ჯო გომესი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი23 მაისი 1997
ასაკი21
პოზიციაცენტრალური მცველი
ნომერი12
ყოფილი კლუბი ჩარლტონი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2015
ტრანსფერის ფასი:£4 მილიონი
კონტრაქტი:2024 წლამდე
სიმაღლე:1,88 სმ
ბიოგრაფია
      2015 წლის ივლისში “ლივერპულმა” “ჩარლტონიდან” შეიძინა ახალგაზრდა მაღალრეიტინგული ინგლისელი მცველი ჯო გომესი.
      ენფილდზე გადმოსვლამდე გომესს პროფესიონალურ ფეხბურთში მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა გატარებული. თუმცა მიუხედავად დროის სიმცირისა ჯომ მისი პოტენციალის გამოვლენა სრულად მოახერხა.
      მან შესაძლებლობების გამოჩენა ძალიან მალე მოახერხა და 13 წლის ასაკში უკვე თამაშობდა “Adicks”-ის 18 წლანდელთა გუნდში.
      გომესი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა და ყველას აკვირვებდა მისი შესანიშნავი თამაშით. ჯომ 2014 წელს ინგლისის U17 ნაკრებთან ერთად მოახერხა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგება. გომესმა კი მისი შესანიშნავი თამაშით ტურნირის საუკეთესო 11 ეულში ადგილი დაიმსახურა.
      2014-15 წლების სეზონი გომესისთვის წარმატებული გამოდგა . მისთვის ეს წარმატებული სეზონი დაიწყო “კოლჩესტერთან” 4-0 მოგებული მატჩით , სადაც ჯომ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ცოტა მოგვიანებით მან ჩემპიონშიპშიც ითამაშა სრული მატჩი ამჯერად “დერბი ქანთრის” წინააღმდეგ სადაც კვლავ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდთან ერთად გამარჯვება იზეიმა.
      2015 წლის ოქტომბრამდე გომესის თამაში ყველას აკვირვებდა. მან ლივერპულში გადასვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა , რომ არავისთვის ძირითადში ადგილის დათმობას არ აპირებდა. თუმცა ოქტომბერში ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად შეიცვალა. გომესმა მუხლის უმძიმესი ტრამვა მიიღო და მოედანზე უკვე 1 წელია არ გამოჩენილა.
      რეციდივს ადგილი მოგვიანებითაც ჰქონდა, რის გამოც ახალგაზრდა ინგლისელი მოედანზე გასვლას თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა. 2018 წელს, ჯოს ინგლისის ნაკრებშიც უხმეს და მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა წასულიყო, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო და მუნდიალზე ვერ გაემგზავრა. 2018/19 წლების სეზონში, გომესმა და ვირჯილ ვან დეიკმა “ლივერპულის” დაცვის ცენტრი პრაქტიკულად გაუვალად აქციეს. ჯო მერსისაიდელთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებულმა კიდევ ერთმა დაზიანებამ ის ფეხბურთს კიდევ რამდენიმე თვით ჩამოაშორა.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი