ვეინალდუმის აზრით “ლივერპული” მიმდინარე სეზონში ტიტულს იმსახურებს.

გასულ კვირას “ლივერპულმა” მტკივნეული მარცხი განიცადა საჩემპიონო რბოლაში. “სიტიმ” “ბრაიტონი” გაანადგურა და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, მიუხედავად ამისა “მერსესაიდელებისთვის” სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან კლოპის შეგირდები 1 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან. ჯინი ვეინალდუმი თვლის, რომ “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ტიტული დაიმსახურა.

“თუ უკან გავიხედავთ ვფიქრობ ყველა მიხვდება, რომ ნამდვილად კარგი სეზონი გვქონდა. ინგლისის ჩემპიონატში 97 ქულა დავაგროვეთ, თუმცა სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის, ვინაიდან “სიტიმ” ერთით მეტი ქულა აიღო. ვფიქრობ საერთო ჯამში კარგი სეზონი გამოგვივიდა, თუმცა ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანა ფინალის მოგება და ტიტულის მოპოვებაა. სამწუხარო იქნება თუ სეზონს ტიტულის გარეშე დავასრულებთ, ვინაიდან ყველა ტურნირზე სტაბილურად გამოვიყურებოდით. 2018–19 წლების სეზონი ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.” განაცხადა ვეინალდუმმა კლუბის ოფიციალურ საიტთან.