რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ჯერარდი “ლივერპულის” შემადგენელი ნაწილი ხდება: დებიუტი

(პირველი ნაწილი)

ჟერარ ულიემ ბიჭიდან კაცად გადამაქცია, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან შექმნა ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვერ გავხდებოდი ის ვინც გავხდი, რომ არა ჟერარ ულიე – ძირეულად ცდებიან. “ლივერპულს” თავიდანვე ვუნდოდი. თავდაპირველად მათ სასკოლო კონტრაქტი შემომთავაზეს, შემდეგ ახალგაზრდული, ბოლოს კი პროფესიონალური – ეს ყველაფერი ულიემდე მოხდა. ამის შემდეგ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ილაპარაკონ, რომ აკადემიიდან ულიემ გამომათრია? ეს დიდი უსამართლობაა სტივი ჰაიუეის, დეივი შენონის, ჰიუ მაკოულის მიმართებაში. სწორედ ისინი მუშაობდნენ თავდაუზოგავად იმისთვის, რომ განვვითარებულიყავი. ისინი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ცდილობდნენ. სტივიმ ჩემზე კოლოსალური გავლენა იქონია. ახლაც როდესაც მაქვს საშუალება აუცილებლად ურეკავ და ჩემს თამაშთან დაკავშირებით აზრს ვეკითხები. იმის თქმა, რომ ჟერარმა აკადემიაში აღმომაჩინა და პირველ გუნდში გადამიყვანა არის სტივი ჰაიუეის შეურაწყოფა.

ეს იგივეა, რომ ჟერარს ეს სიტყვები მიაწერო: ” სტივენ ჯერარდი აკადემიაში გამორჩეული არ იყო და პერსონალი სხვებისგან არ ანსხვავებდა.” ჟერარდ უთხრეს ჩემს შესახებ, ეს ზუსტად ვიცი.

ასევე არ შეიძლება როი ევანსის დამსახურების ვერ დანახვა, რომელმაც რეზერვებიდან პირველ გუნდში გადამიყვანა. როი ჩემით გაცილებით ადრე იყო დაინტერესებული ვიდრე ულიე “მერსესაიდში” სამუშაოდ ჩამოფრინდებოდა (1998). საერთოდ “ენფილდზე” ყველა მეხმარებოდა დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. მე შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა მთელ პერსონალთან: ჰაიუეისთან, ულიესთან, მწვრთნელების დამხმარეებთან – ფილ ტომსონთან და სემი ლისთან. არც ერთ მათგანთან დაძაბულობას არ ვგრძნობდი. ჟერარი ძალიან კარგად მექცეოდა, მაგრამ არ შემიძლია დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ მის გარეშე კარგ ფეხბურთელად ვერ ჩამოვყალიბდებოდი. მე არ ვყოფილვარ “ჟერარის ბიჭუნა”. ყველაფერს მძიმე შრომის, აკადემიის პერსონალის და მშობლების მხარდაჭერის ხარჯზე მივაღწიე. ჟერარმა მხოლოდ ძირითადის კარი გამიღო, თუმცა მე ისედაც მზად ვიყავი იქ შემეღწია.

იმ დროს “ენფილდზე” არავინ მიცნობდა. მიუხედავად ამისა არავის შეუძლია თქვას, რომ აკადემიაში შესამჩნევი არ ვიყავი. მე ვბრწყინავდი ინგლისის 18 წლამდელთა ნაკრებში, მაშინ როცა ულიე მოვიდა. როდესაც “ლივერპულის” აღმასრულებელი დირექტორი პიტერ რობინსონი, ჟერარს პერსპექტივებზე ესაუბრებოდა, მან ახსენა, რომ გუნდს ძალიან კარგი მომავალი ჰქონდა ჩემგვარი ტალანტების ხარჯზე.რიკ პერი, რომელმაც პიტერი შეცვალა ასევე ესაუბრა ულიეს ჩემს შესახებ.იმ დროისთვის როიმ 3 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა და მე “ლივერპულში” ყველა ასაკობრივი სტადია გავიარე.

ჩემზე უკვე ლაპარაკობდნენ “მელვუდში”, “ენფილდზე” და მის მიღმა. დიახ, პრემიერ ლიგის გუნდებს ჩემი გადაბირება სურდათ. როდესაც ჩემი პირველი შეხვედრა ჩავატარე 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ, მათ უკვე იცოდნენ ჩემს შესახებ. მატჩი “მამლების” საწვრთნელ ბაზაზე იყო ესექსში. შესანიშნავ პირობებში მივდიოდით და ყველაფერი ისე კარგად იყო როგორც პირველ გუნდში. მე, ბოგოს, რაიტს ეს ძალიან გვსიამოვნებდა. სასტუმროში მე და რაიტი ერთ ნომერში მოვხვდით და პრაქტიკულად მთელი ღამე იმის საუბარში გავათენეთ, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი პირველი მატჩი. ყველაფერი მომწონდა რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა. თამაშის წინ “სწორი” საკვები მივირთვით: წიწილა პასტით. “ტოტენჰემს” ჩინებული შემადგენლობა ჰყავდა : პიტერ კრაუჩი, ლიუკ იანგი და სხვები.

თამაში საკმაოდ ხისტი გამოდგა. შესანიშნავი მატჩი ჩავატარე და შორეული დარტყმით გატანაც მოვახერხე. მატჩი 1–1 დასრულდა. მოედნიდან გასვლისას დავინახე, რომ შეხვედრას ალან შუგა (ტოტენჰემის მფლობელი) ესწრებოდა და სტივი ჰაიუეის რაღაცას ელაპარაკებოდა. გასახდელში ბოგომ შემომხედა და მითხრა:

–”ისინი ხომ შენზე ლაპარაკობდნენ.”
–”საინდან იცი?”
–”გავიგონე როგორ ახსენა შენი სახელი. არ ვიცი შუგა რაზე საუბრობდა, მაგრამ შენ ძალიან ბევრჯერ გახსენა.”

ამაზე არ ჩავციკლულვარ. შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და ავტობუსში ავედი რათა ლივერპულში დავბრუნებულიყავი. ერთი კვირის შემდეგ გავიგე, რომ შუგა მზად იყო ჩემში ორი მილიონი ფუნტი გადაეხადა.!! არც თუ ურიგო სატრანსფერო ფასია ყველასათვის უნცობი ფეხბურთელისთვის. “ლივერპულმა” უარი განაცხადა. “ნუ მაცინებ”. უთხრა ჰაიუეიმ “მამლების” მფლობელს. ისინი მე მაფასებდნენ.

ერთი თვის შემდეგ დეივ შენონთან ჩხუბის გამო დამაჯარიმეს. ჩემი დანაშაული ძალიან მცირე იყო – სადილის შემდეგ თეფში განსაზღვრულ ადგილას არ მივიტანე. მხოლოდ და მხოლოდ 5 ფუნტით დამაჯარიმეს, მაგრამ ნორმალური ხელფასი ახალი დანიშნული მქონდა, ამიტომ ეს ჯარიმა დიდად მეჩვენებოდა. და საერთოდაც, მე არ ვიყავი დამნაშავე. დეივთან კაბინეტში გაბრაზებული შევედი და კარები ჩავკეტე.

–”რისთვის ჯარიმა? ეს მე სულაც არ მახარებს.”
–”შენ არასოდეს არ მიგაქვს შენი თეფში ადგილზე.”
–”მივიტანე! მე ყოველთვის მიმაქვს ადგილზე ჩემი ზარმაცი მეგობრებისგან განსხვავებით. მამამ და დედამ მასწავლეს, რომ სხვისი შრომა უნდა დააფასო.”

ძალიან გაბრაზებული ვიყავი რადგან მან არ დამიჯერა. “თქვენ ამ ფულს ვერ მიიღებთ!” დეივი არ შემკამათებია: “რაც იყო იყო. შენ დაჯარიმებული ხარ, ამიტომ გადაიხდი.” ვიცოდი, რომ დავმარცხდი. “გადავიხდი, მაგრამ ეს უკვე გადამეტებულია დეივ.”

ყველას უყვარდა დეივთან გახუმრება. ის ერთ–ერთი ჩვენიანი იყო, რომელიც გუნდის ერთიან სულს აყალიბებდა. ჯარიმაზე საუბრის შემდეგ ჩვენ მომავალი სეზონის განრიგზე ვისაუბრეთ. “დეივ თუ შეგიძლია მომეცი 19 წლამდელთა გუნდის განრიგი. ჩემი ვიღაცამ მოიპარა.”

დეივმა შემომხედა და გაეღიმა: “არა, შენ ეს აღარ დაგჭირდება.” შემდეგ ჩანთაში ხელი ჩაყო და პირველი გუნდის განრიგი გამომიწოდა.

პირველი ! დეივის ოფისიდან გამოსულმა ფიქრი დავიწყე: ის არ მომცემდა ამ განრიგს მწვრთნელებს, რომ არ ჩაეთვალათ, რომ შანსი მაქვს. როდესაც ეს გავაანალიზე ფრთები გამომეზარდა – ასეთ აღმასვლას არ ველოდი. ხუთი ფუნტით გამოწვეული სიბრაზე გაქრა.

ჟერარმა თქვა, რომ ჩემს თამაშს აკვირდებოდა, მაგრამ მანამდე სანახავად მისი დამხმარე პატრის ბერჟუსი იყო მოსული. მან ჟერარამდე შემაფასა. ის დღე არ დამავიწყდება: დილას სტივი ჰაიუეიმ გამომიძახა ოფისში და მითხრა : “სტივენ დღეს ვიღაცეები გვესტუმრებიან. ჟერარ ულიე, ფილ ტომსონი, სემი ლი და პატრის ბერჟუსი შენს ვარჯიშს დააკვირდებიან.” მას მეტი არაფრის თქმა არ დასჭირვებია, ყველაფერს მივხვდი. აი ჩემი შანსი პირველ გუნდში აღმოვჩნდე.

ვარჯიშის დაწყების წინ დაიძრა ჭორი, რომ “მელვუდიდან” მხოლოდ ორნი მოვიდნენ. სიმართლე გითხრათ სულაც არ მაინტერესებდა რამდენი იქნებოდნენ, მთავარი იყო ის, რომ ხელმძღვანელობა ჩემით დაინტერესდა. საჭიროა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა. ყოველთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბილეთი დიდი ფეხბურთისკენ. მოედანზე გავედი თუ არა მიმოვიხედე, მაგრამ საერთოდ არავინ ჩანდა.

ჯანდაბა! ჟერარმა და მისმა დამხმარეებმა ჩათვალეს, რომ მზად არ ვარ? რას ვიზამთ, ვარჯიშს გავაგრძელებ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თვალი მოვკარი ორ ადამიანს. ისინი მოშორებით იდგნენ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჩვენ გვიყურებდნენ. მივხვდი, რომ ეს პატრისი და სემი იყვნენ. შესანიშნავია ! დროა ბოლომდე ჩავირთო. ჩვენ საათი და 45 წუთი ვვარჯიშობდით. თავდაპირველად ბურთის ფლობაში, ხოლო შემდეგ ორმხრივი შეხვედრა ვითამაშეთ. მოედანზე ვმეფობდი. ბურთზე პირველი ვიყავი, ხოლო ვარდნებისას შეუბრალებელი და სასტიკი. ნათლად ჩანდა, რომ ისინი მე მიყურებდნენ, ხოლო სემი ლი ამასთანავე რაღაცას იწერდა.

ვარჯიშის შემდეგ სტივიმ სტუმრები გაგვაცნო, თუმცა სემის ისედაც კარგად ვიცნობდით. ის საკამოდ კარგად გვეპყრობოდა და ყველას გვიყვარდა. სემის არ შეეძლო ჩემი თამაში არ აღენიშნა – “ცუდი არ არის” მითხრა მან და მე კმაყოფილი დავრჩი. როდესაც ყველა დაიშალა პატრისი მომიახლოვდა. გარშემო მას არავინ იცნობდა, ვინაიდან ახალი ჩამოსული იყო ულიესთან ერთად. მან ხელი ჩამომართვა: “კარგად გამოიყურები.” მან გზა გააგრძელა ხოლო მე ლამის ფრენით წავედი სახლში.

საჭირო იყო კიდევ ერთი “გამოცდის” ჩაბარება. ჯერ არ უნახივარ ჟერარ ულიეს. მან პირველად ნოემბერში “მანჩესტერთან” (19 წლამდელი) შეხვედრისას მნახა. მაშინ თავდაუზოგავად ვიასპარეზე, ვინაიდან ეს “მანკებთან” შეხვედრა იყო და მათთან მატჩისას ყოველთვის გაორმაგებული სიჯიუტით ვთამაშობდი. პლიუს ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ტრავმის შემდეგ. მაჯა მოვიტეხე. აქამდე მქონდა შანსი რეზერვების შემადგენლობაში მეთამაშა პირველი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ექიმმა ნება არ დამრთო. გაცოფებული ვიყავი რადგან ამ შეხვედრას პატრისი უნდა დასწრებოდა. ხელი იმ დღისთვის მომიშუშდა, როცა “მანჩესტერს” ვხვდებოდით. ერთი სული მქონდა როდის გავასწორებდი მიწასთან.

ყველა ჩემი მეგობარი ასპარეზობდა ამ შეხვედრაში – ბოგო, გრეგო და სხვები. მაყურებლის საკმაო რაოდენობა შეიკრიბა – დაახლოებით 200 კაცი რაც ახალგაზრდულის თამაშისთვის სულაც არაა ურიგო რაოდენობა. მამაჩემიც მოვიდა, რადგან იცოდა, რომ მისი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მეხმარებოდა. მწვრთნელები დეივი, სტივი გვერდიგვერდ იდგნენ, ხოლო მათ შორის ჟერარი შევნიშნე. შემდეგ გავიგე, რომ თითქოს ულიე რიჩი პარტრიჯზე დასაკვირვებლად იყო მოსული, მაგრამ მე დარწმუნებული სხვა რამეში ვიყავი. სტარტიდანვე ეს ჩემი თამაში იყო: “მანკებს” მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ვჩაგრავდი. ნამდვილად მეკუთვნოდა წითელი ბარათი ჩემი ვარდნების გამო. “კიდევ ერთი და დასასვენებლად წახვალ” გამაფრთხილა არბიტრმა. “კიდევ ერთი ვარდნა და გაგაძევებენ! ” მიძახოდა სტივი.

მათ არ უსმენდი. უბრალოდ მინდოდა “მანკები” პატარა ნაჭრებად დამენაწევრებინა. მათ კარგი გუნდი ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული როგორიც ჯონ ოშია. ეს იმ შემთხვევას წააგავდა, როდესაც “მელვუდში” “ლილშელს” ვეთამაშეთ. მაშინაც მინდოდა ყველა მიწასთან გამესწორებინა. მატჩი 1:1 დასრულდა, მაგრამ სამაგიეროდ მე გოლი გავიტანე და დარწმუნებული ვიყავი, რომ თავი კარგად წარმოვაჩინე. მოედნიდან გასვლისას თავალი ჟერარისკენ გავაპარე, რათა მისი რეაქცია დამენახა, მაგრამ ის უკვე იქ არ იმყოფებოდა.

როდესაც სახლში მივედი მამა მომეგება.
–”მწვრთნელი იყო იქ იცი?”
–”ვიციმ დავინახე.” უპასუხე გაღიმებულმა.
–”შენ კარგად წარმოაჩინე თავი.”

დასაძინებლად ისეთი განწყოვით დავწექი თითქოს სამყაროს მწვერვალზე ვიმყოფებოდი.

კვირამ უცებ გაირბინა და მე სულმოუთქმელად ველოდი ორშაბათის დადგომას. მინდოდა მოედანზე გავსულიყავი და ჟერარის ხმა გამეგო, მაგრამ ორშაბათს არაფერი მომხდარა… არც სამშაბათს.

ოთხშაბათს კი აკადემიის კორიდორში ჟერარ ულიეს და როი ევანსს შევხვდი. 12 ნოემბერს ევანსი გუნდიდან მიდიოდა, ამიტომ მას დრო ჰქონდა თავისი საქმეები მოეგვარებინა. მან გამაჩერა, მაგრამ მე არ ვიცოდი რა მეთქვა და თავი დავხარე. ჩემს წინ იდგა ახალი ბოსი, რომელსაც მანამდე არასოდერს შევხვედრივარ პირისპირ. “სტივენ როგორაა საქმეები? მუშაობა გააგრძელე შენ ძალიან კარგი შანსი გაქვს.” ულიემ მითხრა : “შენ ძალიან კარგი შანსები გაქვს.” მე მას სახეში შევხედე. მან გააგრძელა: ” გააგრძელე იმის კეთება რასაც ამჟამად აკეთებ. “მანჩესტერთან” შენი თამაში ვნახე, შესანიშნავი იყავი.”

როიზე გული მწყდებოდა. მინდოდა, რომ ის გუნდში დარჩენილიყო. ყოველთვის კარგად მეპყრობოდა და უნდოდა, რომ პირველ გუნდში ვეხილე. როდესაც მხვდებოდა მეუბნებოდა: “მოიშორე შენი ტრავმები და შენ ითამაშებ ჩემთან.”

ახლა როდესაც საჭესთან ფრანგი იდგა არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ვჭირდები ჟერარს პირველ გუნდში? მან ხომ წესიერად არ იცის ვინ ვარ. როი 12 წლიდან მიცნობდა და მისი წასვლას შეცდომად მიმაჩნდა. მესმოდა “მელვუდში” როგორ საუბრობდნენ ულიეზე, რომ მან ყველაფერი შეცვალა და ვარჯიშები არავის მოსწონდა. ის ძალიან მკაცრი იყო. რეზერვებში ნეგატიური ემოციები გამეფდა.

ერთი შეხედვით ჟერარი არ ჩანდა ცუდი ადამიანი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რამდენად კარგად იცოდა ინგლისური. მოკლედ მე მისი მეშინოდა. დიახ, სწორედ ასე. ის იყო ბოსი, ადამიანი რომელსაც უნდა გადაეწყვიტა დავრჩებოდი გუნდში თუ ჯანდაბამდე გზა მექნებოდა. “გაფრანგულების” გამო საკმაოდ ვნერვიულობდი. მინდოდა, რომ მის ადგილას ინგლისელი ყოფილიყო, რომელიც მეცოდინებოდა და გაუგებდი. როის ხელმძღვანელობის ქვეშ აუცილებლად დავმკვიდრდებოდი ძირითად გუნდში, ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მაგრამ როის კარისკენ მიუთითეს და ახლა მომიწევდა ჩემი შესაძლებლობები უცხოელთან დამემტკიცებინა.

რამოდენიმე დღის შემდეგ სტივიმ მე და რაიტი ოფისში გამოგვიძახა. დეივ შენონიც იქ იმყოფებოდა. “მნიშვნელოვანი ამბები მაქვს ბიჭებო. ჟერარი და ფილი “მელვუდში” გიძახებენ.” ერთმანეთს გახარებულებმა გადავხედეთ. ეს ის ამბავი იყო რომელსაც ველოდით.

“ორშაბათს იწყებთ. ჟერარს უნდა, რომ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშოდ. ეს შანსია ახალ დონეზე გადახვიდეთ. ” სტივი გაჩუმდა, ხოლო შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა. მან იცოდა, რომ აკადემიაში ჩვენი დღეები დათვლილი იყო და გვითხრა: “არასოდეს დაივიწყოდ საიდან გახვედით. არასოდეს დაივიწყოთ რაც თქვენთვის გავაკეთეთ და რის გასაკეთებლადაც სამომავლოდ მზად ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ შეიცვალოთ. არ დაუშვად, რომ თავბრუ დაგეხვეთ. თქვენ ტოვებთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ ყოველთვის მზად იყავით უკან დასაბრუნებლად და მათ მოსანახულებლად.”

მას ამაზე არ უნდა ენერვიულა. მე ვიცოდი ჩემი ფესვები და არასოდეს დავტოვებდი აკადემიას უკანმოუხედავად. ყოველთვის მახსოვდა ის ადამიანები, რომლებმაც პირველი გუნდისკენ მიმავალ გზაზე მატარეს.

სახლში აირონსაიდში მივედი და დავინახე ბიჭები ბურთს თამაშობდნენ. ისე როგორც მე ოდესღაც. სახლში შევედი, ჩემს თავში კი სრული ქაოსი სუფევდა. მამა ოთახში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. როდესაც შემომხედა დაინახა, რომ თვალები მიბრწყინავდა.

–”რა ხდება?”
–”მელვუდში მიმიწვიეს.”
–”როგორც იქნა !” ის უზომოდ ამაყი იყო.

უქმეებმა ძალიან სწრაფად ჩაიფრინეს. მე არაფერზე შემეძლო ფიქრი გარდა “მელვუდისა.”

მე და რაიტი მოედნის მიღმაც ბევრ დროს ვატარებდით ერთად. ვმსჯელობდით ჩვენი ახალი ცხოვრების შესახებ. გვეგონა,რომ უკვე პროფესიონალები ვიყავით. კვირას არც ერთს არ გვიძინია მშვიდად.

ორშაბათს მანამ “მელვუდში” წავიდოდი მამამ დამიძახა და დარიგება მომცა: “ეს დიდი გზის დასაწყისია. ძალიან მალე შენ შეხვალ გასახდელში, რომელიც სავსე იქნება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით. დაიმახსოვრე სტივი შენ ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია. იცოდე შენი ადგილი და გამოიყენე შანსი.” მამის სიტყვებმა რეალობაში დამაბრუნა და კონცენტრირებული გავხდი. მე მზად ვიყავი.

საშინლად ვნერვიულობდი. “მელვუდისკენ” გზაში ძალიან დაძაბული ვიყავი. მე და რაიტი ძალიან ადრე მივედით. ეზოში მხოლოდ რამოდენიმე მანქანა მოჩანდა. ჩვენ შევედით და პავილიონისაკენ დავიძარით. მე და რაიტიმ ვიცოდით სად იყო გასახდელი, მაგრამ რამოდენიმე წუთი გარეთ ვიდექით და გამბედაობას ვიკრებდით. შემდეგ კარი შევაღე და შიგნით შევედით. იქ არავინ იყო.

იყო მხოლოდ პიროვნება, რომელიც ფორმებზეა პასუხისმგებელი. ის თავის ადგილას აწყობდა სავარჯიშო ფორმებს. მე და რაიტიმ სკამებს თვალი გადავავლეთ რათა ჩვენი კომპლექტი დაგვენახა, მაგრამ არაფერი არ იყო.

–”რაიტი აქ არავინაა საქმის კურსში, რომ მოვედით.”
–”ჯანდაბა!”

თავი ქურდებად ვიგრძენით, რომელებიც სხვის ქონებას დააცხრა თავს. “ახლა შემოვლენ პირველი გუნდის ფეხბურთელები და სავარაუდოდ გვეტყვიან: აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?” უკვე გამოსვლას ვაპირებდით, მაგრამ კარი გაიღო და ერთი მეორის მიყოლებით ვარსკვლავები შემოვიდნენ. მადლობა ღმერთს მათ მეგობრული გამომეტყველაბა ჰქონდათ. ისინი გვიცნობდნენ და ყოველთვის კარგად გვეპყრობოდნენ.

–”როგორც იქნა აქ ხართ.” მოგვესალმა რედანაპი.
–”ძალიან ადრე მოსულხართ.” იცინოდა მაკმანამანი.

მე და რაიტი ცოტათი მოვდუნდით. შესაძლოა ისინი გველოდნენ. ფორმა ჩაიცვი და ჩემთან ერთად დადექი, მითხრა რედნაპმა, მაგრამ შემდეგ ერთ–ერთი მწვრთნელთაგანი გამოვიდა და ჩვენს ადგილებზე მიგვითითა, რომელიც გასახდელის ბოლოში იყო. მერე რა? რა მნიშვნელოვა ჰქონდა სად ვიჯდებოდით, მთავარია ჩვენ პირველ გუნდთან ერთად უნდა გვევარჯიშა.

მოედანზე ჟერარმა წრე შეგვაკვრევინა, თითონ შუაში ჩადგა და ჩვენი თავი გუნდს გააცნო. ” ეს ბიჭები ჩვენთან იქნებიან. ისინი აკადემიიდან გადმოვიყვანე.” შემდეგ იყო ინსტრუქციები და ვარჯიშიც დაიწყო.

ულიეს ვარჯიშის მეთოდი მომეწონა. არანაერი სიმკაცრე. მუშაობის მეთოდი მხოლოდ სიამოვნებას იწვევდა. ორმხრივი მატჩი კი საერთოდ ფანტასტიური იყო. ვარჯიშის მერე ჟერარმა მე და რაიტი მოგვიხმო. ეს იყო პირველი შემთხვევა როცა მას გამოველაპარაკეთ.

“ახლა აქ ხართ. თქვენ დიდი გზის დასაწყისში ხართ. თქვენ ჯერ სუსტად გამოიყურებით: აქ დიდები და ძლიერები გვჭირდებით, ჯერჯერობით კი საკმაოდ გამხდრები ხართ. შეხედეთ გასახდელში სხვა ფეხბურთელებს. ისინი ყველა თქვენზე ფიზიკურად ძლიერია, ამიტომ უნდა მიხვიდეთ მათ დონემდე. ვარჯიშის რეჟიმი სხვაგვარი გექნებათ – არ იწუწუნოთ, უბრალოდ ბევრი იმუშავეთ და გააკეთეთ ის რასაც გეტყვიან. შეჭამთ როცა გეტყვიან, დალევთ როცა გეტყვიან. ფიზიკურად მზად უნდა იყოთ, რათა პირველ გუნდში ითამაშოთ. თქვენ არც თუ ისე შორს ხართ ამისგან.”

ჩვეული ცხოვრება იცვლებოდა. ჩვენ დიეტოლოგს ველაპარაკეთ. მან გამსინჯა და მითხრა, რომ უარი უნდა მეთქვა ფასტ ფუდზე. აქამდეც ვთვლიდი, რომ ადეკვატურად ვიკვებებოდი, მაგრამ საჭირო იყო ფორმაში ჩავმდგარიყავი. არანაერი ბურგერები. ათლეტივით ცხოვრება – ამიერიდან ეს ჩემი რეჟიმი იყო. ფიზმომზადების ინსტრუქტორს საკმაო ჯაფა დაადგა, ვინაიდან კვირაში ოთხჯერ 2–2 საათი გვავარჯიშებდა. მე ვწევდი სიმძიმეებს და ვგრძონდი, რომ უფრო უახლოვდებოდი პირველ გუნდს. ვოცნებობდი ხელით შევხებოდი წარწერას This is Anfield და კოპის ომახიანი შეძახილების თანხლებით მოედანზე გამერბინა. ასეთი ოცნებებით არანაერი სირთულეები ამ მაშინებდა.

ჟერარი ხშირად გვნახულობდა, რათა ჩვენი პროგრესი შეემოწმებინა. ერთხელ დარბაზში ვარჯიშის შედეგ მის ოფისში გამომიძახეს. “სტივენ შენ შესანიშნავი შანსი გაქვს. შენ ყველაფერს კარგად აკეთებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით შენს განვითარებას. მინდა, რომ შენი მშობლები მოვიწვიო და ერთად ვივახშმოდ.”

ჩვენ ერთმანეთს ალერტონ როუდზე ძალიან სასიამოვნო დაწესებულებაში შევხვდით. ჟერარს არ უსაუბრია ფეხბურთზე და ძირითადად ჩემი განვლილი ცხოვრებით ინტერესდებოდა, ამიტომ საკმაოდ უბრალო საუბარი იყო. ჩემი მშობლები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ – ისინი კმაყოფილები იყვნენ, რომ მათ შვილს აფასებდნენ.

აი ასე მოულადნელად ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. ახალგაზრდული ხუმრობები წარსულს ჩაბარდა. მე პირველ გუნდში ვიყავი და ეს არ იყო ადგილი ბავშვური ოინბაზობისთვის. ის აზრი, რომ რობი და ჯემი დამტუქსავდნენ მაშინებდა, ამიტომ ჩუმად ვიყავი. ჟერარმა უამრავი ახალი წესი შემოიტანა. თითქმის ყველაფერზე იყო ჯარიმა. ერთი ორჯერ ჯარიმა დაგვიანებისთვის დამიწერეს, ხოლო ერთხელ იმის გამო, რომ შეცდომით სხვა ფორმა ჩავიცვი. პირველი დღიდანვე მივხვდი, რომ არ იყო საჭირო ახალი “ფრანგული რეჟიმის” წინააღმდეგ თავის გამოჩენა. ის ამას ყველას ეუბნებოდა და ვისაც არ მოსწონდა შეეძლო წასულიყო. ზოგიერთი ფეხბურთელი თვლიდა, რომ რეჟიმი ზედმეტად მკაცრი იყო. ზოგი საერთოდ ვერ შეეჩვია ამას: მაგალითად მაკმანამანი სეზონის ბოლოს “რეალში” წავიდა, ფილ ბები ცალკე ვარჯიშობდა და კონტრაქტის ამოწურვას ელოდა.ყველა ხვდებოდა, რომ ჟერარის მოთმინების გამოცდა არ ღირდა.

23 ნოემბერს “ლივერპული” ვიგოში გაემგზავრა, რათა უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “სელტას” წინააღმდეგ ეთამაშა. მე და რაიტი წაგვიყვანეს. ძალიან გახარებული ვიყავი იმით, რომ ესპანეთში წამიყვანეს. რაიტის უთხარი, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო ჩვენი თამაში და ისიც დამეთანხმა.

როდესაც ჩავფრინდით და საქმე სასტუმროს ნომრების განაწილებაზე მიდგა, ჟერარმა მე და რაიტი დაგვაშორა. მე რედნაპტან ერთად მოვხვდი. “დააკვირდი” მირჩია ჟერარმა. “უყურე როგორ იქცევა ის, როგორ ჭამს, როგორ თამაშობს. ისწავლე მისგან.” ჯეიმისგან ბერი რამის სწავლა შეიძლებოდა. ის ყველას თანასწორად ექცეოდა. ის მეპყრობოდა ისე, როგორც სხვა დანარჩენებს.

განსაკუთრებულად არ მიოცნებია მოედანზე გასვლაზე, მაგრამ როდესაც გასახდელში შევედი დავინახე მაისური ჩემი გვარით და ნომერით – 28. ჩემი პირადი მაისური. მე ხროვის წევრი გავხდი – იმ დღეს მე ერთ–ერთი მათგანი ვიყავი “ლივერპულიდან”. ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ სხვა სამყაროში მეგონა თავი. ჟერარმა მე და რაიტი სათადარიგოებში შეგვიყვანა (მაშინ ევროთასებზე 7 სათადარიგო ფეხბურთელის შეყვანა შეიძლებოდა განაცხადში, ინგლისში კი მხოლოდ ხუთის. ავტ.), ამიტომ ჩვენ შანსი გვქონდა.

ჩვენ სათადარიგოთა სკამზე ვიჯექით და უყურებდით, როგორ ატარებდა “ლივერპული” ბურთის ფლობის გაკვეთილს. “სელტა” მაშინ საკმაოდ კარგი გუნდი იყო. მათ რიგებში თამაშობდა კლოდ მაკელელე, ასევე ორი რუსი შემტევი – ვალერი კარპინი და ალექსანდრ მასტავოი. “სელტა” ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა ჩვენთვის და ის შეხვედრა 1:3 დავთმეთ. მე და რაიტი მოედანზე არ შევსულვართ, მაგრამ გული არ დაგვწყვეტია. იმითაც კმაყოფილნი ვიყავით, რომ ევროთასების ატმოსფერო შევიგრძენით. სულ რაღაც ერთი თვის უკან აკადემიაში ჩვენ შეხვედრებს მხოლოდ 200 ადამიანი ესწრებოდა. დიახ, რაღაც ნამდვილად შეიცვალა.

 

(მეორე ნაწილი)

როდესაც ინგლისში დავბრუნდით ოცნება დავიწყე იმაზე, რომ ერთ დღეს ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ინგლისიდან ჩამოსვლის შემდეგ პოლ ინსი გავაბითურე. მან ვერ ჩეძლო ჩემი შეჩერება, რადგან ამ ეპიზოდში მე უკეთესი ვიყავი. პოლი ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებსაც ვარჯიში არ აინტერესებთ და აქცენტს უშუალოდ შეხვედრებზე აკეთებენ, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ დროს “ჩართულიყო.” ამბობდნენ, რომ “ინტერიდან” დაბრუნების შემდეგ ინსი აღარ იყო ძველებურად კარგი, მაგრამ რიგ შეხვედრებს ის უბრალოდ შესანიშნავად ატარებდა. არ ვიცი ჟერართან რა ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გასახდელში ის მთავარი იყო და ეს ყველამ იცოდა. “მელვუდის” ნომერ პირველი წესი: არ გააბრაზო ინსი. მაგრამ ვარჯიშებზე სხვა წესები მოქმედებს და მე მინდოდა ინსისთვის მეჯობნა. მე ის ჩამოვიტოვე და პოლმა ვერ შეძლო დამწეოდა. სხვა მოთამაშეებს არ შეეძლოთ ასეთი მომენტი გამოეტოვებინათ და ინსის აჯავრებდნენ.

არასდროს გამიკეთებია რამე ვინმეს დასანახად, უბრალოდ ვმოქმედებდი ისე, როგორც საჭირო იყო. გულის სიღრმეში კი შესაძლოა ინსის ადგილი მინდოდა მოედანზე.

ჟერარს არ შეეძლო ეს არ შეემჩნია, ამიტომ 29 ნოემბერს “ბლექბერნის” წინააღმდე 17 კაციან განაცხადში შემიყვანა. გული მეკუმშებოდა, როდესაც რაიტი მახსენდებოდა, რომელიც განაცხადში არ შეიყვანეს, მაგრამ ამასთანავე ძალიან მიხაროდა ჩემი ამბავი. სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. ჟერარი სათადარიგო ფეხბურთელებს იმ პრინციპით არჩევდა, რომ ყველა პოზიცია გამაგრებული ყოფილიყო. ის თვლიდა, რომ მე შემეძლო ნახევარდაცვის ცენტრში და მარჯვენა ფრთაზე თამაში. მას ყოველთვის ჰქონდა სამოქმედო გეგმა ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჩემს მოედანზე შეშვებას აპირებდა.

იმ დღის აღწერა “ენფილდზე” მხოლოდ ჯადოსნური სიტყვებით შეიძლება. ეს ისე დამამახსოვრდა, როგორც გუშინდელი დღე. გასახდელიდან გუნდთან ერთად გამოვედი და წარწერას “This is Anfield”-ს ხელით შევეხე. ტუნელიდან გამოსვლისას 41 753 ადამიანის ომახიანი შეძახილი გავიგონე – შესანიშნავი იყო! მატჩის მიმდინარეობისას ჟერარი სათადარიგო ფეხბურთელებს გასახურებლად უშვებდა “კოპთან”. ყველას აპლოდისმენტებით ესალმებოდნენ. ნუ თითქმის ყველას. ვიყავი თუ არა მათ რიცხვში? არა. მთლიანად დაძაბული ვიყავი და ვგრძნობდი თითოეული ფანის გამოხედვას, რომელიც მოედანზე ახალგაზრდა ბიჭს ხედავდა. თითქოს მათი საუბარიც კი მესმოდა: ” ეს ვინ ჯანდაბაა? იმედია მოედანზე არ შემოუშვებენ.” მზად ვიყავი კედელს თავით დავტაკებოდი.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როცა ბოლომდე დავმშვიდდი. არ შემიშვებენ. ახლა შეიძლება მოდუნება. ჩვენ 2-0 ვიგებდით ინსის და ოუენის გოლების წყალობით, ამიტომ ბიჭები შეხვედრის ჩამთავრებაზე იყვენენ აქცენტირებულნი. შემდეგ ფილ ტომსონი შემომიტრიალდა და მითხრა : “მიდი გაირბინ-გამოირბინე.” გახურება აქტიურად დავიწყე რადგან მეგონა, რომ 2-3 წუთი კიდევ მქონდა დრო. ვცდილობდი “კოპისთვის” არ შემეხედა. ფილმა ხელი დამიქნია და მასთან მისვლამდე ალბათ მსოფლიო რეკორდი დავამყარე სირბილში. სემი ლიმ დამიძახა :”წარმატებები!”

სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო. მას უხაროდა. ადგილობრივი სემი რომელიც მუდამ მზად იყო “ლივერპულისთვის” ემსახურა. მან კარგად იცოდა ეს მომენტი რასაც ნიშნავდა ჩემთვის.

ჩემს დებიუტამდე მხოლოდ რამოდენიმე წამი მაშორებდა. მძიმე სამუშაო, ოცნებები, წარუმატებლობა, იმედგაცრუება, აუარებელი ტრავმები – ეს ყველაფერი ღირდა იმისათვის, რათა ამ თეთრ ხაზს გადავცდენოდი. თითოეული დარტყმა აირონსაიდში და ფეხის დაკარგვის შიში გადავიტანე მომენტისთვის, რომელსაც ასე დიდხანს ველოდი.

მარჯვენა მცველი ვეგარდ ჰეგემი შევცვალე, ამიტომ მისი პოზიცია უნდა დამეკეტა. “დაიკავე ბურთი. მოუფრთხილდი მას და თუ რამე მოიშორე.” მარიგებდა ულიე. ჩემი გული ძალიან ჩქარა ცემდა და ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა – მივიდე იქ, გავაკეთო ყველაფერი ისე როგორც საჭიროა, უკან დავბრუნდე – აი რას ვიმეორებდი, როდესაც ჩემი პოზიციისკენ გავრბოდი. ნერვიულობის მიუხედავად თავიდანვე ბურთს დაუწყე ძიება, მინდოდა ის მეგრძნო. ძალიან მალე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ბურთი გავაჩერე მიმოვიხედე და ერთ-ერთ წითელს გადავაწოდე. განსაკუთრებული არაფერი, არანაერი რისკი. მადლობა ღმერთს. ბურთთან სიახლოვის სურვილი აღარ გამჩენია და ერთი სული მქონდა როდის ჩაბერავდა არბიტრი იმ დამპალ სასტვენში!

უცებ ბურთი ჩავჭერით. ინსიმ კარგი პასი გამიკეთა და ჩამოსაწოდებელ პოზიციაზე აღმოვჩნდი. ათასჯერ აღმოვჩენილვარ წინა შეხვედრებში მსგავს პოზიციაზე და ყოველთვის ვცდილობდი ისე ჩამეწოდებინა, რომ სახიფათო მომენტი შემექმნა, მაგრამ ამჯერად ორმოცი ათასი ადამიანი მიყურებდა და ბურთი ცენტრალური ტრიბუნის ზემოთ გავგზავნე. ინსიმ უკმაყოფილოდ გამომხედა. ჯანდაბა, მინდოდა, რომ მიწა გამხეთქვოდა… მიუხედავად ამისა “ლივერპულმა” გაიმარჯვა, ამიტომ გასახდელში მხიარული განწყობა იყო. ყველა ხელს მართმევდა და დებიუტს მილოცავდა. რაიტიც მოვიდა და მითხრა: “ყოჩაღ ! აი შენ ლივერპულში ითამაშე.” ძალიან მესიამოვნა რადგან ვიცოდი, რომ მისთვის ეს მარტივი არ იყო – ის მოედანზე არ გასულა, მაგრამ თავისი იმედგაცრუება შენიღბა და გამეხუმრა. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად ჩამეცვა და ჰოლში გავსულიყავი სადაც მშობლებს ვნახავდი. დედა, მამა და პოლი (ძმა) იყვენენ იქ, სხვების ოჯახის წევრებთან ერთად და ეს შესანიშნავი იყო.

თამაშები გრძელდებოდა. პარასკევს, 4 დეკემბერს “მელვუდში” გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და “უაით ჰარტ ლეინზე” გასამართი შეხვედრისთვის ვემზადებოდი. კარგი თამაში უნდა ყოფილიყო, ამიტომ იმედი მქონდა, რომ მოედანზე გავიდოდი. ადგილობრივმა კორესპონდენტმა პოლ ჯოისმა გადაწყვიტა ჩემთვის ინტერვიუ ჩამოერთვა, როდესაც კარამ ჩამიარა. ის შემობრუნდა და მითხრა: “ეი სტივი შენ მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშე და უკვე ინტერვიუებს არიგებ! არ მომაჩვენო თავი, რომ შემადგენლობა არ  იცი მომავალი შეხვედრის. ” მე არ ვიცოდი. ჟერარი მინიშნებასაც კი არ მაძლევდა, რომ “მამლებთან” თამაშის შანსი შესაძლოა მქონოდა. გუნდში ბევრი ტრავმები და დისკვალიფიკაციები იყო, ამიტომ სავარაუდო იყო, რომ მე გამომიყენებდნენ. ლონდონის ერთ–ერთ სასტუმროში ვახშმის შემდეგ ჟერარმა გამომიძახა და მითხრა: “სტივი შენ სტარტში ხარ.”

ჩემი პირველი შეხვედრა ძირითადში! ჟერარის ოთახიდან ტყვიასავით გამოვვარდი – ათასი ჯანდაბა. დაძინება ვერ შევძელი. “ძალიან ვნერვიულობ” უთხარი რაიტის, რომელთანაც ერთად ოთახს ვიყოფდი. “ალან ნილსენის წინააღმდეგ მომიწევს თამაში.” მეგონა, რომ მოედნის ცენტრში ვიქნებოდი გამწესებული და ალან ნილსენის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში.

მეორე დილას ჟერარმა სათამაშო განლაგება გაგვაცნო 3–5–2. “სტივენ შენ მარჯვნივ ხარ.” გული გამიჩერდა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ დამპალი დევიდ ჟინოლას წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. როდესაც ოთახიდან გამოვედით ყველა მეუბნებოდა: “ოოო ჟინოლა. წარმატებები.” ვიცოდი, რომ ჟინოლა ძალიან მაგარი იყო. მისი თამაში ბევრჯერ მქონდა ტელევიზორში ნანახი, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა ამდენად კარგი ყოფილიყო. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი და “მამლების” ქომაგთა ფავორიტი – ის თითქმის წლის ფეხბურთელი გახდა. ეშმაკსაც წაუღია, როგორმე გაუმკლავდები. სასტარტო შემადგენლობას კიდევ ერთხელ გადავხედე და ვნახე, რომ ინსიც თამაშობდა. ჯანდაბა, თუ ჟინოლას ვერ გაუმკლავდები ის მთელი თამაშის განმავლობაში დამცინებს.

გასახდელიდან გამოსვლილას ჟერარმა თავისთან მომიხმო და მითხრა: “ფეხები უკანალში გაუკეთე ამ ჟინოლას! არ მისცე შემობრუბრუნების საშუალება.” ჟერარი არასოდეს ილანძღებოდა, მაგრამ ახლა უნდოდა, რომ მოწინააღმდეგე დამეჯაბნა. მათ საკუთარი ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი: ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვერ უგებდნენ, როდესაც ჟერარი საფრანგეთის ნაკრების მწვეთნელი იყო. ულიე თვლიდან, რომ ჟინოლას შეცდომებმა 1994 წელს ეროვნული ნაკრები ძალიან დააზარალა. მას უნდოდა, რომ ამ ფრანგის ბოგინი აღმეკვეთა.

ჟინოლა იმ დღეს ცხენზე ამხედრებული იყო. ის თითქოს დამცინოდა და მეუბნებოდა – გვერძე გაიწიე ბიჭუნა და როცა წამოიზრდები მოედანზე მერე შემოდი. ეს კოშმარი იყო, ის შეუჩერებელი აღმოჩნდა. 5 წუთზე ის შვიდჯერ გაიჭრა ჩემი ფლანგიდან და ხუთ შემთხვევაში საკმაოდ კარგად ჩააწოდა საჯარიმოში. მე სადღაც ახლოშივე დავრბოდი და ძალიან ვბრაზობდი, რადგან ბურთს ვხედავდი, მაგრამ ვერ ვეხებოდი. რამოდენიმე საშინელი გადაცემის შემდეგ ინსის ღრიალი გავიგონე: ” გონს მოეგე.” ჟინოლას კლოუნი გამოვყავარ , პოზიციებს ვკარგავ და მარტივ დავალებას ვერ ვუმკლავდები. ვინმემ მომკალით.

“ლივერპული” პირველი ტაიმში “ათრიეს”. მე ერთი ნახევარმომენტი მქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ვერ გამოვიყენე. უარესი არ არსებობს, მაგრამ თანაგუნდელები მამხნევებდნენ, ვინაიდან ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ფაულერმა გამამხნევა,ხოლო კარამ მითხრა: “ყველაფერი ნორმალურადაა, კარგად აკეთებ შენ საქმეს. შეეცადე ბურთი შეინარჩუნო ჩვენთვის.”  ინსიმაც გადაწყვიტა თავისი წვლილის შეტანა: “ჟინოლა შეავიწროვე და ბურთი ააართვი!” ის ძალიან მძაბავდა და მივხვდი, რომ თითქმის ვერ ვიტანდი. ჩემს ბაგეებს პრაქტიკულად მოწყდა ” თავი გამანებე.” როდესაც ინსის ვუყურებდი არასდროს ვაძლევდი თავს უფლებას მსგავსი რამ მეთქვა. ჯანდაბა, რამდენჯერ მინდოდა მისთვის მეყვირა!

როდესაც ინსი უკეთესად გავიცანი მივხვდი, რომ მისი გამუდმებული “გადაკიდება” არის მისეული საშუალება მხარის დაჭერის. ის არ ცდილობდა ჩემთვის დაეცინა უბრალოდ თვლიდა, რომ ეს საუკეთესო საშუალება იყო ჩემს მხარდასაჭერად. ეს მისი სტილი იყო – ყოველთვის აგრესიული და მომთხოვნი. სწორედ ამიტომ იყო მისი კარიერა ესოდენ ხანგრძლივი.

პირველ ტაიმში სათადარიგოთა სკამის საპირისპირო მხარეს ვიყავი, ამიტომ არ მესმოდა ჟერარის, ფილ ტომსონის ან სემი ლის მითითებები – მადლობა ღმერთს! ამ მანძილზე ისინი ალბათ ვერ გრძნობდნენ ჩემს საშინელ ნერვიულობას. ყოველ წუთს ვფიქრობდი, რომ აუტის ხაზთან ტაბლო გამოჩნდებოდა, რომელზეც ჩემი ნომერი ეწერებოდა და ჟერარი დამიძახებდა: “ჯერარდ გამოეთრიე მოედნიდან. შენ ჩავარდი!” და შესაძლოა ამის გამო არც გავნაწყენებულიყავი მასზე. “ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელი ჩემზე უკეთ გამოიყურებოდა. ჟინოლა იმ დღეს შესანიშნავი იყო. ივერსენი და ამსტონგიც გაცილებით უკეთესები იყვნენ ვიდრე მე.

ჩემი პირველი გამოსვლა ძირითად შემადგენლობაში “ლივერპულისთვის” მარცხით დასრულდა – 1:2, ხოლო ჩემთვის დამცირებით. მართალია, რომ ყველა თბილად მომეპყრო. ჟერარმა მითხრა, რომ ნორმალურად ვითამაშე, მას ტომსონიც დაეთანხმა, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ბიჭებიც ცდილობდნენ ჩემს მხარდაჭერას, მაგრამ ვიცოდი, რომ საშინლად ვითამაშე. თავში ერთი წინადადება მიტრიალებდა : “სტივენ გამოიყენე შენი შანსი, ჩაეჭიდე მას.” – მე ეს ვერ შევძელი…

სახლისკენ მიმავალი გზა უსასრულოდ მომეჩვენა. მე რაიტის გვეძე ვიჯექი და არ შემეძლო სიტყვა დამეძრა. მეგობრები და ნათესავები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ ყველაფერმა როგორ ჩაიარა, რამდენი წუთი ვითამაშე საერთო ჯამში. მატჩის შესახებ უყვებოდი და ვიმედოვნებდი, რომ შემთხვევით Match of The Day-ს გამოტოვებდნენ. შემდეგ მამამ დამირეკა – მასთან შემეძლო გულწრფელი ვყოფილიყავი. ” ეს საშინელება იყო მამა, იმედი მაქვს მთელი კარიერა არ დავღუპე.”

სემი ლიმ იცოდა როგორც ვიყავი, ამიტომ ავტობუსში ამოვიდა და ცდილობდა აველაპარაკებინე, მაგრამ ჩემი დეპრესია მის მოტივაციაზე ძლიერი აღმოჩნდა. როდესაც ლივერპულში ჩავედით ძალიან არ მინდოდა ავტობუსიდან გადმოსვლა. მეგონა, რომ იქ რეზერვების განრიგი დამხვდებოდა წარწერით – “არასაკმარისად კარგი.”

ჩემდა გასაოცრად ეს გადავიტანე. მორიგი შეხვედრა 8 დეკემბერს გველოდა “სელტას” წინააღმდე და ჩემთვის მოულოდნელობა იყო როდესაც აღმოვაჩინე, რომ კვლავ ძირითადში ვიყავი მას შემდეგ რაც ჟინოლამ ჩრდილოეთ ლონდონში მიქნა. ინსი დისკვალიფიცირებული იყო ევროთასებზე, ამიტომ გავრცელდა ჭორი, რომ ჟერარი ჩემს ჩვეულ პოზიციაზე დამაყენებდა. ასეც მოხდა.

თამაში მოედნის ცენტრში დავიწყე და თავი მაშინვე ჩემს კალაპოტში ვიგრძენი. რამოდენიმე ეპიზოდში კარგი თამაშის შემდეგ დამაჯერებლობა შემემატა და როგორც იქნა მაყურებლისთვის იმის ჩვენება დავიწყე რაც შემეძლო. ჩემამდე ფანების სიმღერა და აპლოდისმენტები აღწევდა. ჩვენს გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უყვარდათ ადგილობრივი, აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ამიტომ ისინი მხარს მიჭერდნენ.იმ დღეს მატჩის ფეხბურთელადაც კი დამასახელეს.

ამჯერად ზეწოლას აღარ განვიცდიდი. ესპანეთში მატჩის შემდეგ განსაკუთრებულად არავინ ელოდა კარგ რეზულტატს. “ლივერპული” საერთო ჯამში ძალიან დასუსტებული იყო ტრავმების და დისკვალიფიკაციების გამო. დაცვა არ იყო კარგ ფორმაში და არავის ეგონა, რომ ჩამორჩენას ამოვქაჩავდით. ესპანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ და ებრაელი რაიმა რევივოს გოლის წყალობით გაიმარჯვეს კიდეც. მან გოლი ჩემი და დენი მერფის ზონიდან გაიტანა, მაგრამ მატჩის შემდეგ არავის უხსენები ამ შეცდომის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ 0:1 წავაგეთ, მწვრთნელის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ ჩემი თამაშით კმაყოფილი იყო. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი პირველი საშინაო სტარტი წარმატებულად შედგა. დილას დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა პროფესიონალად ჩამოყალიბებას მას შემდეგ რაც ჟინოლამ მიქნა, მაგრამ საღამოს უკვე დარწმუნებული ვიყავი ამაში.

მომდევნო დილას ჩავიცვი თუ არა, ამბების გასაგებად გავემართე. ყველა გაზეთი ვიყიდე, რათა მენახა რა დაწერეს ჩემზე, როგორი შეფასება მომცეს. ცხრა ათიდან. ჩემი ფოტო სადაა? ბოლო გვერძე? ძალიან მინდოდა, რომ ცნობადი ვყოფილიყავი. როდესაც ქუჩაში მივდიოდი და ავტოგრაფს მთხოვდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. დიდება ჩემთვის ახალი რამ იყო, ამიტომ არ შემეძლო მისით არ დავმტკბარიყავი. მატჩის პროგრამაში ერთი გვერდი იყო დათმობილი სტივენ ჯერარდზე – “ახალწვეული თვალთახედვის არეში.” ნამცხვრის ეს გემრიელი ნაწილი ათასჯერ მაინც გადავიკითხე. საქმე სიამაყეში სულაც არ იყო, უბრალოდ მომწონდა როდესაც მცნობდნენ. ის, რომ ქუჩაში მცნობდნენ და გაზეთებში ჩემს შესახებ წერდნენ, მეუბნებოდა იმას, რომ მართლა ვვითარდებოდი.

განდიდების მანიით შეპყრობილი არ ვიყავი, ვინაიდან გვერდში მართალი ხალხი მედგა, მაგალითად მამაჩემი. ის ყოველთვის ცდილობდა იმას, რომ ჩემი ახალი სტატუსის გამო ვარჯიშებზე თავისთვის სიზარმაცის უფლება არ მიმეცა. “ნუ კითხულობ მაგ სისულელეს. ხვალ ვარჯიში გაქ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჯერ არაფერზე მიგიღწევია?”  ის ასევე მეუბნებოდა: “ნუ უყურებ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც 300 შეხვედრა ითამაშეს და დაკმაყოფილდნენ. ივარჯიშე და ითამაშე ისე თითქოს ეს პირველია შენს ცხოვრებაში. ითამაშე ისე თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხარ. ისწავლე და არასოდეს დაუშვა სისუსტე.” ინსი, რედნაპი და ფაულერი არასოდეს უშვებენ ამას. თუ რომელიმე ახალგაზრდა გზას აცდება, მაშინ ინსი მყისიერად მიუჩენს მას თავის ადგილს.

გაზეთები უფრო და უფრო მეტ დროს მითმობდნენ: “ახალი ტყვია ლივერპულის მჭიდში” ან “გმირი ჰაიტონიდან.” ჯეიმი, რობი და მაიკლი მასწავლიდნენ როგორ უნდა ამერიდებინა თავი ჟურნალისტთა ეშმაკურ კითხვებზე. მიკვირდა როცა ვხედავდი კიდევ რამდენი რამ მქონდა სასწავლი. ჟერარმა სეზონის განმავლობაში სასტუმროებში სტივ სტონტონთან განმამწესა, რომელსაც სტენს უძახოდით, რადგან ძალიან ჰგავდა სტენ ლორელს (ინგლისელი კომედიური ჟანრის მსახიობი.) ის მასწავლიდან როგორ უნდა ვყოფილიყავი ზრდილობიანი დაწყებული პერსონალიდან დამთავრებული გულშემატკივრებით. ის შენანიშნავი ადამიანი იყო და მოედანზეც ბევრის გაკეთება შეეძლო. ახალწვეულს შესაძლოა ხშირად შეეშალოს მართალი გზა, მაგრამ სტენი ყოველთვის მეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში.

“ენფილდზე” ყველა მეხმარებოდა. ინსიც კი. მას ერთი–ერთზე ვესაუბრე და უკეთ გავიცანი, რის შედეგადაც წარმოდგენა შემეცვალა. მოგონებები მისი ზეწოლების გამო სადღაც გაქრა და უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას სწორად აკეთებდა. ასევე მასაც შეეცვალა ჩემზე წარმოდგენა. “სელტასთან” შეხვედრის შემდეგ ის მიხვდა, რომ უკვე აღარ ვიყავი აკადემიაში მოსიარულე ლაწირაკი. მასთან საუბარი გამოცდილებას მძენდა. რა თქმა უნდა ის ხომ პოლ ინსი იყო – ინგლისელი ლეგენდა.

“ლივერპულში” ცხოვრება უფრო და უფრო კარგი ხდებოდა. მიხაროდა, რომ ამ მხიარული კამპანიის წევრი ვიყავი. ყველანი ერთად ვიყავით ხოლმე და ერთხელ ყური მოვკარით როგორ განიხილავდნენ საახალწლო წვეულების საკითხს. “წითლების” საახალწლო წვეულება ლეგენდარული რამ არის. იქ სხვადასხვა კოსტიუმებს იცმევენ და მთელი ღამის განმავლობაში “გუგუნებენ”. მინდოდა იქ მოხვედრა და “ლივერპულის” ვარსკვლავებთან თითო ჭიქის დალევა. რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა დეკემბრამდე მით უფრო იმატებდა წვეულების მოლოდინში მყოფთა ნერვიულობა. ვფიქრობდი, რომ რობის, ჯეიმის და მაკის მაგვარი ხუმარები რაიმეს მომიწყობდნენ. მზაკვრობის სუნი მცემდა.

მოულოდნელად ჩემი ყველა სურვილი მწვრთნელმა დაანგრია. წვეულებამდე ერთი კვირით ადრე ჟერარმა თავისთან გამომიძახა. ” სტივენ საახალწლო წვეულებაზე შენ არ წახვალ.” –მითხრა მან. შევეცადე იმედგაცრუება დამემალა, მაგრამ კარგად არ გამომივიდა. “თუ გავიგებ, რომ იქ იყავი, იძულებული გავხდები სანქციები გავატარო. მსგავსი წვეულებები შენთვის არ არის.” დათრგუნული ვიყავი. რაიტისაც აუკრძალეს წასვლა.

მადლობა ღმერთს ასე მოხდა. ყველანი ზედმეტად გადათვრნენ და საჭესთან მჯდარნი სხვადასხვა დაწესებულებებში გაეშურნენ :კლუბები, სასტუმროები და ა.შ. ამის შესახებ როგორღაც News Of The Word–მა გაიგო და ვრცელი სტატია დაწერა დიდ ფოტოსთან ერთად. მეორე დღეს ყველა ცუდად გრძნობდა თავს. კარგად მახსოვს საუზმე: ყველანი თავჩახრილები იჯდნენ, ვინაიდან ხვდებოდნენ, რომ ზღვარს გადაცდნენ.

ჟერარი გასახდელში შემოვარდა და იქაურობა კინაღამ ააფეთქა. არასოდეს მენახა ბოსი ასეთი გაბრაზებული. ის ამბობდა, რომ “ლივერპულის” სახელი ლაფში იყო გასვრილი და ამაში მართალიც იყო. სრული სიმართლეა – ფეხბურთელებმა კლუბის სახელი დააკნინეს და ამას არანაერი გამართლება არ ჰქონდა. თავისი ქადაგების შემდეგ ჟერარი მე და რაიტის შემოგვიტრიალდა და გვითხრა: “ამიტომ არ მინდოდა, რომ წასულიყავით ! თქვენი სახელი არ შელახულა. ეს თქვენთვის მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ. ისწავლეთ სხვის შეცდომებზე.”

წვეულებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველასთან ერთად მრცხვენოდა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო. ჟერარმა უბრალოდ ყველანაერი წვეულება აკრძალა.

ის სეზონი შესანიშნავი იყო “ლივერპულისთვის” და ამის თითოეული წუთით ვტკბებოდი. ბავშვობის ოცნებებს ვისრულებდი და მოედანზე ისეთ ფეხბურთელებთან ერთად გავდიოდი, როგორიც პოლ გასქოინია.

პირველად გაზას 1999 წლის თებერვალში შევხვდი, როდესაც “მიდლსბროსთან” ერთად “ენფილდზე” ჩამოვიდა. უფრო სწორად მის ხელს შევხვდი, როდესაც მატჩის 36–ე წამზე მისი იდაყვი სახეში მომხვდა. ბურთი ახლოს არ იყო და მას არანაერი მიზეზი არ ჰქონდა ეს გაეკეთებინა. ასეთი საჩუქარი მივიღე გაზასგან – ჩემი ბავშვობის კუმირისგან. მადლობ მეგობარო. უფრო სწორად: რა ჯანდაბაა? იქნებ მან გაიგო, რომ ინგლისის ნაკრების მომავლად მომიაზრებდნენ და ჩემთვის ადგილის მიჩენა გადაწყვიტა?

შესანიშნავია ! დაუყვირე მას როდესაც წამოვდექი. ძალიან გინდოდა ამის გაკეთება ხო???

მომდევნო მომენტებში როდესაც ის ბურთით იყო ვცდილობდი ბულდოზერივით გადამეარა მისთვის, გავმასპინძლებოდი ისე, რომ მოედნიდან გაფრენილიყო. ის ბურთთან ერთად ისე სწრაფად გადაადგილდებოდა, რომ მასზე დაწევა მოჩვენებაზე დაწევის ტოლფასი იყო. როდესაც ბურთი მე მქონდა გაზა საკმაოდ ადვილად დამეწია. გათამამებულმა გადავწყვიტე, რომ ბურთი ფეხებ შორის გამეძვრინა – ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელისთვის !!! მან წამაქცია: “ჩემი ფეხები. ეს რა ჯანდაბაა? ჰა ლაწირაკო? ” გაზას უყვარდა ასეთი მომენტები. მან ჩინებულად იცოდა, რომ “მქოქავდა”.

მატჩის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და ჩამეხუტა. “შენ ძალიან კარგი ხარ მეგობარო. ასე გააგრძელე.” მითხრა მან. წარმოუდგენელია! მე არავინ ვიყავი და გაზამ კარგად ჩატარებული შეხვედრა მომილოცა. ვფიქრობ მას მოეწონა როგორი რეაქციაც მქონდა იდაყვის დარტყმაზე. ჩემი გატეხვა შეუძლებელი იყო და შეტაკებებს არ გაურბოდი.

მოგვიანებით გასახდელში ვყვებოდი ჩვენი შეტაკების შესახებ. როგორც არბირტმა ასევე ვერავინ შეამჩნია ეს ინციდენტი. “გაზას ამის გაკეთება ალბათ მატჩის დაწყებამდე უნდოდა. მისგან ეს სრულიად ბუნებრივია.” მითხრა ჯეიმიმ.

გაზას მონიჭებული ფინგალს ორდენივით ვატარებდი. ჩემთვის ეს ბევრ რამეს ნიშნავდა – გამოწვევა რომელიც მტკივნეული იყო. მინდოდა მისთვის მაისური გამეცვალა, მაგრამ შემეშინდა. იმ შეტაკების მერე მეგონა, რომ ჯადაბაში გამიშვებდა. შესაძლოა უცნაური იყოს შეგეშინდეს ადამიანთან მისვლა, რომელსაც მთელი 90 წუთი დასდევდი და ცდილობდი მის “დამუშავებას”, მაგრამ სწორედ ასეთი იყო ჩემი დამოკიდებულება გაზას მიმართ. მე ხომ მისი საოცარი თამაშის შემყურე გავიზარდე. მე წაკითხული მქონდა მისი წიგნი, მქონდა მისი მაისური (ჩემს ძმას პოლსაც ჰქონდა). კასეტას “გასკოინის დიდებას” ძალიან ბევრჯერ უყურეთ. ოსტატობა, სიჯიუტე, ღიმილი – ის ერთ–ერთი მათგანი იყო ვისი დამსახურებითაც ფეხბურთი ჩემი რელიგია გახდა. როდესაც მე ვიწყებდი ყველა თვლიდა, რომ დაცვითი ორიენტაციის მქონე ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი წინ წავსულიყავი, ისევე როგორც გაზა. დღეს მისი მსგავსი სტილით ვთამაშობ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევედრები ოსტატობაში, არსებობს ასპექტები, რომელშიც მას საგრძნობლად ვაჯობე. მაგალითად გამძლეობაში.

მისი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა შევხდით და ჩემთვის მტკივნეული იყო მეცქირა იმისთვის, თუ როგორ ესვენებოდა მისი ვარსკვლავი. ვიხსენებდი ყველაფერს რაც აქამდე იყო, მისი ფინტები, გოლები, საჯარიმო 1991 წელს ინგლისის თასის ნახევარფინალში, შოტლანდიის წინააღმდეგ გოლი ევრო 96–ზე. ამ ყველაფერს იმ დასკვნამდე მივყავდი, რომ ის ნამდვილი გენია იყო. ზოგიერთი იტყვის, რომ ის საძაგელი გენია იყო, მაგრამ მე არ მჯეროდა ყველაფერი რასაც მასზე წერდნენ. ის კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ მიუხედავად იმ ინციდენტისა. მე ბედნიერება მქონდა მასთან ურთიერთობა მქონოდა იმ პერიოდში როდესაც ის “ევერტონში” თამაშობდა. მოედანზე ყოველთვის ხისტი იყო და ცდილობდა მიწასთან გავესწორებინე, მაგრამ მოედნის მიღმა შესანიშნავ ადამიანად გარდაიქმნებოდა. მან საკუთარი თავის რწმენა შემმატა.

გაზას ავბტოგრაფი ერთადერთი იყო, რომელიც ბავშვობიდან მქონდა. მას ჰქონდა ის რაც  მიზიდავდა – სახელი, წარმატება და ინგლისი.

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.