სადიო მანე
ეროვნება: სენეგალი
დაბადების თარიღი10 აპრილი 1992
ასაკი27
პოზიციავინგერი
ნომერი10
ყოფილი კლუბი საუთჰემპტონი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2016
ტრანსფერის ფასი:£35 მილიონი
კონტრაქტი:2023 წლამდე
სიმაღლე:1,74 სმ
ბიოგრაფია
      სადიო მანე “ლივერპულს” “საუთჰემპტონიდან” შეუერთდა , სადაც მას 2 სეზონი ჰქონდა გატარებული.
      მანეს კარიერა საფრანგეთში კერძოდ “Metz “-ში დაიწყო. მეორე ლიგაში დაქვეითების შემდეგ ტალანტური ფეხბურთელი არ შეურიგდა დაქვეითებას და გუნდი დატოვა. მისი შეძენის სურვილი ავსტრიულმა “სალზბურგმა” გამოთქვა და მისცა მანეს საშუალება ეჩვენებინა თუ სინამდვილეში რა შეუძლია მას.
      29 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ეს იყო ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი , თუმცა მანე ამაზე არ გაჩერებულა. მომდევნო სეზონში მანემ 50 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა კი ავსტრიის ჩემპიონობა და ავსტრიის თასი მოიპოვა.
      ამის შემდეგ მოსალოდნელი იყო მანეს ხილვა ევროპის შედარებით პრესტიჟულ ლიგაში. მართლაც მსურველი გამოჩნდა. პრემიერ ლიგის მკვიდრი “საუთჰემპტონი”. “წმინდანების” რიგებში თავის გამოჩენაც მალევე მოახერხა. სადებიუტო მატჩში მე-20 წუთზე მოახერხა 11 მეტრიანის გამოყენება. მისმა გუნდმა კი “არსენალი” 2-1 დაამარცხა ლიგის თასზე.
      მანემ პრემიერ ლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის გატანა მოახერხა “ასტონ ვილას” წინააღმდეგ 2 წუთსა და 56 წამში. აქამდე ეს რეკორდი “წითლების” ლეგენდას რობი ფაულერს ეკუთვნოდა.
      მანემ სეზონი 10 გატანილი გოლით დაასრულა 30 ჩატარებულ შეხვედრაში.თითქოს არავინ ელოდა მისგან ასეთ შედეგს. თუმცა მანე მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. მომდევნო სეზონი ბევრად უკეთესი გამოუვიდა. 15 გატანილი გოლი 43 ჩატარებულ მატჩში , მათგან სამი მანემ “ლივერპულს” გაუტანა.
      ამ პერიოდში მანემ სანაკრებო დონეზე თამაშიც მოასწრო. მას 10 გოლი აქვს 36 ჩატარებულ მატჩში სენეგალის მაისურით. ნაკრებში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა.
      მანეს “ლივერპულური” კარიერაც საკმაოდ კარგად წავიდა და “სკაუზერთა” უმეტესობას თუ ყველას არა მისი დიდი იმედი აქვთ.
      ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადაბარგების შემდეგ, სადიომ უკვე 10 ნომრიანი მაისური მოირგო. მისი თითოეული “ლივერპულური” სეზონი, განვლილზე უფრო წარმატებული და შედეგიანია. კლოპმა ის უკვე არაერთ პოზიციაზე ათამაშა და მცირე ჩავარდნები შეგვიძლია სწორედ როლების ხშირ ცვლასაც დავაბრალოთ.

ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Red Bull SalzburgAustrian Bundesliga2013-14
Red Bull SalzburgAustrian Bundesliga2014-15
Red Bull SalzburgAustrian Cup2013-14
Red Bull SalzburgAustrian Cup2014-15

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი