ჯორდან ჰენდერსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

ჯორდან ჰენდერსონმა შარშანდელ გამოცდილებაზე გააკეთა აქცენტი, რამაც მათ წლევანდელ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და იმედოვნებს, რომ ფინალშიც ასე იქნება.

“შარშან ჩვენ ფინალში გვქონდა ცუდი მომენტები, მაგრამ ამით მივიღეთ გამოცდილება, რომელიც წელს გვადგება. ჩვენ ამან უფრო გაგვაძლიერა. ამგვარი რამ ჩემს პიროვნებასთან არის ახლოს. როდესაც ჩემს თავს ცუდი მომენტები ხდება, ეს უფრო მაძლიერებს და მეხმარება უფრო ბეჯითად მუშაობაში. იმედი გვაქვს, ეს გამოცდილება ფინალში უპირატესობას მოგვცემს.”

მან ისაუბრა მეტოქეზე და აღნიშნა ის ფაქტი, რომ მათ ახალი ფეხბურთელების გარეშე მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.

“ტოტენჰემს საერთოდ არ გაუკეთებია ტრანსფერი და ისევ ის გუნდია, რომელიც შარშან იყო. ამან მათი გუნდი უფრო შეკრა და შეათამაშა, რაც გამოიყენეს კიდეც. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ტრანსფერი და ახალმა ფეხბურთელებმა პირველივე სეზონში მოახერხეს გუნდთან ადაპტირება, რაშიც მათ გასულ წლებში გუნდში მოთამაშე ლივერპულის ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაეხმარა.”

კაპიტანმა აღნიშნა, რომ 1/2 ფინალში ჩადენილი სასწაული გუნდს ფინალშიც უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამავდროულად ხაზი გაუსვა ტოტენჰემის სასწაულსაც.

“ჩვენ სწორედ გუნდურობა დაგვეხმარა ბარსელონასთან იმ საოცარ მატჩში და სწორედ გუნდურობის წყალობით ვართ ფინალში. ვფიქრობ ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და გაგვყვეს ფინალში, მაგრამ ამგვარი განწყობა მეტოქესაც ნამდვილად არ აკლია. ამ მხრივ თანაბარ მდგომარეობაში ვართ.

ჰენდერსონმა დასძინა, რომ კლუბმა შედეგის მიუხედავად უნდა გააგრძელოს პროგრესი და ამ წელს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებაზე იფიქროს.

“ფინალში გამარჯვება შესანიშნავი იქნება, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება ისტორია დავწეროთ, როგორც 2005 წელს ისტანბულში დაიწერა. ჩვენი ყველა ფეხბურთელი თავდაუზოგავად იბრძოლებს ამისთვის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და სასურველი შედეგიც რომ ვერ მივიღოთ, პროგრესი უნდა გავაგრძელოთ. სიტიმ წელს სამი ტიტული მოიგო და ეცდება კიდევ ერთიც დაუმატოს, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და მათ სასურველ ტიტულს უნდა დავეუფლოთ.”

ლივერპულის კაპიტანი ფინალში მოჰამედ სალაჰის ფაქტორსაც შეეხო და შარშანდელი ფინალი წლევანდელ ფინალს დაუკავშირა.

“მომ სეზონი ძალიან იმედგაცრუებულმა დაასრულა, იმდენად რომ თავის ხელში აყვანა უჭირდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება, მან წელს ის დაიბრუნა, რისი დატოვებაც შარშან მოუწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენგან ყველაზე მეტად სწორედ ის ელოდება ფინალის დღეს.”