რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

როგორ არ სთავაზობდნენ ჯერარდს კონტრაქტს

როი ევანსის ნაცვლად, რომ რომელიმე უცხოელი სპეციალისტი ყოფილიყო სავარაუდოა, რომ სტივი ჯი “ლივერპულის” ნაცვლად “იფსვიჩში” ან “ნორთჰემპტონში” ითამაშებდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჯერარდს საშუალება მიეცა საფეხბურთო სიმაღლეებს წათამაშებოდა.

მხოლოდ ერთი რამ მძაბავდა: ტრავმები – “ლივერპულში” ყოფნის პირველ წელს ვერაფრით შევძელი მისგან თავის დაღწევა. გარკვეული წრე შეიკრა: ნაბიჯი წინ – შესანიშნავად ვთამაშობ, ტრავმას მივიღებ – ნაბიჯი უკან. ჩემი ტერფი დამცინოდა. როდესაც დამეწყო პრობლემები ზურგთან დაკავშირებით ამაზე ფიქრით თავს არ ვიტვირთავდი ვარჯიშებზე და თამაშებზე რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რაიმე ავადმყოფობა მაინც “წამომეწეოდა”. ტრავმებმა ჩემი განვითარების პროცესი სკოლის შემდეგვე შეაფერხეს. თუ კვირაში 2–3 შეხვედრას ვთამაშობდი ჩემი ზურგი ქვავდებოდა. მედიკოსები ამას ოსგუდ–შლატერის დაავადებას ეძახიან ( ძვლების ან სახსრების ქსოვილების ნეკროზი). ეს დაავადება დაკავშირებულია ძვლების ზრდასთან – 15 წლის ასაკში ექვსი ფუტის სიმაღლის ვიყავი, მაგრამ წონა მაიკლ ოუენის მქონდა. ზურგი საშინლად მტკიოდა. თითოეული ექიმი ერთი და იგივეს იმეორებდა: “შენ ამ დაავადების გამო იზრდები.” მე მინდოდა, რომ მაღალი ვყოფილიყავი, მაგრამ ჯანდაბა, ეს ძალიან მტკივნეული იყო.

საბედნიეროდ საიმედოდ ვიყავი ისეთი მწვრთნელის ხელში როგორიც როი ევანსია. ახლა როდესაც იმ დროს ვიხსენებ, ღმერთს მადლობას ვეუბნები იმის გამო, რომ ასეთი მზვრუნველი ადამიანი შემახვედრა. ერთხელ თავის კაბინეტში გამომიძახა, სადაც უკვე იყვნენ მისი ასისტენტები – დუგ ლივერმორი და რონი მორანი.

–”როგორ მიდის საქმეები სტივი? ტრავმების საქმე როგორ არის?”
–”ის ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე ბოს.” უთხარი მე, მაგრამ მან ეს ისედაც იცოდა. მისგან შეუძლებელი იყო იმის დამალვა, რომ “ყურებ ჩამოყრილი” ვიყავი.
–”თავი მაღლა სტივენ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ძალიან განიცდი. სტივი ჰაიუეის შენზე ამაღლებული შეხედულება აქვს, ამიტომ შენ აუცილებლად უნდა ითამაშო პირველ გუნდში. გაუმკლავდი ტრავმებს, გააგრძელე მუშაობა. არ გადაუხვიო აღებულ გეზს და როცა წესრიგში იქნები პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მიიღებ. ”

როის დიდად მადლობელი ვარ. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც “ლივერპული” მისდევს. ის ზრუნავს ფეხბურთელებზე, ვინაიდან ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

ჩემი განვითარება კვლავინდებურად მტანჯველად მიმდინარეობდა. 17 წლის ასაკში როდესაც მოტეხილი მაჯა მომიშუშდა, ვარჯიშზე სახიფათო ვარდნა გავაკეთე და ტერფი დავიზიანე. საკმაოდ ტიპიური მომენტი ჩემთვის – არანაერი კომპრომისი. მწვრთნელებმა ათასჯერ მირჩიეს დავწყნარებულიყავი. ერთხელ თავისთან რონი მორანმა მიმიხმო და მითხრა: “სტივენ აქ მითხრეს ტრავმებს იმიტომ ღებულობ, რომ სულელურ ვარდნებს აკეთებ. რა გინდა ყველა დახოცო ვარჯიშზე? ეს ხომ შენი თანაგუნდელები არიან სტივენ! სიხისტე მატჩებისთვის შემოინახე.”

ეს რჩევა დიდად არ დამხმარებია, ვინაიდან როგორაც ვვარჯიშობ ისე ვთამაშობ. ბოლომდე, არანაერი მოდუნების გარეშე. მე არ შემეძლო ვარჯიშზე მივსულიყავი და გამეფიქრა: “დღეს რბილად ვითამაშებ და ვარდნებს არ გავაკეთებ.”. ეს სრული სისულელეა, რომლის დროსაც თამაშს არანაერი აზრი არ აქვს. რამდენჯერ გამაფრთხილა დეივ შენონმა, ჰიუ მაკკოულიმ… სიმართლე ითქვას მაკოულის ასეთი თამაში მოსწონდა. თუ ორთაბრძოლებისას ხისტად თამაშობდი, მაშინ აუცილებლად იყავი მის გუნდში, განსაკუთრებით “ევერტონის” და “მანჩესტერის” წინააღმდეგ. ძირძველი მტრობის გამო ეს შეხვედრები სისხლიან ბრძოლას წააგავდა. საფინალო სასტვენის შემდეგ თავი ბოქსიორი მეგონა, რომელიც ახლახანს დააშორეს სისხლიან მოწინააღმდეგეს.

მიუხედავად წარმოუდგენელი სურვილისა “კანფეტების” და “მანკების” წინააღმდეგ ჩემი სხეული დატვირთვებს ვერ უძლებდა. ტრავმები არ მაძლევდნენ წინსვლის საშუალებას. უკვე იმ ასაკის ვიყავი როდესაც ფეხბურთელს კონტრაქტს უფორმებენ. ჩემზე უმცროსი ბიჭებიც კი ევანსის კაბინეტიდან კონტრაქტით ხელდამშვენებულნი გამოდიოდნენ. ევანსი ხელშეკრულების გაფორმებას დამპირდა, რომელიც დროულად არ გაფორმდა – რა თქმა უნდა ჩემი ტრავმიანობის გამო. “ლივერპულში” სულელები არ მუშაობდნენ, ამიტომ მათ სურდათ, რომ სრულიად ჯანმრთელი ვყოფილიყავი. ამაში ბუნებრივია ფინანსური იდეა იყო: რა თქმა უნდა ისინი არ შესთავაზებდნენ ფეხბურთელს სამ წლიან კონტრაქტს და შემდეგ არ უყურებდნენ იმას, თუ როგორ მკურნალობს ეს ფეხბურთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტრავმებს. ამიტომ დროს წელავდნენ, მე კი ამაზე ვცოფდებოდი.

როიმ მითხრა, რომ სამომავლოდ ჩემი იმედი ჰქონდა, მაგრამ ყოველ კვირაში სხვადასხვა ეჭვები მჭამდა. როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი თავში ერთი აზრი მიტრიალებდა: “ნუთუ “ლივერპულში” ფიქრობენ, რომ ტრავმა დაუსრულებლად მექნება? მე ხომ “ლივერპულში” წარმატების მიღწევა მსურს.” ასეთი ფიქრები თავს მიხეთქავდა.

ერთ დღეს ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს მეყოფოდა. სახლში მივვარდი და მამას უთხარი: “იქნებ სტივის და როის შეუარო და დაელაპარაკო. ამ გაურკვევლობამ უკვე დამღალა. მათ არ ვჭირდები თუ რაშია საქმე?” მამამ როგორც ყოველთვის დამამშვიდა:”არ ინერვიულო სტივ, ჩვენ ვიცით, რომ მათ სჭირდები. აუცილებლად დაველაპარაკები.” ამან ცოტათი თამამშვიდა: “კიდევ უთხარი, რომ კონტრაქტი მინდა, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ჩემზე უმცროსი ბიჭები აფორმებენ ხელშეკრულებას ძალიან მაღიზიანებს.”

მამას ყველაფერი კარგად ესმოდა. ის მივიდა ჰაიუეისთან და უთხრა: “მისმინე, სტივენი ჭკუიდან გადადის. მას კონტრაქტი სჭირდება თორემ ეს ფაქტი შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით მოხდეს.” სტივიმ ძალიან კარგად იცოდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის კონტრაქტს – მისი მიღება დამიმშვიდებდა მომავალზე ფიქრს. როგორც იქნა ეს მოხდა – 700 ფუნტი კვირაში პირველ წელს, შემდეგ 800, ხოლო მესამე წელს 900 ფუნტი !არც თუ ისე ცუდი ნახტომია 50 ფუნტიდან. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და არც კი მეჯერა, რომ ეს მოხდა. თურმე “ლივერპულისთვის” რაღაცას ვნიშნავ, რის გამოც სტივიმ როი ნახა და უთხრა:” შევთავაზებ ამ ბიჭს რამოდენიმე ასეულს ფუნტს კვირაში.”

ფულზე გაცილებით ძვირფასი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ “ენფილდზე” ჩემი სჯეროდათ. როის, სტივის და მამის უზომოდ მადლობელი ვიყავი. თითქოს შავი ტუნელიდან მზის სინათლეზე გამოვაღწიე და ნათლად ვხედავდი ჩემს გზას. ჩემს წინ აციმციმდა მთავარი მიზანი – პირველი გუნდი.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.