ნათანიელ კლაინი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი5 აპრილი 1991
ასაკი28
პოზიციამარჯვენა მცველი
ნომერი2
ყოფილი კლუბი საუთჰემპტონი
ტრანსფერის თარიღი25 ივნისი 2013
ტრანსფერის ფასი:£15 მილიონი
კონტრაქტი:2020 წლამდე
სიმაღლე:1,75 სმ
ბიოგრაფია
      25 წლის ინგლისელი მარჯვენა მცველი ნათანიელ კლაინი “ლივერპულს” “საუთჰემპტონი”-დან შეუერთდა , სადაც მან 3 წარმატებული სეზონი გაატარა და დაიმკვიდრა ადგილი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.
      კლაინის ტალანტი აღმოაჩინეს “Afewee Academy”-ში , საიდანაც ის შეუერთდა “კრისტალ პალასს”. გუნდს , რომელშიც შემდეგ 13 წელი გაატარა და საიდანაც დაიწყო მისი პროფესიონალური კარიერა.
      “არწივებში” ნეთ კლაინის დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა. მაშინ ინგლისელმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა ჩემპიონშიპის მატჩში “ბარნსლის” წინააღმდეგ მატჩში , რომელშიც “კრისტალ პალასმა” 3-0 იმარჯვა.
      2009 წელს ნათანიელ კლაინი ინგლისის U19 ნაკრებში გამოიძახეს და წაიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში.
      ტურნირზე სამი ლომი ნახევარ-ფინალში დამარცხდა ესპანელების წინააღმდეგ. თუმცა კლაინმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და ყოველ მატჩში სულ უფრო და უფრო უკეთესად გამოიყურებოდა.
      2010-11 წლების სეზონში მან “კრისტალ პალასის” მიერ ჩატარებულ 46-იე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც დაიმსახურა. მას ასევე ჰქონდა გასული ორი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მინიჭებული.
      ამის შემდეგ 2012 წელს კლაინი “საუთჰემპტონში” გადავიდა , სადაც უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. “საუთჰემპტონში” მისი მესამე სეზონი “ლივერპულის” წინააღმდეგ 2-1 წაგებული მატჩით დაიწყო , სადაც “წმინდანების” მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ კლაინი აღმოჩნდა.
      ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2014 წელს გამოიძახეს. კლაინმა პირველი მატჩი უემბლიზე “სლოვენიის” წინააღმდეგ გამართა და ამის შემდეგ 24 წლის მარჯვენა მცველი როი ჰოჯსონის გუნდის რეგულარულ მოთამაშედ იქცა.

      2014-15 წლების სეზონი “საუთჰემპტონმა” შესანიშნავად ჩაატარა და გასაკვირი შედეგი აჩვენა. გუნდმა პრემიერლიგა მე-7 ადგილას დაასრულა. ამ სეზონში გუნდის ერთერთი საუკეთესო მოთამაშე სწორედ ინგლისელი მარჯვენა მცველი იყო.
      2015 წლის 1 ივლისს კლაინი “ლივერპულს” შეუერთდა. ის მალევე იქცა მერსისაიდელთა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ და სტაბილურად კარგი თამაშის წყალობით როჯერსისა და კლოპის ნდობაც მოიპოვა. იყო პერიოდი, როცა ის გუნდში საუკეთესო მცველიც კი იყო.
      საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, კლაინი თავის პოზიციაზე უკონკურენტო იყო, თუმცა 2017 წლის პრე-სეზონზე მიღებულმა სერიოზულმა ტრავმამ ის მოედანს მთელი სეზონით ჩამოაშორა. მისი ადგილი კი შემადგენლობაში გომესმა და არნოლდმა დაიკავეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე მათგანმა საქმეს თავი კარგად გაართვა. მეტიც, გამოჯანმრთელების შემდეგ, კლაინი ვეღარ დაბრუნდა სასტარტო 11-ეულში… 2019 წლის იანვარში კი ის კლუბმა “ბორნმუთში” გაანათხოვრა. როგორც ცნობილია, ეს თავად ინგლისელის მოთხოვნა იყო.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
Crystal Palace Young Player of the Year2009 , 2010
Football League Young Player of the Year2010
UEFA European Under-19 Championship Technical Selection2010
Crystal Palace Player of the Year2011
PFA Championship Team of the Year2011-12