ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ორი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჰოლანდიელმა არ დამალა, რომ კლოპის გადაწყვეტილება თავდაპირველად სულაც არ მოეწონა :

“როცა კლოპმა თადარიგში დამტოვა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მან მითხრა, რომ მე შემეძლო მისი საიდუმლო იარაღი გავხმდარიყავი. ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე.

ეს დაუჯერებელი იყო. ბევრი ამბობდა, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მაგრამ მოვახერხეთ 4 გოლის გატანა. ეს ძალიან ემოციური დღეა. თავადაც ხედავთ რაც ხდება, ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა წარმატების. გვესმოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.” – განაცხადა ვეინალდუმმა.