დივოკ ორიჯი
ეროვნება: ბელგია
დაბადების თარიღი18 აპრილი 1995
ასაკი23
პოზიციაფორვარდი
ნომერი27
ყოფილი კლუბი ლილი
ტრანსფერის თარიღი29 ივლისი 2014
ტრანსფერის ფასი:£10 მილიონი
კონტრაქტი:2020 წლამდე
სიმაღლე:1,85 სმ
ბიოგრაფია
      2014 წლის მუნდიალის ერთერთი ყველაზე მთავარი ახალგაზრდა აღმოჩენა დივოკ ორიჯი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” შეუერთდა. თუმცა ერთი სეზონი კვლავ “ლილის” მაისურით გამოდიოდა.
      “ლივერპულმა” ორიჯისთვის ბრძოლაში არაერთი პრემიერ ლიგის და არა სხვა ევროპული გრანდი დაამარცხა. მისი “ლივერპულური” კარიერა 2015-16 წლების სეზონში დაიწყო.
      დივოკ ორიჯი დაიბადა ბელგიაში 1995 წელს. ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა “გენკის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.
      აკადემიის დონეზე ბევრად ძლიერი იყო უკვე დივოკი , როდესაც პირველი შემოთავაზება მოუვიდა ევროპის პრესტიჟული ჩემპიონატის მონაწილე გუნდიდან. და 2010 წელს ორიჯი “ლილს” შეუერთდა “ლილში” მისი დებიუტი 2013 წლის თებერვალში შედგა. ორიჯის მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად.ამ დროს ის 17 წლისა და 10 თვის იყო.
      2014 წელს დივოკ ორიჯის მუნდიალზე გამგზავრება კრისტიან ბენტეკეს ტრამვამ განაპირობა. ნაკრებში მისი დებიუტი ჩემპიონატის წინა “გასახურებელ” ეტაპზე ჰქონდა ლუქსემბურგის წინააღმდეგ. ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე დივოკ ორიჯის წყალობით დაამარცხა ბელგიამ რუსეთი ჯგუფურ ეტაპზე.
      მუნდიალის დასრულების შემდეგ ორიჯის ძალიან ბევრ ტოპ კლუბს უკავშირებდნენ. თუმცა “ლივერპული” აღმოჩნდა ის ვინც გადადგა პირველი ნაბიჯი და გაიფორმა კიდეც ორიჯი. ამის შემდეგ მან 1 სეზონი კვლავ ძველ კლუბში “ლილში” გაატარა. მან მისი თამაშით “სკაუზერებს” აჩვენა , რომ გუნდში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად იბრძოლებდა პირველი ფორვარდობისთვის. 2015 წლის მარტში “რენის” წინააღმდეგ ჰეთ-თრიკის გატანაც მოახერხა.
      2015 წლის ივლისში შეუერთდა “ლივერპულს” და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.მისი დებიუტი “წითლების” მაისურით ოლდ ტრაფორდზე შედგა. პირველი გოლი კი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ლიგის თასზე 6-1 მოგებულ მატჩში გაიტანა.
      პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ორიჯის შესაძლო განათხოვრებასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელს არ სურს “ენფილდის” დატოვება და მზადაა კლოპს დაუმტკიცოს, რომ ის იმსახურებს “ლივერპულში” თამაშს.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი