ადამ ლალანა
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი10 მაისი 1988
ასაკი30
პოზიციანახევარმცველი
ნომერი20
ყოფილი კლუბი საუთჰემპტონი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2014
ტრანსფერის ფასი:£26 მილიონი
კონტრაქტი:2020 წლამდე
სიმაღლე:1,76 სმ
ბიოგრაფია
      2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ “საუთჰემპტონის” კაპიტანი ადამ ლალანა “ლივერპულს” შეუერთდა.
      დაიბადა 1988 წელს “St Albans”-ში. ხუთი წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში “ბორმუთის” აკადემიაში. სადაც მალევე აღმოაჩინეს სკაუტებმა და გადაიყვანეს “საუთჰემპტონის” ცნობილ აკადემიაში 2000 წელს. სადაც ასევე ირიცხებოდნენ გარეთ ბეილი , ალექს ოქსლეიდ ჩემბერლინი , თეო უოლკოტი და თანამედროვე ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი.
      6 წლის შემდეგ 2006 წლის აგვისტოში ადამ ლალანას ჰქონდა დებიუტი “საუთჰემპტონის” პირველ გუნდში ინგლისის ლიგის თასზე “იეოვილს თაუნის” წინააღმდეგ.
      2008-09 წლების სეზონში ლალანამ “საუთჰემპტონის” მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. თუმცა ამ სეზონში მისი გუნდი ლიგა 1-ში დაქვეითდა. ეს იყო საკლუბო დონეზე მისი ბოლო დაქვეითება. ინგლისელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა მისი გუნდის მაღალ დონეზე დაბრუნება. მომდევნო სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა , 20 გოლი გაიტანა და მის გუნდს ლიგა 1 მოაგებინა.
      ლალანას სანაკრებო დებიუტი “სამ ლომში” 2013 წლის ნოემბერში შედგა ჩილეს წინააღმდეგ. 2013-14 წლების სეზონში ადამმა 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შედეგით ის პრემიერ ლიგის სეზონის წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა სტივენ ჯერარდთან , დანიელ სტარიჯთან და ლუის სუარესთან ერთად.
      2014 წლის მაისში ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადში ლალანაც შეიყვანა. მან ტურნირზე ჯგუფში ერთი მატჩი დაიწყო პირველივე წუთიდან. სამწუხაროდ “სამი ლომი” ჯგუფურ ეტაპს არ გასცელია.
      მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე “ლივეპულის” ხელმძღვანელობამ არ დააყოვნა და “წმინდანებს” ლალანას ტრანსფერის თაობაზე მიმართეს. საბოლოს ადამი და მისი კიდევ ერთი თანაგუნდელი , რიკი ლამბერტი “წითლებს” შეუერთდნენ.
      გუნდის ახალწვეულმა 20 ნომრიანი მაისური მოირგო , თუმცა ტრამვის გამო სექტემბრამდე ვერ თამაშობდა. დაბრუნების შემდეგ მალევე შეძლო გოლის გატანა “ვესტ ბრომვიჩის” წიანაღმდეგ ენფილდზე. ლალანამ მისი პირველი გოლი ფა თასზე “კრისტალ პალასს” გაუტანა. სწორედ ამ გოლმა მოუტანა “ლივერპულს” გამარჯვება იმ მატჩში.
      ინგლისელი მალევე იქცა იურგენ კლოპის ერთ-ერთ “საყვარელ” მოთამაშედ, რადგან ის გერმანელის გეგენპრესინგის არსი მას ძალიან კარგად ესმოდა და მოედანზე დაფარული მანძილით ის ხშირად საუკეთესოც კი იყო. თუმცა, ხშირმა ტრავმებმა ადამს ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაში ხელი ძალიან შეუშალა. რეალურად, სასურველ დონეზე მან სტაბილურად მხოლოდ ნახევარი წელი ითამაშა. ბოლო პერიოდში კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და როტაციის მოთამაშედ იქცა.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
PFA Championship Team of the Year2013-14