დანიელ სტარიჯი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი1 სექტემბერი 1989
ასაკი29
პოზიციაფორვარდი
ნომერი15
ყოფილი კლუბი ჩელსი
ტრანსფერის თარიღი2 იანვარი 2013
ტრანსფერის ფასი:£12 მილიონი
კონტრაქტი:2019 წლამდე
სიმაღლე:1,80 სმ
ბიოგრაფია
      2013 წლის მეორე დღეს ახალგაზრდა ინგლისელმა ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა დატოვა ლონდინის “ჩელსი” და შეუერთდა “ლივერპულს”.
      სტარიჯი დაიბადა ბირმინგემში 1989 წლის 1 სექტემბერს. ახალგაზრდული კარიერა დაიწყო ადგილობრივ “ასტონ ვილაში” , შემდეგ გადავიდა “ქოვენთრიში” და შემდეგ იყო “მანჩესტერ” სიტი 2003-ში.
      სტარიჯმა “ლივერპულის” წინააღმდეგ პირველად 2006 წელს ითამაშა ახალგაზრდული ფა თასის ფინალში. სადაც 3-2 დამარცხდა “მანჩესტერ სიტი”.
      ახალგაზრდა ფორვარდი სწრაფი ტემპით აგრძელებდა პროგრესირებას და პირველი პროფესიონალური კონტრაქტი უკვე 2006-07 წლების სეზონის დასაწყისში დაიმსახურა და “ქალაქელთა” პირველ გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში. ხოლო მისი დებიუტი 2007 წლის თებერვალში შედგა “რედინგის” წინააღმდეგ.
      ამის შემდეგ დანიელს გარკვეული პერიოდი ტრამვები აწუხებდა. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად მწყობრში ჩამდგარმა სტარიჯმა პირველი პროფესიონალური გოლი 2008 წლის იანვარში გაიტანა “დერბი ქანთრის” წინააღმდეგ.
      2009 წლის ივლისში სტარიჯს “სიტისთან” კონტრაქტი ამოეწურა და 19 წლის ფორვარდი “ჩელსის” შეუერთდა. “არისტოკრატთა” რიგებში მისი დებიუტი 2009 წლის აგვისტოში შედგა “სანდერლენდის” წინააღმდეგ. პირველი მატჩი პირველი წუთიდან კი “ბოლტონის” წინააღმდეგ დაიწყო ლიგის თასზე. სეზონის ბოლოს სტარიჯი იყო “ჩელსის” საუკეთესო გოლეადორი ფა თასზე. მათ ამ სეზონში ზემოთ ხსენებული თასის მოგება მოახერხეს.
      2011-12 წლების სეზონში ჩელსის რიგებში დანიელ სტარიჯმა 13 გოლის გატანა მოახერხა. ეს იყო პრაქტიკულად მისი ბოლო სეზონი ლონდონში. 2013 წლის იანვარში ბრენდან როჯერსმა “ლივერპულში” გადაიყვანა. ყველაფერი ისე აეწყო , რომ სტარიჯისთვის “ლივერპული” იდეალურ ვარიანტად ითვლებოდა. მართლაც მას სადებიუტო მატჩში მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. ის შემდეგ მოედანზე ოლდ ტრაფორდზე გამოჩნდა ხოლო შემდეგ “ნორვიჩის” წინააღმდეგაც ითამაშა. სტარიჯი გახდა 40 წლის მანძილე “ლივერპულის” პირველი მოთამაშე , რომელმაც პირველ სამ მატჩში გოლი გაიტანა.
      2013 წლის 12 მაისს სტარიჯმა “ლივერპულის” მაისურით პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. “ფულემის” წინააღმდეგ 3-1 მოგებულ მატჩში.
      2013-14 წლების სეზონის დაწყებამდე დანიელმა მცირე ტრამვა მიიღო. თუმცა სეზონის სტარტზე უკვე მწყობრში იყო და პირველ ხუთ ტურში თავის გამოჩენაც შეძლო. სეზონის ბოლოს სტარიჯს 20-ზე მეტი გოლი ჰქონდა “ლივერპულის” მაისურით გატანილი და პრემიერ ლიგაში მას მხოლოდ მისი თანაგუნდელი ლუის სუარესი ასწრებდა. ეს სეზონი “წითლებმა” მეორე ადგილას დაასრულეს.
      თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საუკეთესო სეზონი ინგლისელი თავდამსხმელის კარიერაში. ხშირმა ტრავმებმა სტარიჯს სტაბილურად თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, რაც მის შედეგიანობაზეც აისახა. უკვე დიდი ხანია, დანიელი “ლივერპულის” სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ ითვლება.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
ChelseaPremier League2009-10
ChelseaFA Cup2009-10
ChelseaFA Cup2011-12
ChelseaUEFA Champions League2011-12

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
Manchester City Young Player of the Year2008-09
UEFA European Under-21 Championship Team of the Tournament2011
PFA Team of the Year2013-14