ჯონ მაკენა დაიბადა 1855 წელს ირლანდიაში. მისი ახალგაზარდობიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკენა თამაშობდა რეგბის და მუშაობდა მაღაზიაში. ფეხბურთის, რაგბის თუ სხვა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით მაკენამ, ჯონ ჰოულდინგი გაიცნო და რეგულარულად ესწრებოდა “ევერტონის” მატჩებს “ენფილდზე”, “ლივერპულის” შექმნის შემდეგ კი უ.ე. ბარკლაემთან ერთად გუნდის მენეჯერის პოსტი დაიკავა.

მათი ხელმძღვანელობით ( ვარაუდობენ, რომ ბარკლაემი უფრო სკაუტის საქმიანობით იყო დაკავებული) თავისი არსებობის პირველივე წელს, “ლივერპული” ლანკაშირის ლიგის გამარჯვებული გახდა. დიდი წარმატების სურვილით შეპყრობილმა მაკენამ გააკეთა განაცხადი საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხოლო 3 წლის შემდეგ 1896 წელს მან შეძლო გუნდში ტომ უოტსონის მიყვანა, რომელიც იმ დროს საუკეთესო მენეჯერად ითვლებოდა.

ჯონ მაკენა იყო იმ დროის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ადმინისტრატორი. 1902 წელს ის აირჩიეს საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, ხოლო 8 წლის შემდეგ პრეზიდენტად. 1909-1919 წლებში მას უკავია “ლივერპულის” დირექტორის და საფეხბურთო ასოციაცისს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

“მართალმა ჯონმა” ლივერპულს 40 წელი შესწირა. 1936 წლის 22 მარტს მის გასვენებაზე, სასახლე 3 “ევერტონის” და 3 “ლივერპულის” ფეხბურთელს მიჰქონდათ. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა “ენფილდის” ფოიეშია განთავსებული.