ალბერტო მორენო
ეროვნება: ესპანეთი
დაბადების თარიღი5 ივლისი 1992
ასაკი26
პოზიციამარცხენა მცველი
ნომერი18
ყოფილი კლუბი სევილია
ტრანსფერის თარიღი13 აგვისტო 2014
ტრანსფერის ფასი:£15 მილიონი
კონტრაქტი:2019 წლამდე
სიმაღლე:1,71 სმ
ბიოგრაფია
      იმ დროს ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ალბერტო მორენო “ლივერპულს” 2014 წლის აგვისტოში შეუერთდა. ბრენდან როჯერსმა დაცვის ხაზში პრობლემების გადაჭრა მორენოს ტრანსფერით გადაწყვიტა.
      მორენო დაიბადა 1992 წლის 5 ივლისს სევილიაში. ფეხბურთის თამაშიც ადგილობრივ კლუბში “სევილიაში” დაიწყო. ესპანურ კლუბს ძალიან კარგი აკადემია აქვს სადაც რეგულარულად აკვირდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მათგან გამორჩეულებს აძლევენ ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობას.
      ალბერტო მორენო გამოირჩევა სისწრაფით. მისი დრიბლინგები როგორც პატარა ისე დიდ მანძილზე ძალიან კარგია. მორენოს კარგად გამოსდის შეტევაში ჩართვაც. ფლანგზე მისი დრიბლინგი და ჩაწოდებები ძალიან სახიფათოა. ასევე შორეული დარტყმებითაც გამოირჩევა.
      მისი დებიუტი “სევილიას” შემადგენლობაში 2012 წლის აპრილში შედგა “ბილბაოსთან” მატჩში , სადაც “სევილია” მარცხდებოდა 1-0. მორენოს თავის გამოჩენისთვის ბოლო რამოდენიმე წუთი მიეცა. თუმცა ამის შემდეგ მას მომდევნო შანსისთვუის თითქმის 1 წელი მოუწია ლოდინი.
      10 თვის შემდეგ მორენომ “ანდალუსიელთა” რიგებში პირველი მატჩი პირველივე წუთიდან დაიწყო “დეპორტივო ლა კორუნას” წინააღმდეგ და 90 წუთი გაატარა მოედანზე. ამ მატჩში “სევილიამ” გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო მორენოს აღმასვლის დასაწყისი.
      ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა , როდესაც U21 ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა , მათ შორის ფინალში ფაბიო ბორინის “იტალიასთან” და ტურნირიც მოიგო.
      თუ ეს წელი იყო წარმატების წელი მორენოსთვის , მაშინ მომდევნო წელი სურპრიზი იქნება. მან მოახერხა “სევილიას” შემადგენლობის უცვლელ წევრად გადაქცევა და გუნდთან ერთად ევროპის ლიგაც კი მოიგო. თუმცა სუპერ თასის მატჩში მონაწილეობა ვეღარ მიიღო , რადგან მისი ტრანსფერი “ლივერპულში” უკვე გადაწყვეტილი იყო.
      მერსისიადული კარიერა ესპანელისთვის არც თუ ცუდად დაიწყო. ის დაცვაში საკმაოდ საიმედო იყო და შეტევაშიც კარგად ერთვებოდა, თუმცა მაინც არასტაბილურობა ახასიათებდა. ევროპა ლიგის ფინალში მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. მომდევნო სეზონში კი კლოპმა მორენო სათადარიგოთა სკამზე გაამწესა, ძირითად შემადგენლობაში მის პოზიციაზე ჯეიმს მილნერი მოგვევლინა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ინგლისელმა საქმე არც თუ ცუდად შეასრულა.
      გუნდში ენდი რობერტსონის მოსვლის შემდეგ ალბერტოს შანსები კიდევ უფრო შემცირდა. დიდი ალბათობით, 2019 წლის ზაფხულში ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Sevilla FCEUROPA LEAGUE2013-14

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
UEFA European Under-21 Championship: Team of the Tournament2013