როგორც იცით, გუშინ “საუთჰემპტონმა” “ლივერპულს” უმასპინძლა და მატჩი 3-1 დათმო. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში კაპიტანი ჯირდან ჰენდერსონი ვიცე-კაპიტან ჯეიმს მილნერთან ერთად მატჩის 59-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ანუ მაშინ, როდესაც ანგარიში 1-1 იყო. კითხვაზე, თუ რა უთხრა კლოპმა მოედანზე შესვლის წინ, ჰენდერსონმა თქვა:

მანახე განსხვავება. გამოიყენე გამოცდილება და შემდეგ შეცვალე თამაში. დაეხმარე ბიჭებს, მიეცი მუხტი, რადგან ცოტა ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ვიგრძენი, რომ თითქოს ეს მოვახერხე, მაგრამ მარტო ჩემი დამსახურებით არა. ამაში მთელი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ, ყველანი გოლის გასატანად წავედით და საბედნიეროდ გამარჯვება დავიმსახურეთ.

თამაშის დასრულებამდე ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, ვიბრძოდით რამდენიც შეგვეძლო და მადლობლები ვართ, რომ ეს ყველაფერი რამოდენიმე გოლით დაგვიფასდა. მადლობა ასევე მენეჯერს, რომელიც მოსვლის დღიდან გვეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა მატჩის სურათს, ჩვენ მის დასრულებამდე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვაკეთებთ. მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ და სასტვენის უკანასკნელ ჩასტვენამდე არასდროს დავნებდეთ. ჩამოხვიდე აქ და მოიგო 3-1 ნამდვილად კარგი შედეგია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშში ბოლომდე დავრჩით. ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო, რაც მანამდეც ვიცოდით, ასე რომ ჩვენ ეს ნამდვილად დავიმსახურეთ“.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისთვის” პრემიერ ლიგა ხუთ ტურში დასრულდება, სადაც ჯერ სახლში “ჩელსის” უმასპინძლებს, შემდეგ კარდიფში გაემგზავრება, მიიღებს “ჰადერსფილდს”, შემდეგ წავა ნიუკასლში და ბოლოს “ენფილდზე” “ვულვერჰემპტონს” დახვდება.