რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ჯერარდი და “ევერტონი”

მას შემდეგ რაც 8 წლის ასაკში “ლივერპულის” ბავშვთა გუნდში დავიწყე თამაში, თავიდან ფეხებამდე “წითელი” გავხდი. აქამდე ზუსტად არ ვიცოდი ვის ვქომაგობდი. შემეძლო ერთ კვირას “გუდისონზე” ვყოფილიყავი, ხოლო მეორე კვირას “კოპში” მყოფს “ლივერპულის” ჰიმნი მემღერა. ჩემი გული მთლიანად შთანთქმული იყო ფეხბურთით და არ იყოფოდა ფერებად. მართალია ყველასთვის ასე არ იყო, მაგალითად მამაჩემი მეუბნებოდა: “შენ ან “წითელი” ხარ ან არაფერი.” “ლივერპული”, “ლივერპული”, “ლივერპული” – ჩამჩიჩინებდა ის, როგორც ლოცვას. ოჯახში სხვა გუნდის ქომაგებიც იყვნენ: დედაჩემის ძმა ლესლი “ევერტონს” ქომაგობდა – სეზონის აბონემენტი, შარფები, დროშები და ა.შ. მატჩის შემდეგ ლესლი ხშირად მოდიოდა ჩემთან “კანფეტების” ახალი, ლურჯი კომპლექტით – უნდოდა, რომ მის მხარეს გადავსულიყავი.

მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ ძიება ინტერნეტში და აღმოაჩენთ ჩემს სურათს “ევერტონის” ფორმაში. როდესაც მე ცნობილი გავხდი “ლივერპულის” წყალობით “ევერტონის” ქომაგებმა მოიძიეს ეს ფოტო და ყველგან დაბეჭდეს. მათ ეს ძალიან მიმზიდველად მოეჩვენათ. The Mirror–მაც კი გამოაქვეყნა ეს ფოტო და მაშინვე დაიწყო დავა იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა ის ნამდვილი. ზოგი თვლიდა, რომ ეს მონტაჟი იყო, მაგრამ ასე არ არის. ეს უიშვიათესი ფოტო 1986 წელს არის გადაღებული. როდესაც 6 წლის ვიყავი ლესლის “ევერტონის” თამაშებზე დავყავდი და ერთ–ერთი შეხვედრისას ლატარეაში გავიმარჯვე, რომელიც ითვალისწინებდა “კანფეტების” მონაპოვართან სურათის გადაღებას. ბიძია ლესლი იცინოდა, ვინაიდან იცოდა, რომ მამაჩემს ეს ჭკუიდან შეშლიდა. ასეც მოხდა. ამაზე ფიქრმაც კი მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა: “შენ არსად არ წახვალ! ლესლი ის არ წამოვა !” ყვიროდა ის. მე ძალიან პატარა ვიყავი რათა გამეგო ამ ორი გუნდის პაექრობა, ამიტომ ძალიან მინდოდა სურათის გადაღება. ჩემთვის ეს ძალიან ნორმალური იყო. ლესლიმ ახალთ ახალი ფორმა მომიტანა და მე კმაყოფილ გავემართე “გუდისონზე”, სადაც ფოტოგრაფმა ყველაფერი დააფიქსირა.

ახლა როდესაც ჩემი გული “ლივერპულს” ეკუთვნის ხშირად ვფიქრობ: ეს რა ჯანდაბა გავაკეთე… მაგრამ ყველა უშვებთ შეცდომებს. ყველაფერი მცირე ასაკს მივაწეროთ. იმ დროს ჩემი სურვილი ახალი ფორმის მიღება იყო, ეს ჩემი ჰობი იყო – საფეხბურთო მაისურების კოლექცირება. ახალ წელს მჩუქნიდნენ ფორმას, დაბადების დღეზე მჩუქნიდნენ ფორმას. დედა და მამა ყოველთვის მახარებდნენ, ვინაიდან იცოდნენ რამხელა რამეს ნიშნავდა ეს ჩემთვის. მე მქონდა “ტოტენჰემის”, “სიტის” და რაღა თქმა უნდა “ლივერპულის” და “ევერტონის” მაისურები. ამაში ძალიან დამეხმარა Match of the day, როდესაც “ტოტენჰემი”–”ევერტონი” საფინალო სასტვენის შემდეგ მოპოვებული მაისურით გამარჯვებული დავდიოდი ქუჩაში. თვალები მიბრწყინავდა, ვინაიდან გამარჯვებულის მაისური მეცვა!

სურათები ფეხბურთელთა გამოსახულებებით, ფორმები, მატჩებზე სიარული – როგორც აქამდე ვთქვი ჩემი ცხოვრება ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებდა. ძალიან მალე ეს სიყვარული და ლტოლვა ბოლომდე მიმართული იქნა საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” მიმართ.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.