლილშელში არ წახვედი. ეს ჩემი ძალისხმევით მოხდა.”

“უხ შენი !” მოვასწარი გაფიქრება.

“არ მინდოდა, რომ წასულიყავი. არც მაიკლის გაშვება მინდოდა. მე ჩემი ინტერესები მაქვს და აქ მჭირდებით “ლივერპულში”. სტივენ ვიცი, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ, მაგრამ დამიჯერე აქ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელად დაგაყენებთ ვიდრე “ლილშელში” მოხდებოდა ეს.”

მაშინ მე მას არ დაუჯერე. მაიკლი უკვე ალაგებდა ჩემოდნებს, რომ წასულიყო და მსოფლიო დონის ფორვარდად ჩამოყალიბებულიყო. მან ეს დაიმსახურა. გამომშვიდობებისას მე უთხარი, რომ ძალიან მიხაროდა, მაგრამ ამას ის სევდა ფარავდა,რომ მე მასთან ერთად არ მივდიოდი. დარწმუნებული ვიყავი,რომ არა ჰაუიეი აუცილებლად მოვხვდებოდი “ლილშელში”. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი მისი გადაწყვეტილების მიზეზს.

ნაციონალურ სკოლაში ვერმოხვედრამ შეაფერხა ჩემი განვითარება ახალგაზრდულ ნაკრებში. სასკოლო ფეხბურთში სულელური წესებია. ნაციონალური სკოლის მოთამაშეები ყოველთვის ირჩევიან 15 წლამდელთა ნაკრებში და უპირატესობა მათ ენიჭებათ. პრაქტიკულად მათ “უსასყიდლოდ” ერგებოდათ ნაკრების საგზური. სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი იმ იღბლიანებზე, რომლებმაც ნაკრების გასაღები მიიღეს. მე და მამა ტელევიზორთან ვჯდებოდით დ კბილების კრაჭუნით უყურებდი ჩემი თანატოლების მატჩს. მხოლოდ მაიკლს ვქომაგობდი.

ყოველ დღე ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ინანებდნენ “ლილშელის” წარმომადგენლები, როგორ დამირეკავდნენ და შემეხვერწებოდნენ, რომ მათთან წავსულიყავი. ერთხელ მაიკლმა დამირეკა და მითხრა, რომ ერთი მოთამაშე “არსენალს” გაუფორმებია და შესაბამისად ადგილიც განთავისუფლდა. ველოდებოდი მათ ზარს მაგრამ….

შვიდი თვის შემდეგ ჩემმა სიბრაზემ გამოსავალი ნახა: ნაციონალური სკოლა “მელვუდში” ჩამოდიოდა სადაც ჩვენ ვვარჯიშობდით. აი შესაძლებლობა ! ამ დღისთვის ისე ვემზადებოდი როგორც ბრძოლისთვის. მატჩის წინა საღამოს ბუცებს ვწმენდდი, რომ არაფერში ჩამოვრჩენოდი ამ უცვირპირო “ლილშელელ” იღბლიანებს. არ შემეძლო მამისთვის ჩემი მაშინდელი განცდები დამემალა. მან მითხრა: ” ვფიქრობ, რომ თავს დაიღუპავ ამ შეხვედრაში. ფრთხილად იყავი “ლილშელში” შენზე ძლიერი ბიჭები თამაშობენ. ” “ჯანდაბა, მე მათ ყველას ვაჩვენებ, რომ შეცდნენ, როდესაც არ ამიყვანეს.” გავიძახოდი მე.

სტივენ ჰაიუეიც ცდილობდა ჩემს დამშვიდებას: “ფრთხილად იყავი ტრავმა არ მიიღო.” მე მას არ უსმენდი რადგან საბრძოლო ბილიკზე ვიყავი შემდგარი.

როდესაც დავინახე, როგორ შემოდიოდნენ პავილიონში ეროვნული ნაკრების სვიტერებში გამოწყობილი, გაღიმებული “ლილშელელები” ჩემში კიდევ ერთხელ გაჩნდა ცეცხლი. არც კი ვიცი რამ შემაჩერა, რომ იქვე კორიდორში არ გავანადგურე ისინი. “მე თქვენ ყველას გაჩვენებთ” თავს ვიმშვიდებდი. ” მოდით სვიტერში გამოწყობილო ღიმილებო, ვნახოთ ვინ უფრო ძლიერია.” მატჩს ძლივს დაველოდე.

როგორც წესი “მელვუდის” მეორე მოედანზე ვთამაშობდით, მაგრამ ამ შეხვედრისთვის მთავარ მოედანზე თამაშის ნება დაგვრთეს. მე ამაყი ვიყავი, რომ ამ მოედანზე გავდიოდი, რომლის საფარიც ისეთივე კარგი იყო, როგორიც “ენფილდის”. მოთელვა და ყველა მატჩისწინა პროცედურა გავიარე, შემდეგ კი მსაჯის თვალებით ჭამა დავიწყე, რომ მას შეხვედრა დაეწყო.

სასტვენის ხმა ჩემთვის იყო, როგორც გონგის ხმა რინგზე, როგორც სასიგნალო რაკეტა ჯარისკაცისთვის. “ლილშელის” ნახევარდაცვა დავანაწევრე. არანაერი მოწყალება. თითოეულ ვარდნაში ჩემს სიბრაზეს ვატევდი. მათი მწვრთნელი უყურებდა, რომ მე საუკეთესო ვიყავი, ამიტომ ამ აზრმა ფრთები შემასხა. “განახებთ, რომ შეცდით.” ტრიალებდა ეს ფრაზა ჩემს თავში და ვარდნის შედეგად კიდევ ერთი საცოდავი აღმოჩნდება გაზონზე. “ეი დამშვიდდი.” მირჩია რეფერიმ, მაგრამ მან არ იცოდა რა ტრიალებდა ჩემს გულში.

“ლილშილში” “მაგარი ბიჭები” თამაშობდნენ: უეს ბრაუნი, მაიკლ ბოლი და ოუენი რა თქმა უნდა. სხვათაშორის მან მაშინ ჰეთრიქი შეასრულად და ჩვენ 3:4 დავმარცხდით, მაგრამ მე ჩემი საქმე შევასრულე. ისე ვითამაშე, რომ მატჩის შემდეგ თითოეულმა მათმა ფეხბურთელმა ხელი ჩამომართვა. მათმა მწვრთნელებმაც მომილოცეს, მაგრამ მე შემოვტრიალდი და წამოვედი, ვინაიდან არ შემეძლო იმ ადამიანებზე ხელის ჩამორთმევა რომლებმაც ამხელა ტკივილი მომაყენეს. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ.

15 წლამდე ნაკრებში იყო ერთი მწვრთნელი ჯონ ოუენსი -ერთ-ერთი მათგანი ვინაც უარი მითხრა. ის ამჟამად “ლივერპულის” აკადემიაში მუშაობს, ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ის მესალმება და მეკითხება როგორ არის საქმეები. ჰგონია, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ეს ასე არ არის. ის ყოველთვის ზრდილობიანია, ხოლო ჩემში კვლავინდებურად ცეცხლი ინთება: “რატომ არ მიძახებდი ახალგაზრდულში??? მიდი პირდაპირ მითხარი??? რაც მაშინ წერილში დაწერეთ სრული სისულელეა. ნუთუ ეს ყველაფერი წონის გამო მოხდა? დიახ, ბიჭები ფიზიკურად ჩემზე დიდები იყვნენ, მაგრამ მე საუკეთესოდ ვითამაშე.”

საბოლოოდ ჰაიუეი მართალი აღმოჩნდა. ორი წელი ვივარჯიშე მათი ხელმძღვანელობის ქვეშ. მწვრთნელებს უყვარდი, ხოლო მე ისინი მიყვარდა. მაშინ შესანიშნავი ვარჯიშები იყო: ვმუშაობდით ბურთთან, ვამუშავებდით დარტყმებს, ჩამოწოდებებს, გრძელ პარებს და ა.შ. ჩვენ ვთამაშობდით ორმხრივ ფეხბურთს, რომლის თითოეული შეხვედრა მსოფლიო თასის ფინალივით მნიშვნელოვანი იყო. თუ რაიმე შეცდომას დაუშვებდი, მაშინ აზიდვები უნდა გაგეკეთებინა და გეყურებინა როგორ თამაშობდნენ თანაგუნდელები. ყოველთვის ვცდილობდი ვარჯიშებზე საუკეთესო ვყოფილიყავი, ვინაიდან “ლივერპული” ჩემი სამყარო იყო. თანაგუნდელები მოედანზე უსიტყვოდ მიგებდნენ. სკოლაში შესაძლოა ვერ მიესწროთ ჩემი გადაცემებისთვის, მაგრამ “ლივერპულში” ყველანი ერთ ტალღაზე ვმოძრაობდით.

ნაციონალური სკოლის უარმა გააძლიერა ჩემი სიყვარული “ლივერპულის” მიმართ. კლუბი დაინტერესებული იყო ჩემით და დარწმუნებული ვარ ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იმუშავებდა ჩემთან ისე პროდუქტიულად როგორც სტივი ჰაიუეი. ის ხშირად ნახულობდა ჩემს მშობლებს და ოჯახის ამბებს ეკითხებოდა: “როგორ მიდის ოჯახის საქმეები?”, “ფულის პრობლემა ხომ არ გაქვთ?” ის ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა. კლუბი რა თქმა უნდა დაინტერესებული იყო, რომ კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ სტივი იმაზე მეტს აკეთებდა ვიდრე  მისგან ამას სამსახური მოითხოვდა. მისთვის სულ ერთი არ იყო და არ მიყურებდა, როგორც ადამიანურ მატერიას. ის ზრუნავდა ჩემზე როგორც შვილზე. არასდროს დამავიწყდება ის რაც მან გააკეთა ჩემთვის, რათა კაცად და ფეხბურთელად გავზრდილიყავი.

“ლილშილის” დედაც, მე “ლივერპული’ მყავს…

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.