22 სიმონ მინოლე

სიმონ მინოლე
ეროვნება: ბელგია
დაბადების თარიღი6 მარტი 1988
ასაკი31
პოზიციამეკარე
ნომერი22
ყოფილი კლუბი სანდერლენდი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2013
ტრანსფერის ფასი:£9 მილიონი
კონტრაქტი:2021 წლამდე
სიმაღლე:1,93 სმ
ბიოგრაფია
      ბელგიელი კიპერი სიმონ მინოლე “ლივერპულს” 2013 წლის ივნისში შეუერთდა ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე “სანდერლენდიდან”.
      მინოლემ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ქალაქ “Sint-Truiden”-ში დაიწყო. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა ახალგაზრდული ასაკიდანვე. საერთო ჯამში მან “Sint-Truiden”-ის მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად მოიპოვა ბელგიის მეორე ლიგის ჩემპიონის სტატუსი და აღზევდა პირველ ლიგაში 2008-09 წლებში.
      2010 წელს მას შემდეგ , რაც ბელგიურმა კლუბმა “სანდერლენდთან” ტრანსფერის თანხა £2 მილიონი შეათანხმა სიმონმა ინგლისს მიაშურა.
      იმ დროისთვის “სანდერლენდის” ძირითად მეკარედ კრეიგ გორდონი ითვლებოდა და ამიტომ მინოლეს სათადარიგოთა სკამზე მოუწია ყოფნა. თუმცა გორდონის ტრამვამ ყველაფერი შეცვალა. “შავი კატების” კარის დარაჯის პოზიცია მინოლემ ჩაიბარა.
      რაც შეეხება სანაკრებო კარიერას მისი დებიუტი “ბელგიის” ეროვნულ ნაკრებში ეურო 2012-ის შესარჩევზე 2011 წლის მარტში შედგა , როდესაც “ბელგიამ” საშინაო არენაზე “აუსტრია”-ს 2-0 სძლია.
      2012-13 წლების სეზონში სიმონ მინოლემ “სანდერლენდის” 38-ივე პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან 11 ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა , რაც დაეხმარა “სანდერლენდს” პრემიერლიგის 15 გუნდს შორის მოხვედრაში. ამ სეზონში მინოლემ შეძლო 149 “სეივის” განხორციელება რაც პრემიერლიგაში ერთერთი საუკეთესო შედეგი იყო. ის მხოლოდ “Jussi Jaaskelainen”-ს ჩამორჩა ამ შედეგით.
      ამ წელს მინოლეს მიმართ ინტერესი ბევრმა კლუბმა გამოიჩინა , მათ შორის იყო “ლივერპული” , რომელსაც იმ დროს ბრენდან როჯერსი ედგა სათავეში. საბოლოოდ მინოლემ “ლივერპული” არჩია და ტრანსფერი 2013 წლის 25 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა.
      დამდეგი სეზონის სადებიუტო მატჩში , რომელშიც “ლივერპულს” “სტოკის” მასპინძლობა უწევდა , სწორედ მინოლე იქნა არჩეული “წითლების” ძირთად მეკარედ. მატჩში სიმონმა არაერთი “სეივი” განახორციელა მათ შორის მოახერხა 11 მეტრიანი დარტყმის მოგერიება მატჩის ბოლო წუთზე და საბოლოოდ “ლივერპულმა” ის მატჩი 1-0 იმარჯვა.
      2014 წლის დეკემბერში სიმონმა “ლივერპულის” ძირითად გუნდში ადგილი დაკარგა. თუმცა მალევე მოახერხა ადგილის დაბრუნება იმ შესანიშნავი მატჩებით , რომლებიც მან ჩაატარა.
      2016 წლის იანვარში მინოლემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა , რომელსაც ვადა 2021 წელს ეწურება.
      გუნდში ლორის კარიუსის მოსვლის შემდეგ, ბელგიელი კიპერი მაინც რჩებოდა მერსისაიდელთა პირველ მეკარედ, თუმცა ალისონ ბეკერის გაფორმებამ მას სასტარტო 11-ეულში მოხვედრის შანსები მინიმუმამდე შეუმცირა – როგორც პრემიერ ლიგაში, ის ჩემპიონთა ლიგაზე “წითლების” კარს სწორედ ბრაზილიელი იცავს.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Sint-Truidenბელგიის მეორე დივიზიონის ჩემპიონი2008-09

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
ბელგიის წლის საუკეთესო მეკარე2009-10
სანდერლენდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი2013
ლივერპულის წლის საუკეთესო ფეხბურთელი2014-15