მარკო გრუიჩი
ეროვნება: სერბთი
დაბადების თარიღი13 აპრილი 1996
ასაკი23
პოზიციანახევარმცველი
ნომერი16
ყოფილი კლუბი რედ სტარი
ტრანსფერის თარიღი6 იანვარი 2016
ტრანსფერის ფასი:£5 მილიონი
კონტრაქტი:2023 წლამდე
სიმაღლე:1,91 სმ
ბიოგრაფია
      2016 წლის 6 იანვარს მარკო გრუიჩი “ლივერპულში” გადმოვიდა. მარკო გახდა იურგენ კლოპის პირველი შენაძენი “წითელბის” მწრთვნელის რანგში.
      გრუიჩი ბავშვობიდან ბელგრადის “Red Star”-ის აკადემიაში ირიცხება. აკადემიაში გატარებული 8 წლის შემდეგ მარკოს დებიუტი 2013 წელს “ვოივოდინას” წინააღმდეგ შედგა. მაშინ გრუიჩი 17 წლის იყო.
      2014 წელს მარკო სერბეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე “FK Kolubara”-ში გადავიდა იჯარით. მან იქ ოთხი თვე გაატარა და ბევრად გამოცდილი დაბრუნდა მშობლიურ კლუბში.
      უკან ბელგრადში დაბრუნებული გრუიჩი პირველი გუნდიშ ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბდა და გუნდთან ერთად 2014-15 წლების სეზონში შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
      გრუიჩის პროგრესი არც სამშობლოში არ გამოჰპარვიათ. მან გუნდთან ერთად U20 ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატზე მარკო გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო.
      “რედ სტარში” ახალი მწრთვნელის მოსვლის შემდეგ მარკომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი ფიზიკური შემადგენლობიდან გამომდინარე 2015-16 წლების სეზონი ბევრად უკეთესი გამოვიდა ვიდრე წინა წლები.
      2015-16 წლების სეზონი “რედ სტარმა” 25 ქულით ცხრილის სათავეში დაასრულა. მარკომ 22-დან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
      აღსანიშნავია, რომ გრუიჩი კლოპის პირველი ახალწვეული იყო “ნისლიან ალბიონზე”. ამბობდნენ, რომ მისი დამატება იურგენის ასისტენტს, ჟელკო ბუვაჩს სურდა. პრე-სეზონზე სერბი ნახევარმცველი ძალიან კარგად გამოიყურებდა და გოლებიც გაჰქონდა – აღნიშვნის ღირსია “უემბლიზე”, “ბარსელონას” კარში გატანილი გოლი. სეზონის განმავლობაში კი მას მხოლოდ რამდენიმე ოფიციალურ მატჩში მიეცა მონაწილეობის მიღების საშუალება.
      გრუიჩი ჯერ “კარდიფში”, ხოლო შემდეგ “ჰერტაში” გაანათხოვრეს. ბერლინურს კლუბს მარკო იმდენად კარგად მოერგო, რომ როგორც თვითონ ამბობს, “ლივერპულში” დაბრუნებას ჯერ არც აპირებს.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Red Star BelgradeSuperLiga2015-16

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი