ჰოლანდიის 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალია 4:2 დაამარცხა და კონტინენტის პირველობა მოიგო.

“ლივერპულის” ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე გოლში. ჰუვერის შესრულებული საჯარიმო ხარიხას მოხვდა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოლანდიელებმა ანგარიში 3:0 გახადეს, ხოლო საბოლოო შედეგი მატჩის მიწურულს დაფიქსირდა – 4:2. ამგვარად ჰოლანდიელებმა 12 თვის უკან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს.