თვენახევრის შემდეგ “მაინცის” დირექტორი კრისტიან ჰეიდელი “შალკეში” გადაბარგდება, თუმცა ამაჟამად იმ მაგიდასთან ზის, რომელთანაც 1997 წლის შემოდგომას, როდესაც მასთან გუნდის მცველი მივიდა და მწვრთნელი გააკრიტიკა: “უკნიდან ოთხნი ვთამაშობდით ხაზზე, მას კი ყველაფრის შეცვლა უნდა. რა ვქნათ?”  – “ითამაშეთ როგორც მიჩვეულები ხართ”. მომდევნო ორი მწვრთნელისას იმავე მცველმა კვლავინდებურად მოაწყო “აჯანყება”. მწვრთნელებს თავისი გაჰქონდათ და “ბუნტისთავ” ფეხბურთელს ღრმა თადარიგში უჩენდნენ ადგილს, შემდეგ წავიდნენ ის კი დარჩა და 2001 წელს ჰეიდელისგან მოისმინა: “რახან ასეთი ჭკვიანი ხარ თვითონ ავარჯიშე”. გაიმართა პრეს–კონფერენცია. ჟურნალისტები ახალ მწვრთნელს ელოდნენ შედეგად კი 33 წლის მცველი იხილეს: “იურგენ გზა აგებნა? აქ რას აკეთებ?”

აქამდე კლოპი დაუკავშირდა თავის პირველ მწვრთნელს ვალტერ ბაუერს: ” გამოიცანი ვინ ავარჯიშებს მაინცს?” ბაუერმა ორი გვარი დაასახელა, ვერ გამოიცნო და დანებდა. კლოპი? მწვრთნელი? ნუ მაცინებთ, ის ფეხბურთელიც კი შემთხვევით გახდა. 1983 წელს ბაუერი გლატენში ჩავიდა სხვა იურგენის, ჰაუგის წამოსაყვანად: საქმე იმაშია, რომ ჰაუგის მამას 40 კილომეტრის კვირაში 3–ჯერ გავლა არ მოეწონა, ამიტომ ნორბერტ კლოპმა ბაუერს თავისი შვილის კანდიდატურა შესთავაზა, იმ არგუმენტით, რომ ჰაუგი და მისი შვილი ერთად თამაშობდნენ.

25 წლის შემდეგ ნორბერტის შვილი “ბორუსიის” თავკაცი გახდა, ხოლო ბაუერი კვლავინდებურად დახეტიალობდა ჩრთილოეთ გერმანიაში და მას იუნიორებს ურჩევდა: მაგალითად სვენ ბენდერს “მიუნხენ 1860″–დან, მათს ჰუმელსს “ბაიერნის” დუბლებიდან. მათთან ერთად კლოპი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ლიგის ფინალში გავიდა, რომლის შემდეგაც იურგენმა აღიარა, რომ არა მამამისის მანქანა მის ცხოვრებაში არ იქნებოდა არანაირი ფეხბურთი. საიდან დაიწყო? თხუნელების სოროებით გადაჭედილი მინდორი, მდინარე გლატი სადაც ბურთი ვარდებოდა. იურგენის მამაც თამაშობდა, თუმცა მისი პიკი წარუმატებელი სინჯები იყო “კაიზერსლაუტერნში”. ნორბერტი ჰლატენში ვაჭრობდა, მისი შვილი ნარინჯისფერი მოპედით “დაქროდა” და “შტუტგარტის” მატჩის რეპორტაჟებს რადიოში უსმენდა. შემდეგ ბაუერს შეხვდნენ.

ბიჭები ბურთით სასწაულებს სჩადიოდნენ, იურგენს კი 3–ჯერაც არ შეეძლო აეკენწლა, სამაგიერო ის ჩინებულ წვეულებებს აწყობდა და პოპულარული იყო ადგილობრივ გოგონებში.” განუცხადა ბაუერმა ერთ–ერთ ჟურნალისტს როდესაც ეს უკანასკნელი კლოპის შესახებ მასალებს აგროვებდა. ბოლო წვეულება კლოპმა 1986 წელს მოაწყო, როდესაც “აინტრახტთან” თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა. მართალია მოწინააღმდეგემ ეს ცხრაჯერ მოახერხა, თუმცა იურგენმა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ბერტოლდი ისე გააწამა, რომ თავად მიიწვიეს “აინტრახტში.”

იქ კლოპს მხოლოდ დუბლები ელოდა, ამიტომ აინტრახტის მეორე კლუბს “როტ ვაისს” მაიშურა, მათთან ერთად მეორე ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოდა, თუმცა “მაინცთან” დამარცხდა. მათ მწვრთნელს იმ დროისთვის არ ყავდა თავით კარგად მოთამაშე ფორვარდი. კლოპი “მაინცში” აღმოჩნდა, ხოლო 10 წლის შემდეგ კლუბის დირექტორმა პირველად მოისმინა მისი გამოსვლა მთავარი მწვრთნელის რანგში: “მზად ვარ მოედანზე გამოვიდე და თქვენთან ერთად როგორც ლომმა ვიბრძოლო.”

თავად კლოპი 5 წელი ელოდა “მაინცში” მწვრთნელს, რომელიც მისი შთაგონების წყარო გახდებოდა. მას არ ჰქონდა საკმარისი ტექნიკა და მოხერხებულობა, რათა ეთამაშა ისე როგორც უნდოდა, ამიტომ ყოველთვის ბრაზდებოდა და უხეშ ფოლებზე მიდიოდა. ხორვატმა მწვრთნელმა კუზემ კლოპი ცენტრში განამწესა, ხოლო მატს ჰუმელსის მამა ჰერმანი დაცვის ფლანგზე. 1995 წელს 8 შეხვედრაში 7 მარცხის შემდეგ “მაინცში” ახალი მწვრთნელი მოვიდა ვოლფგან ფრანკის სახით, რომელმაც დაიწყო მცველებისთვის ხაზზე თამაშის სწავლა, თუმცა ყველა ლიბეროს თამაშობდა. “მაინცი” ბოლო ადგილზე იყო, ამიტომ ჰაიდელმა ცვლილებები მშვიდად მიიღო: “ისედაც ყელამდე ნეხვში ვართ, უარესი არ მოხდება.”

ფრანკმა ფეხბურთელებს “მილანის” და იტალიის ნაკრების ჩანაწერები აჩვენა, ვარჯიშებზე ფეხბურთელები ერთმანეთთან დააკავშირა. მათ ისწავლეს შეთანხმებული მოქმედება, კლოპი ცენტრში გადმოიწია პეტრ ნოიტშტედდერთან ერთად, ხოლო “მაინცი” თითქმის აღარ უშვებდა. კლოპის რუტინულმა არსებობამ მეორე ბუნდესლიგაში აზრი შეიძინა: ის ახლა წარმატებული ნოვატორული სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო.  ფრანკის მოსვლიდან 1 წლის შემდეგ “მაინცი” მეორე ადგილზე იყო, როცა ზამთარში 10 დღიან შეკრებაზე კვიპროსში გაემგზავრა, სადაც ფრანკს მოეწონა და შეკრება კიდევ 2 კვირით გაახანგრძლივა. ფეხბურთელები გადაიღალნენ და მეორე წრეში საწყისი ორი შეხვედრა დათმეს, რაც ფრანკმა ვერ გადაიტანა და მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფრანკის წასვლის შემდეგ კლოპი ყოველ მწვრთნელთან იბრძოდა ძველ სისტემაზე დასაბრულებლად. კლუბის დირექტორი იურგენზე მალე მიხვდა, რომ ის მწვრთნელობისთვის იყო შექმნილი და არა ფეხბურთელობისთვის. “გამწვრთნელებიდან” 7 წლის შემდეგ კლოპით “ჰამბურგი”, “ბაიერი”, “ბაიერნი” და ‘ბორუსია” დამინტერესდა.

“ბაიერნის” წარმომადგენელმა იურგენი თავიდანვე გააფრთხილა, რომ არჩევანს მასსდა და მსოფლიო დონის მწვრთნელს შორის გააკეთებდნენ, რაც კლოპს არ აწყობდა, ხოლო მაინცში ჩასულმა “ჰამბურგის” წარმომადგენელმა მაშინვე დარეკა კლუბში, რომ მათი მომავალი სამიზნე ბევრს ეწეოდა და ვარჯიშებზე აგვიანებდა.

კლოპი საქმიანობას 2001 წელს შეუდგა. წელიწადნახევრის შემდეგ “მაინცმა” უმაღლესში გადასვლის შანსი ბოლო ტურში გაუშვა, რის შემდეგაც კლოპი ZDF –ის ეთერში ატირდა. მომდევნო სეზონში იგივე განმეორდა. ბოლო ტურში “მაინცს” უფრო დიდი სხვაობით უნდა მოეგო ვიდრე “აინტრახტს”. მათ 4:1 იმარჯვეს და “აინტრახტის” შეხვედრის დასრულებას ელოდნენ სადაც 4:3 იყო. საბოლოოდ ის შეხვედრა 6:3 დასრულდა, კლოპი გასახდელისკენ გაიქცა სადაც მას მთელი გუნდი აწყნარებდა.

კლოპის პირველ თამაშზე 3 ათასი ადამიანი მივიდა, მათ შორის ძალიან ცოტას სჯეროდა მისი. 2008 წელს კი გუტენბერგის მოედანზე მის წინ 20 ათასი კაცი იდგა, რომელიც მადლობას უხდიდა ბუნდესლიგაში აღზევებისთვის, იქ გატარებული 2 ჩინებული სეზონისთვის და უეფას თასზე მონაწილეობისთვის.

“ბაიერნზე” კლოპმა უარი თქვა, “ჰამბურგმა” თავად კლოპი იუარა, “ბაიერმა” ბრუნო ლაბადინო აირჩია – დარჩა “ბორუსია.” 2011 წელს “ბორუსიის” ქომაგი მარტინ ჰუშენი კლოპის პორტრეტით ნახევარ ზურგს მოიხატავს, თუმცა მაშინ 2008 წელს კლოპმა მიიღო მეცამეტე ადგილზე მყოფი გუნდი, გადაბერებული შემადგენლობით, საშინელი დაცვით და გულაცრუებული გულშემატკივრებით.

კლოპი კლუბის დირექტორებს ვაცკეს და ცორკს მალევა დაუახლობდა. მათ იურგენს სრული თავისუფლება მისცეს და სპონსორებთანაც კი აწარმოებინეს მოლაპარაკება. სასაუბრო ჟანრის ოსტატმა ისინი დაარწმუნა დარჩენილიყვნენ, შეინარჩუნა გულშემატკივრები, რომელთაც შეჰპირდა, რომ ითამაშებდნენ ისეთ ფეხბურთს რომელსაც ვერ მოსწყდებოდნენ.  კლოპის პორტრეტმა წარწერით “არ დაკარგოთ თქვენი ადგილები” შედეგი გამოიღო და 50 ათასი (!!!) აბონემენტი გაიყიდა.

შემადგელობასთან საქმე გაცილებით რთულად იყო. დორტმუნდში მისულმა კლოპმა იკითხა: “რომელია მეორე მარცხენა მცველი?” “მეორე არ გვყავს. დედე არასდროს იღებს ტრავმას.” “სად არის შმელცერი?” “საიდან იცით მის შესახებ? სამოყვარულოში თამაშობს.” პირველივე ტურში დედემ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ხოლო 2 წლის შემდეგ შმელცერს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში.

ნაცნობმა აგენტებმა ჰუმელსის და ბენდერის გარდა კლოპს ურჩიეს გროსკროიცი, რომელიც “ვესტფალენშტადიონის” ტრიფუნიდან ქომაგობდა გუნდს, კაგავა 350 ათასად, სუბოტიჩი რომელსაც ისედაც იცნობდა. 3 წლის შემდეგ შეიქმნა გერმანიის ყველაზე ახალგაზრდული ჩემპიონი გუნდი (24.2 წელი).

კლოპი ორი წელი ასწავლიდა ფეხბურთელებს კონტრპრესინგს. ტელევიზიაში ნახა სიუჟეტი, ტვინის მუშაობის განვითარების შესახებ, რომლის დანერგვაც დაიწყო. შემდეგ ბაზაზე მიიტანა აპარატი  Footbonaut, რომელიც ქაოსურად ისროდა ბურთებს – ეს ანვითარებდა რეაქციას და პოზიციის შერჩევის უნარს. ზამთარში და ზაფხუში თითოეულ ფეხბურთელს უღებდნენ ანალიზებს, რათა დაედგინათ მათი გამძლეობის დონე.

მეორე სეზონში არც თუ სახარბიელო სტარტის შემდეგ (7 მატჩში 1 გამარჯვება და მე–15 ადგილი), კლოპმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ შეხვედრაში საერთო ჯამში 113 კილომეტრს დარბოდნენ და თუ მომდევნო 9 შეხვედრაში ამ მაჩვენებელს 118–მდე გაზრდიდნენ, მაშინ დამატებით 3 დასვენების დღეს მიიღებდნენ. მათ ეს შეძლეს, “ბორუსიამ” 11 საფეხურით აიწია ცხრილში, ხოლო მომდევნო 2 სეზონში ჩემპიონი გახდა. ამასთანავე უშვებდა 3–ჯერ ნაკლებ გოლს ვიდრე კლოპის მოსვლამდე.

გაჩემპიონება კლოპმა გუნდთან ერთად აღნიშნა ჯერ იტალიურ რესტორანში შემდეგ კლუბში. 2 საათიანი ძილის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა. მის სიტყვით გამოსვლას 400 ათასი ადამიანი ელოდა. კლოპმა კი განაცხადა, რომ დიდხანს ზეიმის დრო არ ჰქონდა, ვინაიდან პენალტები უნდა დაემუშავებინა. იმ სეზონში “ბორუსიამ” 5–ჯერ დაარტყა პენალტი და ვერც ერთი გამოიყენა.

მომდევნო გაზაფხულს კლოპმა “ბაიერნი” კონტრპრესიგის კოპირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ჩინელებივით გამუდმებით სხვისი წარმატების მოდულს ითვისებენ.

იმ სეზონში “დორტმუნდმა” დრამატულ დაპირისპირებაში “მალაგა” დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. მეორეს დღეს კი ვარჯიშზე მისულ კლოპს გაფითრებული ცორკი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ “ბაიერნმა” კონტრაქტში არსებული პუნქტით ისარგებლა და მარიო გიოტცე შეიძინა 37 მილიონად, ხოლო მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით ლევანდოვსკის შემთხვევაშიც იგივეს იზავდნენ. კლოპმა ყველა საქმე გადადო და განმარტოვდა. გიოტცე იყო პირველი ტალანტი, რომელიც კლოპმა “დორტმუნდში” გამოჩარხა. მან ის მოედანზე 16 წლის ასაკში გაუშვა. ზუსტად 2 წლის შემდეგ მარიო ნაკრებში გამოიძახეს.

ლონდონის ფინალს “ბაიერნთან” გიოტცე თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა (ტრავმის გამო). მომავალ სეზონში კი დორტმუნდში “ბაიერნის” ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდა. გულშემატკივართა სტვენის გამო ის ტრიბუნები ქვეშ “ხურდებოდა”, შემდეგ შეცვლაზე შემოვიდა და 10 წუთში გოლიც გაიტანა.

მომდევნო სეზონი – სრული საშინელება: წავიდა ლევანდოვსკი, მოვიდა იმობილე და რამოსი რომლებიც ვერ აეწყვნენ, ნაკრების ხალხმა ჩემპიონატის მერე ვეღარ მოასწრო აღდგენა, როისმა მესამე სერიოზული ტრავმა მიიღო – წარმოგიდგენიათ? როგორც პირველ შეხვედრაში გაუშვეს გოლი მეცხრე წამზე ისე აგებდნენ ნოემბრამდე თითქმის ყველასთან. შეხვედრაში საშუალოდ 120 კილომეტრს დარბოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მე–17 ადგილზე დაეშვნენ. “სანტ პაულისთან” სათასო მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე კლოპთან ქალი მივიდა და უთხრა: ” შენ გამარჯვებისკენ მიგვიძღოდი, ახლა კი ჩვენ გამოგიყვანთ ამ კრიზისიდან.”

“დორტმუნდიდან” წასვლის შესახებ “იუვენტუსთან” მარცხიდან 1 თვის შემდეგ განაცხადა, ხოლო 1 წლის შემდეგ “ვესტფალენშტადიონს” “ლივერპულთან” ერთად დაუბრუნდა. გერმანელები ამჯერადაც გამოვარდნენ ევროთასიდან, თუმცა კლოპი “ენფილდთან” ერთად ზეიმობდა და უბრალოდ გაუგებარია ის და “ლივერპული” აქამდე როგორ არსებობდნენ ერთმანეთის გარეშე.

ეს კი უბრალოდ განწყობისთვის : 

 

ავტორი : გიორგი ლომიძე (Mersy)