ლორის კარიუსი
ეროვნება: გერმანია
დაბადების თარიღი22 ივნისი 1993
ასაკი25
პოზიციამეკარე
ნომერი1
ყოფილი კლუბი მაინცი
ტრანსფერის თარიღი24 მაისი 2016
ტრანსფერის ფასი:£5 მილიონი
კონტრაქტი:2020 წლამდე
სიმაღლე:1,90 სმ
ბიოგრაფია
      კარიუსი დაიბადა ბიბარეხის რაიონის სამხრეთ ნაწილში, გერმანია. ის ასპარეზობდა სხვადასხვა გერმანულ კლუბებში, როგორებიცაა “ბიბარეხი”, “მეტენბერგი”, და “შტუტგარტი”.
      2009 წლის ზაფხულში ის “მან. სიტის” შეუერთდა. კარიუსი თამაშობდა 18 და 21 წლამდელთა გუნდებში, მაგრამ პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია. 2012 წელს ის გადავიდა “მაინცში”, სადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა.
      კარიუსმა “ლიუვერპულთან” ტრანსფერის დეტალები 2016 წლის 24 მაისს შეათანხმა და კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა მას შემდეგ , რაც გასული სეზონი ბუნდესლიგაში ძალიან კარგად ჩაატარა.
      მაინცში მისი დებიუტი 2012 წლის დეკემბერში შედგა , როდესაც “ჰანოვერთან” მატჩში , რომელსაც “მაინცი” 2-1 მარცხდებოდა მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი მატჩი სეზონში.
      კარიუსმა “მაინცის” პირველ გუნდში თავი 2013-14 წლების სეზონში დაიმკვიდრა , როდესაც მან ბუნდესლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
      კარიუსს სრულფასოვანი სეზონი “მაინცში” ჰქონდა გასულ 2015-16 წლების სეზონში, სადაც მან ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
      კარიუსის მიერ შესანიშნავად ჩატარებული მატჩი მშრალად შენახული კარი ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ჰერტასთან” დაეხმარა მაინცს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილის დაკავებაში და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაში , ბურთების სხვაობის ხარჯზე.
      საბოლოოდ 2015-16 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა ახალგაზრდა გერმანელი კიპერისთვის. გერმანულმა გამოცემა “Kicker”-მა ჩაატარა გამოკითხვა სადაც კარიუსი ბუნდესლიგის მეორე მეკარედ დასახელდა. იგი მხოლოდ “ბაიერნის” კარის დარაჯს მანუელ ნოიერს ჩამორჩა 13,6 პროცენტით.
      ლორისის მერსისაიდული კარიერა არც თუ კარგად დაიწყო – პრე-სეზონზე მან ხელი მოიტეხა, რის გამოც სეზონის სტარტზე გუნდს ვერ ეხმარებოდა, შემდეგ კი იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ კლოპმა “ლივერპულის” კარი კვლავ მინიოლეს ანდო. საუკეთესო პერიოდი კარიუსს 2018 წლის დასაწყისში ჰქონდა, როცა მერსისაიდელთა კარს პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე იცავდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა საბედისწერო შეცდომებმა გერმანელს ადგილი და ფსიქიკა შეურყია. ის პრე-სეზონზეც არადამაჯერებელი იყო, რის გამოც “ლივერპულმა” 2 წლით ის “ბეშიქთაშში” გაანათხოვრა, თურქულ კლუბს კი კიპერის გამოსყიდვის უფლებაც მისცა.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი