ბოლო პერიოდში “ლივერპულის” ირგვლივ არსებული აბსურდული ისტორია როი ჰოჯსონს უკავშირდება. აღნიშნული ამბავი ცნობილი შვედური გაზეთის წყალობით გახდა, რომელსაც ინტერვიუ “ლივერპულის” ექს-აღზრდილმა ალექს კაჩანიკლიჩმა მისცა. ფეხბურთელმა “ფულჰემში” შემთხვევითი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. საქმე იმაშია, რომ 2010 წლის ზაფხულში ჰოჯსონმა გადაწყვიტა “ფულჰემის” განაპირა მცველი პოლ კონჩესკი გაეფორმებინა, თუმცა მის სანაცვლოდ ლონდონური კლუბისთვის 2 ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშის შეთავაზება მოუწია – ფინელი ლაური დალა ვალესი და ალექს კაჩანიკლიჩის.

როდესაც კაჩანიკლიჩი ლონდონში ჩაფრინდა, მას ჰოჯსონმა დაურეკა. როგორც აღმოჩნდა “წითლების” თავკაცმა გარიგებისთვის “სხვა ალექსი” აირჩია.

“ის დარწმუნებული იყო, რომ გარიგებისთვის სხვა ალექსი აირჩია, თუმცა უკვე გვიან იყო. შემდეგ მან მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით მიმიღებდა “ლივერპულში”, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და “ფულჰემში” გადასვლით კმაყოფილი ვიყავი. “

დიდი ალბათობით “სხვა ალექსი” რეზერვისტი ალექს კუპერი იყო, რომელმაც 1 წლის შემდეგ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კაჩანიკლიჩი მალევე გახდა “ფულჰემის” ძირითადის ფეხბურთელი, შემდეგ “ნანტში” გადაბარგდა, ხოლო ამჟამად შვედურ “ჰამარბიში” ბურთაიბს.