რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ეროვნული ნაკრები: დასაწყისი

ინგლისის ნაკრები ბავშვობიდანვე მიზიდავდა. ჯერ კიდევ აირონსაიდში გაზას ფორმაში გამოწყობილს ბურთი ორ ნაგვის ურნას შორის გამქონდა და წარმომედგინა, რომ ეს გადამწყვეტი ეპიზოდი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მეჩვენებოდა მოზეიმე, დაექსტაზებული ქომაგი, რომლებიც ერთხმად გაიძახოდნენ: “ჯერარდ ! ჯერარდ !”. ნათლად წარმომედგინა თეთრ მაისურებში გამოწყობილი თანაგუნდელები, რომელთაც სამი ლომი უმშვენებდა გულმკერდს. პირამდე შევსებული სტადიონი, ათასობით თანამემამულის მზერა ჩემსკენ მომართული, მე კი ოფლიანი და ბედნიერი! ღმერთო როგორ მინდოდა ეს!

ჩემი გზა ეროვნულ ნაკრებაბმდე არ იყო ვარდებით მოფენილი, ჩემი ოცნებისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოდი. მარტო “ლილშელელი” იდიოტები რად ღირან, რომელთა გამოც 15 წლის ასაკში გავუშვი ხელიდან შანსი. “მელვუდში” ნაციონალურ აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ ინგლისი მიხვდა თავის შეცდომას და 16 წლამდელთა ნაკრებში გამომიძახა დანიის წინააღმდეგ. მე შეცვლაზე შემოვედი – მეტოქე 4–0 გავანადგურეთ და ეს გახდა პირველი საფეხბური მწვრვალისაკენ.

არასდორს დამავიწყდება ჩემი პირველი ძირითადი შემადგენლობა. ეს მოხდა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ. ჩვენ ირლანდიის რესპუბლიკას დაუპირისპირდით, რომელთაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავდათ. ბევრი მათგანი მომავალში სახელოვანი ფეხბურთელი გახდა, აღსანიშნავია რიჩარდ დანი (“სიტის” ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში ავტოგოლების რეკორდი ეკუთვნის ავტ.) და სტივენ მაკფეილი, რომელმაც კარიერა “ლიდსში” გაიკეთა. ჩემი ინგლისიც კარგი გუნდი იყო: დაცვაში უეს ბრაუნი და მაიკლ ბოლი, ხოლო მე მოედნის ცენტრში ვმეფობდი. სწორედ მაკფეილის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, რომელიც იმ დროს ჩემზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ეს იყო დრო როდესაც მე ზრდა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ მსურდა პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა, საშინლად ვითამაშე. მაკფეილი აშკარად აღმემატებოდა, მაგრამ ფილ ჯევონსის გოლის წყალობით 2–1 ვიმარჯვეთ და ჩემი დებიუტი წარმატებით დაიწყო.

ევრო 96–ს სახლში უყურებდი და აღფრთოვანებული ვიყავი გაზათი, შირერით, შერინგემით. “უემბლი” შესანიშნავად გამოიყურებოდა: პირამდე შევსებული ტრიბუნები და ფანების სიმღერა “ფეხბურთი სამშობლოში დაბრუნდა”. ინგლისმა ფანატები შესანიშნავი თამაშით გაახარა. მათ ჰოლანდია 4–1 გაანადგურეს. როგორ მინდოდა იქ ყოფნა ! მე მხოლოდ 16 შემისრულდა და უკვე მწვერვალის დაპყრობა მსურდა.

სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ახალ ნაბიჯებს ვდგამდი და ფიზიკურობას, ტექნიკას ვხვეწავდი. 98 წელს სახლში აირონსაიდში ტელევიზორში უყურებდი, თუ როგორ იბრწყინებდა მაიკლი. წინ მაიკლ ! დაუღალავი მშრომელი, რომელიც გამუდმებით მიიწევდა სიმაღლისკენ. მან დაიმსახურა ის დარტყმა და აღიარება. მაშინ ბევრი განიხილავდა გლენ ჰოდლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოუენი საფრანგეთში წაიყვანა, მაგრამ მაიკლზე მალე ყველა გაზეთი და ტელევიზია ლაპარაკობდა. ძალიან მინდოდა, რომ წაეყვანათ. ჯერ კიდევ აპრილში ჩვენ ვლაპარაკობდით შანსებზე და მან მითხრა: “ეს ჩემი მიზანია. მე ვოცნებობ ამაზე.” რამოდენიმე ამხანაგური მან სათადარიგოზე გაატარა, ხოლო შემდეგ მაროკოს გაუტანა კასაბლანკაში და უცებ მასზე ყველა ალაპარაკდა, როგორც ძირითადის ფეხბურთელზე. მე ძალიან მინდოდა, რომ ის აერჩიათ და არა მარტო იმის გამო, რომ ჩემი მეგობარია, არამედ ფაქტის გამოც. მაიკლთან ერთად წლებია ვთამაშობდი, ამიტომ თუ მას “დიდ ბიჭებთან” აიყვანდნენ, მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ მეც მექნებოდა შანსი. “ნახე რა კარგად მიდის მაიკლს საქმეები” მითხრა მამამ როდესაც ჩემპიონატს უყურებდით. “მომავალ ჩემპიონატზე მასთან ერთად იქნები.”

საღამო როდესაც მაიკლი ძირითადში იწყებდა საოცარი საღამოები იყო. თეფშს ავიღებდი ვახშმით და ტელევიზორში მოუთმენლად ველოდი მატჩის დაწყებას. არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრა სენტ ეტიენში საუცხოო იყო. როდესაც მაიკლმა ბურთი მიიღო და კარლოს როას კარისკენ დაიძრა, ჩვენს ოთახში საოცარი ამბავი ატყდა. “სახიფათოდ !” ვყვროდი მე. “თუ მაიკლი ერთი ერთზე დარჩა დაგერხევათ !” ხოსე შამოტუ და რობერტო აიალას მიმართავდა მამა. ისინი ძალიან ნელები იყვნენ იმისათვის, რათა მაიკლი გაეჩერებინათ, რომელმაც გულშემატკივართა გულები დაიპყრო. ამ დროს მე ვყვიროდი და მამას, პოლს ვეხუტებოდი. აი ეს მესმის ! შესანიშნავია მაიკლ !

კვლავ საწყის ადგილს დაუბრუნდი და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი მაიკლის გარშემო. მამა იღიმებოდა – ვიცოდი, რომ მას უყვარდა და აფასებდა მაიკლს. კამერები მაიკლს ანახებდნენ, რომელიც მატჩზე იყო კონცენტრირებული, თითქოს რამოდენიმე წუთის უკან მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გოლი სულაც არ გაეტანოს. აღფრთოვანებული ვიყავი. ახლა მისთვის ყველაფერი შეიცვლება. აეროპორტიდან გამოსასვლელად ალბათ 2 დღე მაინც დასჭირდება, რადგან რეპორტიორებისა და ფანების გარემოცვაში იქნება მოქცეული. ძალიან გახარებული ვიყავი მის გამო.

ახლა, მაიკლის წარმატების შემდეგ ჩემი რწმენა გაიზარდა. პირველ ნაკრებში ჩემს მოხვედრას ხელი ჰოვარდ უილკინსომა შეუწყო – იმ დროს ფა–ს ტექნიკური დირექტორი იყო. ის 18 და 21 წლამდელთა გუნდებს აქცევდა ყურადღებას და ყოველთვის მიძახებდა. მას საიმედო რეპუტაცია ჰქონდა და მე ეს ვიცოდი. მას გარკვეული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ და ის მართლაც ძალიან მოსაწყენი იყო მოლაპარაკებებისას. მას ასევე შეეძლოა საერთო შეკრებაზე მთელი შემადგენლობის გამოძახება, მაშინ როცა ამის არანაერი აუცილებლობა არ იყო. ხალხს შეუძლია აკრიტიკოს უილკინსონი, მაგრამ მან კარგად იცოდე თავის საქმე და კეთილი იყო ჩემს მიმართ. მე ის მომწონდა, რადგან მას მოვწონდი მე. ის ყოველთვის კარგად მელაპარაკებოდა, მაყენებდა ძირითად შემადგენლობაში, მაძლევდა სხვადასხვა რჩევებს და მეხმარებოდა ზრდაში. ბოლო–ბოლო მან 18 წლამდელთა კაპიტნად დანმიშნა, რაც სხვათაშორის ძალიან დიდი პატივია. ჩემით მთელი ოჯახი ამაყობდა და ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით ჰოვარდის. როდესაც გავიგე, რომ ის 21 წლამდელებთან იმუშავებდა, გადავწყვიტე, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვხვდებოდი იქ.

1999 წლის განმავლობაში “ლივერპულის” პირველ გუნდში ვიმყოფებოდი. ერთ დღეს, როდესაც ზაფხული წუთებს ითვლიდა, საფეხბურთო ასოციაციისგან წერილი მივიღე. ჩვეულებრივზე მეტად ავნერვიულდი და როდესაც წერილი გავხსენი აღმოვაჩინე, რომ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში ვიყავი მიწვეული ლუქსემბურგის წინააღმდეგ სათამაშოდ. კიდევ ერთი საფეხური ! უილკინსონი ნამდვილად მაფასებდა, რადგან ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მადლობა ღირსეულად გადაუხადე და უკვე მეთორმეტე წუთზე ანგარიში გავხსენი. საბოლოოდ 5–0 მოვიგეთ და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო.

ყველამ იცოდა, რომ მომავალ წელს ევრო 2000 იქნებოდა. ყველას სურდა კევინ კიგანზე შთაბეჭდილების მოხდენა. როდესაც ის თამაშებს ეწრებოდა ფეხბურთელები ცდილობდნენ მოედანზე სასწაულები ექნათ. მეც მოვხვდი მისი თვალთახედვის არეში. ახალ წლამდე 1 კვირით ადრე “ლივერპულმა” “ქოვენთრი” 2–0 დაამარცხა, ხოლო კიგანი ჩემზე დასაკვირვებლად დაესწრო ამ შეხვედრას. 21 წლამდელთა ნაკრების შეხვედრაზე დანიასთან ის კვლავ მოვიდა–კვლავ ჩემზე დასაკვირვებლად. მე ეს ვიცოდი. ჰოვარდმა მითხრა: “შეეცადა და შესაძლოა კევინმა წაგიყვანოს.” – და მე უბრალოდ დავფრინავდი მოედანზე.

1999/2000 წლების სეზონი “ლივერპულის” შემადგენლობაში საკმაოდ კარგად ჩავატარე და “შეფილდ უენსდეის” კარში გოლიც გავიტანე. პოზიციას გამუდმებით ვიცვლიდი: მარჯვენა მცველი, მარცხენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი, ცენტრალური ჰავფბექი – არანაერი პრობლემა. თითოეული გამოწვევა მხოლოდ უკეთესს მხდიდა. 5 თებერვალს როდესაც “ლივერპულმა” “ლიდსი” დაამარცხა 3:1, კინაღამ ფილტვები დავიხეთქე ჰარი კიუელის დევნაში. ერთი კვირის შემდეგ ტიტი კამარას გაუწიე ასისტირება, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა “ჰაიბერიზე” (არსენალის ყოფილი მოედანი ავტ.) – შესანიშნავი შედეგი. “არსენალი” ჩინებულად გამოიყურებოდა და ერთ–ერთ ეპიზოდში ლიუნბერგმა კინაღამ გაიტანა, რომელმაც სანდერ ვესტერფელდი მოატყუა და ცარიელ კართან აღმოჩნდა, მაგრამ მე ვარდნაში ავართვი ბურთი. ის გამარჯვება ძვირად დამიჯდა: კუნთი გავიჭიმე და მოედანი იძურებით დავტოვე.

რამოდენიმე კვირის შემდეგ მამამ საოცრად აღელვებულმა დამირეკა და მითხრა, რომ ჰაიუეისთან და ულიესთან წავსულიყავი სასწრაფოდ. მე ვერაფერს მივხვდი და მაშინვე სტივისთან გავიქეცი, რომელსაც ჩემთვის ინფორმაცია ჰქონდა. “კევინ კიგანი ინგლისის ნაკრებში გიძახებს, არგენტინასთან გასამართი მატჩის წინა ვარჯიშების ჩასატარებლად.” საკუთარ ყურებს არ დავუჯერე – ვარჯიში ნაკრებთან??? ჟერარმა დაადასტურა – მე ინგლისს ვჭირდებოდი.

“სტივენ შენ გამოგიძახეს, მაგრამ მხოლოდ სავარჯიშოდ” გამაფრთხილა ჟერარმა. მე უკვე ნაკრების წევრად ვიგრძენი თავი – ეს ჩემი შანსი იყო. ინგლისის ნაკრები ! მე მქონდა შანსი დამერწმუნებინა კიგანი, რომ არგენტინასთან ამხანაგური შეხვედრისთვის წავეყვანე, რომელიც 23 თებერვალს იყო დაგეგმილი, “უემბლიზე.” მაიკლმა სახელი სწორედ მათ წინააღმდეგ გაითქვა, რატომ არ შეიძლება მეც შევძლო ეს ?

ფა–მ “ლივერპულს” შესთავაზა, რომ საწვრთნელ ბაზაზე წამიყვანდა, მაგრამ მამამ მანქანის გასაღები მომცა და “ჰონდით” სამხრეთისკენ გავწიე. გზაში ძალიან ვნერვიულობდი. ოცნებასთან მიახლოებამ გარკვეული ეჭვები გამიჩინა. მართლა კარგად ვთამაშობ? ჯანდაბა, შემოვბრუნდები და უკან წავალ “ლივერპულში”, შემდეგ ჰაიუეი დაურეკავს კიგანს და მოუბოდიშებს. ეს საშუალებას მომცემს ვარჯიშზე პროფესიონალებთან სასაცილოდ არ გამოვჩნდე. წინ მივდიოდი. აუცილებელი იყო საკუთარ ნერვებთან გამკლავება. გავაგრძელოთ სვლა, შევიდეთ ბერჰემ ბრიჩისის ჭიშკარში, დავაყენოთ ჰონდა, არ დავეტაკოთ მეზობელ მანქანებს, გავიაროთ მისაღები და ავიდეთ ოთახში.

მადლობა ღმერთს ყველაფერი გამომივიდა. ლოგინზე დავვარდი და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ქვემოთ სადილზე ჩასვლას და კიგანზე იმის მოხსენება, რომ ჩამოვედი. გუნდს სწორედ ახლა სადილი ჰქონდა. ასე უბრალოდ ჩავიდე და დავჯდე იქ სადაც მსოფლიო დონის ვარკვლავები ზიან? ვიღაც *ცენზურა*სტიანი “ლივერპულიდან” ჩავა და ბექჰემის გვერდით დაჯდება? ჯანდაბა. პანიკაში ჩავვარდი და ჯეიმი რედნაპს დავურეკე, რომელიც დანარჩენ გუნდთან ერთად ქვემოთ იყო. “ჯეიმი ზემოთ ვარ. ლამისაა ჩავისვარო. დამეხმარე გამოსვლაში.” ჯეიმიმ არ მიღალატა. მან მოახერხა კამპანიის შეუმჩნევლად დატოვება და ჩემთან ამოსვლა. “რა ხდება! კიგანი არ გამოგიძახებდა, რომ არ გაფასებდეს. წავიდეთ”

დანარჩენი “ლივერპულელებიც” ამოვიდნენ, რათა ერთად ჩავსულიყავით. რომ არა ჯეიმი, მაიკლი, რობი და მაკი სავარაუდოდ მანქანაში ჩავჯდებოდი და უკან დავბრუნდებოდი მშვიდ და უწყინარ ცხოვრებასთან, მაგრამ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად საკმარისი სითამამე მქონდა იმისათვის, რომ ბენჰემ ბიჩის სასადილოში ჩავსულიყავი.

იმ სასადილოს ზღურბლზე ფეხის გადადგმა ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. სუნთქვა შემეკრა როდესაც დავინახე ვინც იქ იმყოფებოდნენ. ირგვლივ ვარსკვლავები ისხდნენ და ნებისმიერი ავტოგრაფის მოყვარული ალბათ აღფრთოვანებაში მოვიდოდა. “აქ რას ვაკეთებ? წავალ ოთახში დავჯდები.” გამიელვა თავში. ამ ფიქრებით როგორც იქნა თავი მწვრთნელების მაგიდამდე მივიტანე. კიგანმა შემომხედა და გამიღიმა: “გამარჯობა სტივენ და კეთილი იყოს ინგლისის ნაკრებში შენი ფეხი!” ის აპირებდა მთელი გუნდისთვის წარვედგინე : “გეყოთ ჭამა და გაჩუმდით რამოდენიმე წამით.” მიმართა კიგანმა გუნდს. მათმა ნაწილმა ჩვენსკენ გამოიხედა. მან თითი ჩემსკენ გამოიშვირა: “ეს არის სტივენ ჯერარდი. ის ჩვენთან ერთად ივარჯიშებს. არ გინდათ მასთან მოდუნება, რადგან ის თავად არ მოგცემთ ამის საშუალებას. და ვერც კი შეამჩნევთ როგორ გახდება სრულფასოვანი ფეხბურთელი.”

როდესაც კიგანი საუბრობდა მე ხან ერთ ფეხს ვუყურებდი ხან მეორეს, ხოლო სახე “ლივერპულის” მაისურის ფერი მქონდა. გაანებე კევინ თავი დაე ჭამა გააგრძელონ. მე ხომ მათთან შედარებით არაფერს წარმოვადგენ. კიგანი კი ჩემს შესახებ უყვებოდა მათ ! აი ჯანდაბა ! მთელი ინგლისის ნაკრები მე მომჩერებოდა. როგორც იქნა კიგანმა საუბარი დაამთავრა და მაგიდას ჩემთვის კარგად ცნობილ “ლივერპულელებთან” ერთად მივუჯექი. იქ უამრავი გემრიელი საჭმელი იყო, მაგრამ მე ლუკმის ჩადებაც ვერ შევძელი. ჩემი მუცელი საჭმლის გაგონებაზე იკუმშებოდა და ერთი სული მქონდა როდის დავტოვებდი იქაურობას. მადლობა ღმერთს ირგვლივ თანაგუნდელები მყავდნენ. ადრე გამეგო, რომ ნაკრებში კლანური სისტემა მოქმედებდა თითქოს მაგიდებსაც კი ცალ–ცალკე აწყობდნენ. იმ სადილმა ყველაფერი დაადასტურა–ყველა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი.

მეგობრებმა ექსკურსია მომიწყვეს და თანაგუნდელები გამაცნეს. შოკში მყოფი ვართმევდი აკანკალებულ ხელს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს. “მანჩესტერელთა” მაგიდასთან ბოლოს მივედით. ფილ ნევილი, დევიდ ბექჰემი, ენდი კოული, პოლ სქოულზი მიყურებდნენ და მიღიმოდნენ. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. რა ჯანდაბაა? ჩვენ ხომ მტრები ვართ. მე–”ლივერპული”, ისინი – “მანჩესტერი”. მე ჰაიტონზე გავიზარდე სადაც თითოეული წვრილმანი “მანკების” სიძულვილს გასწავლიდა, მათი ფანატების, მწვრთნელების, ბიჭების, მუშების. ყველასი ვინც კავშირში იყო “ოლდ ტრაფორდთან”. იქ მე ხელს ვართმევდი ბექჰემს და კომპანიას და თავს ვეუბნებოდი “ისინი მე ვერ მიტანენ და მეც ვერ ვიტან მათ”, მაგრამ ეს ასე არ იყო. ისინი ძალიან თბილად შემხვდნენ და არასდროს მეგონა, რომ ფეხბურთელს “მანჩესტერიდან” შეეძლო ასე მეგობრული ყოფილიყო. ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე თუ რამდენაც ჰქონდა აზრი ამ მტრობას.

გამომგზავრებამდე ბოგოს ვესაუბრებოდი იმის შესახებ თუ როგორ შევხვდებოდი “მანკებს”. “დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ვარჯიში საშინელება იქნება. ისინი შეეცდებიან დამამცირონ.” მე მზად ვიყავი იქით დამემცირებინა ისინი, თავისი ბექჰემიან სკოულზიანებად. ეს შთაბეჭდილება მაშინვე გამიქრა, როცა მათ ხელი ჩამოვართვი, თუმცა 1–2 დღე კვლავინდებურად ველოდი მათგან რაიმე მზაკვრობას. თითქოს ეს “ლივერპული” “მანჩესტერია” ოღონდა ნეიტრალურ მოედანზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. თითოეული მათთაგანი ნორმალური ადამიანი იყო. გვიან საღამოს ბოგოს დაურეკე: “ბექსი, სკოულზი და სხვები, ნორმალურები არიან!” ბოგო შეიშმუშნა. სკაუზერები “მანჩესტერის” ფეხბურთელებს განავლად თვლიან, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ როგორი ადამიანები არიან. კონკურენცია ხშირად არ იძლევა ადამიანის სწორად განსჯის საშუალებას.

ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით გარი ნევილს ველაპარაკე. ახალი გავრცელებული იყო ამბავი, რომ მან რაღაც საზიზღრობა თქვა “ლივერპულის” გულშემატკივრების შესახებ, მაგრამ მას არასწორად გაუგეს. მან თქვა: “იქ სადაც მე გავიზარდე ეზიზღებათ სკაუზერები, სწორედ ისე როგორც სკაუზერებს ეზიზღებათ მანკები” გაზეთში კი დაბეჭდეს:”მე მეზიზღება სკაუზერები.”

მანკების მაგვარად ყველა თბილად დამხვდა გუნდში, თითქოს უკვე კარგა ხანია იქ ვყოფილიყავი . უკეთესს ისინი ვერც გამიკეთებდნენ. შემდეგ ნომერში ავედი და ტელევიზორი ჩავრთე, რათა დაძინებამდე დრო გამეყვანა. 10 წუთის შემდეგ კარებზე კაკუნი გაისმა. კარი გავაღე და “არსენალელი” მარტინ კეონი აღმოჩნდა: ” მე გვერდითა ნომერში ვცხოვრობ. აქ ძალიან დაძაბულობაა, ამიტომ თუ რაიმე დაგჭირდეს შეგიძლია დამირეკო ან შემომიარო.” ცუდი არ არის არა? მარტინი ,რომელიც პრემიერ ლიგის ტიტულს ფლობდა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა მზად იყო ახალწვეულს დახმარებოდა. ის შესანიშნავი ადამიანი იყო და აგრეთვე ყველაზე მხიარული ვინც კიდე ოდესმე შემხვედრია. კიგანმა თავისუფალი დრო მომცა და მარტინმა შემომთავაზე: ” იქნებ რამოდენიმე საათით ლონდონში გავიაროდ და მაღაზიები შემოვიაროთ?” “ლივერპულელები” ოთახებში ისხდნენ და დვდს უყურებდნენ, ამიტომ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. არ ვიცი რატომ შემომთავაზე ეს მარტინმა, მარტოსულად გრძნობდა თავს, თუ ვეცოდებოდი. ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველთან გასეირნება მართლაც შესანიშნავი რამ იყო და მე მის ყველა ხუმრობაზე გულიანად ვიცინოდი. მისი სერიოზული ხასიათის გამო მას ხშირად აბრაზებდნენ, რადგან იცოდნენ რომ ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. ვარჯიშებზე ის ისე თამაშობდა თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო. მეც ხშირად დამრჩენია მისი შიპების კვალი. “ცოტა რბილად მასთან მარტინ” ეუბნებოდნენ დანარჩენები, მაგრამ მან უბრალოდ არ იცოდა როგორ უნდა ექნა “რბილად”. მას პუმას წითელი ბუცები ეცვა და თუ ვინმე ფეხებს შორის გაუტარებდა ბურთს, მისი სახე ბუცების ფერს იღებდა და ის მწყენინებელზე “ნადირობას” იწყებდა. სხვა ფეხბურთელები ამ დროს იცინოდნენ. ძალიან ხშირად მას შეტაკება ოუენთან ჰქონდა და მათზე თვალყურის დევნება ერთი სანახაობა იყო.

იმ კვირაში “ბიშემში” ერთადერთი ახალწვეული არ ვიყავი: ჯონათად ვუდგეიტი, რომელიც “ლიდსში” ასპარეზობდა ასევე იქნა გამოძახებული კიგანის მიერ. ვუდი ჩემზე ნაკლებად არ ნერვიულობდა და ცდილობდა ეს არ შეემჩნიათ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დაგვეჯერებინა, რომ ინგლისის ნაკრებთან ვიყავით და კიგანი ძალიან დაგვეხმარა ადაპტაციაში. “ბიშემში” მიმავალ ავტობუსში ვისხედით, როდესაც კევინი ჩემს წინაშე დადგა და გუნდს მიმართა: “ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ როგორ ათამაშდება ეს ბიჭი.”

მისვლისთანავე კიგანი ისე იქცეოდა თითქოს მე და ვუდი საუკეთესოები ვიყავით გუნდში და ეს უჩვეულო იყო. იქ იყვნენ რეპორტიორები, ისინი სურათებს მიღებდნენ და მივხვდი, რომ შესაძლოა სახლში ვენახეთ. პირველი ვარჯიში ბურთის ფლობაში იყო და მე ვიფიქრე, რომ ახლა დავინახავდი “მანჩესტერელებსა”და “ლივერპულელებს” შორის ნამდვილ მტრობას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, ყველა არგენტინაზე იყო კონცენტრირებული.

ბურთის ფლობა ძლივს გამომდიოდა – არ შემეძლო ვინმეს მივახლოებოდი. ყველაფერი გაცილებით სწრაფად ხდებოდა ვიდრე “ლივერპულში”, ზედმეტად სწრაფად ჩემთვის. “ბურთი დაიჭირე” ვეუბნებოდი ჩემს თავს. კიგანი ეფექტურად მოვატყუე და ჩემი მანევრის შემხედვარე მან ლამის იყვირა: “შეხედეთ? მალე ეს ბიჭი ყველას ჩამიგიტოვებთ. მემგონი ნაკრებში თქვენი ადგილისთვის ნერვიულობა მოგიწევთ. ” მე გამეცინა. ფინტი არ იყო რთული შესასრულებელი, უფრო მეტად გამიმართლა, მაგრამ მაინც ! მე ინგლისის ნაკრებთან ვვარჯიშობდი სხვა დონეზე და როდესაც პასს ვაძლევდი ყველა მიყვიროდა: “რას შვები ? ბურთი გეჭიროს.”

ვარჯიშის შემდეგ მამას დაურეკე: “მათ ოდნავაც ვერ მიუახლოვდები” დავიჩივლე მე. “უბრალოოდ გააგრძელე მცდელობა” დამამშვიდა მან.” მამა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსი ნოლია. მოტყუება მხოლოდ ერთხელ შევძელი და ესეც კი ძალიან რთული იყო. აქ სრულიად სხვა კლასია. მე ეს მომწონს და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ ვარჯიშს.”

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები დახეთქვას მქონდა, სულმოუთქმელად ველოდი მომდევნო ვარჯიშს. მეორე დღე გაცილებით უკეთესი იყო. ვარჯიშზე ისეთი რამეები ვნახე, რასაც ადრე არ დავიჯერებდი. ჩვენ ჩამოწოდებებზე და დარტყმებზე ვვარჯიშობდით: შირერი – ღმერთო ჩემო ! ყველა დარტყმა მიზანში, ნემისმიერი კუთხიდან – მეკარე აბსოლიტურად უშანსოდ! ბახ –გოლ ! დარტყმების ხარისხი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბექჰემის ჩამოწოდებები ვნახე… “საოცარია. როგორ აკეთებს ამას?” უთხარი მაიკლს. როდესაც ჩემზე მიდგა საქმე, ბექჰემის ჩამოწოდებული პრაქტიკულად მანამ გავიტანე სანამ ბურთს შევეხებოდი. ის საოცარი სიზუსტით აკეთებდა გადაცემას ზუსტად საჭირო ადგილას, ამიტომ არაფერი გჭირდებოდა გოლისათვის გარდა ფეხის დახვედრებისა. ამის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა ვითამაშეთ და ბექჰემი აქაც შესანიშნავი იყო. ნაკრებთან რამოდენიმე საათიანი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავდა უმაღლესი კლასი.

ამ ამბამდე ორი კვირით ადრე მე და მაიკლი “მელვუდში” ვსაუბრობდით. ის მაშინ მეუბნებოდა: ” ერთი სული მაქ როდის წავალ ბიშემში, რათა ჩემი თვალით ვნახო სქოულზის თამაში. ” მე მას გაკვირვებულმა შევხედე: ” მისი თამაში ბევრჯერ მინახავს და ვიცი, რომ კარგია.” საპასუხოდ მაიკლმა ჩაიღიმა და ამან ჩამაფიქრა. მაიკლი თვლიდა, რომ სქოულზი წარმოუდგენლად კარგი იყო და ამაში მეც დავრწმუნდი. კიგანი რჩევას მაძლევდა, რომ მათგან მაგალითი ამეღო.

როდესაც ვარჯიშის შემდეგ “ბიშემიდან” ვბრუნდებოდით დროის თვლა დავიწყე შემდეგ ვარჯიშამდე. ისე ვიყავი გართული ვერც კი შევნიშნე, რომ ზურგში რამოდენიმეჯერ რაღაცამ დაიტკაცუნა. ავტობუსში ვიგრძენი, რომ ზურგი გამიხევდა. “ლივერპულში” რომ ვყოფილიყავი ექიმთან წავიდოდი, მაგრამ აქ ამის გაკეთება შემეშინდა. ჩვენი ექიმი გარი ლევინი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ არ მინდოდა პრობლემის შესახებ კიგანისთვის მეთქვა. წამლები დავლიე ორი აბი და ვარჯიშის წინ კიდევ ერთი. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ტკივილი გამიძლიერდა. მამას დაურეკე: “რა ვქნა?” “ჯობია მათ ამის შესახებ შეატყობინო.” “არ შემიძლია, ისინი უკან გამომიშვებენ.”

საბოლოოდ ლევინთან გავემართე. მან კიგანი გამოიძახა და ყველაფერი აუხსნა. “მისმინე სტივენ, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ლივერპულის გამო. თუ ვარჯიშს გააგრძელებ შესაძლოა ყველაფერი გართულდეს და პრობლემები შეგვექმნას.ექიმი გაგსინჯავს, ერთ ვარჯიშს გააცდენ და შემდეგ სიტუაციის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას” მითხრა მან და ულიესთან დასარეკად გაემართა.

“უკან დააბრუნეთ” გადაწყვიტა ჟერარდმა.

კიგანი დაბრუნდა და გადაწყვეტილების შესახებ მაცნობა. “მისმინე განკარგულება მაქ, რომ ენფილდზე დაგაბრუნო. შენ ძალიან კარგად ართმევ ყველაფერს თავს. ჩვენ კვლავ დაგაკვირდებით და იმედი მაქვს შემდეგ ჯერზე, როგორც სრულფასოვანი წევრი გვეწვევი.”

როდესაც ის გავიდა თვალები ცრემლებით ამევსო. იმედგაცრუებული ვიყავი. “ენფილდზე” გაქვავებული ხერხემლით და გატეხილი გულით დავბრუნდი. რენტგენი გადავიღე და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ზურგის პრობლემები. ამის შემდეგ ყოველთვის ვტოვებდი ვარჯიშს როდესაც ზურგი მაწუხებდა.

ეტაპობრივად გამოჯანვმრთელდი და თამაში დავიწყე. ევრო 2000–ის კარი ჯერ კიდევ ღია იყო ჩემთვის და ეს ოცნება მყარად გამჯდარიყო ჩემში.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.