ჯორდან ჰენდერსონი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი17 ივნისი 1990
ასაკი28
პოზიციანახევარმცველი
ნომერი14
ყოფილი კლუბი სანდერლენდი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2011
ტრანსფერის ფასი:£15 მილიონი
კონტრაქტი:2023 წლამდე
სიმაღლე:1,87 სმ
ბიოგრაფია
      ჯორდან ჰენდერსონი არის “box-to-box” სტილის ნახევარმცველი. მას კარიერის საუკეთესო წლები უდავოდ “ლივერპულში” აქვს. 2015 წელს “წითლების” კაპიტნად დაინიშნა.
      ენფილდზე 2011 წლის ივნისში მოვიდა “სანდერლენდიდან”. სწორედ “შავი კატების” ახალგაზრდულ გუნდში გამოჩნდა მისი პოტენციალი. “სანდერლენდის” აკადემიაში 7 წლის ასაკიდან ირიცხებოდა. “შავი კატების” პირველ გუნდში დებიუტი კი 2008 წელს “ჩელსის” წინააღმდეგ ქონდა.
      სადებიუტო სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონშიპში “ქოვენთრი სიტიში” გაატარა იაჯრით. 2009-2010 წლების სეზონში 38-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და “სანდერლენდის” წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.
      2010-11 წლების სეზონიც საკმაოდ კარგად დაიწყო. ამ სეზონში ფაბიო კაპელომ ნაკრებში უხმო ჰენდერსონს. და 20 წლის ასაკში “სამი ლომის” მაისურით გავიდა მოედანზე საფრანგეთის წინააღმდეგ 2010 წლის ნოემბერში. აქამდე ჯორადნი ინგლისის U21 ნაკრებს კაპიტნობდა.
      ჰენდერსონმა “სანდერლენდი” 79 მატჩში გატანილი 5 გოლით დატოვა. თუმცა ძველ თანაგუნდელებს მალევე შეხვდა. 2011 წლის 31 აგვისტოს სწორედ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგა ჰენდერსონის “ლივერპულური” დებიუტი. პირველი სეზონი “წითლების” 14 ნომერმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაატარა. “Capital One Cup”-ის მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჰენდერსონმა , როგორც ფინალურ მატჩში “კარდიფის” წინააღმდეგ ისე სხვა მატჩებში შესანიშნავად ითამაშა.
      სეზონი კი ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა , რადგან ინგლისის ახალმა მწრთვნელმა ტრამვირებული ფრენკ ლამპარდის ნაცვლად ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე სწორედ ჰენდერსონი წაიყვანა. ტურნირზე “სამმა ლომმა” მეოთხედ ფინალამდე გააღწია , სადაც იტალიის წინააღმდეგ 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდა.
      2013-14 წლების სეზონში , როდესაც “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა ჰენდერსონს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გუნდში. მან არაერთი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებსაც ამარაგებდა საგოლე გადაცემებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის , რომ ჰენდერსონი ინგლისს ბრაზილიაშიც გაჰყვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
      “ლივერპულში” დაბრუნებულს ჰენდერსონს სიურპრიზი ელოდა. მან მეოთხე სეზონი კლუბში ვიცე-კაპიტნის რანგში დაიწყო. სეზონის ბოლოს კი მან კლუბის კაპიტნის სამკლაური მოირგო , რადგან იმჟამინდელი კაპიტანი სტივენ ჯერარდი ამერიკაში , კერძოდ კი “ლოს ანჯელესში” გადავიდა სათამაშოდ.
      კლოპის გუნდში მოსვლის შემდეგ, ჰენდერსონმა ამპლუა შეიცვალა და საყრდენი ნახევარმცველის როლში მოგვევლინა. “ექვსიანზე” მან არაერთი სეზონი გაატარა, თუმცა ტრავმებმა მას სტაბილურად კარგ თამაშში ხელი შეუშალა. გუნდში ფაბინიოს მოსვლის შემდეგ მას აღნიშნულ პოზიციაზე ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა, გერმანელმა სპეციალისტმა კი გადაწყვიტა ჯორდანისთვის ძველი როლი შეეთავსებინა, ჯერჯერობით, “ახალი” ჰენდერსონი გაცილებით უკეთ გამოიყურება. ახალი კონტრაქტიც მეტყვლებს კლუბის მიერ გამოჩენილ ნდობასა და მხარდაჭერაზე.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Liverpool FCLeague Cup2012

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი