ჟოელ მატიპი
ეროვნება: კამერუნი
დაბადების თარიღი8 აგვისტო 1991
ასაკი27
პოზიციაცენტრალური მცველი
ნომერი32
ყოფილი კლუბი შალკე
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2016
ტრანსფერის ფასი:£0 (უფასო)
კონტრაქტი:2020 წლამდე
სიმაღლე:1,95 სმ
ბიოგრაფია
      მატიპმა საფეხბურთო კარიერა “SC Weitmar 45”-ში დაიწყო , შემდეგ იყო “VFL Bochum” საიდანაც “Schalke 04”-მ დიდი ტალანტი დაინახა ახალგაზრდა ფეხბურთელში და გუნდში მიიწვია. მისი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება “შალკეს” მეორე გუნდში დაიწყო გერმანიის მეორე დივიზიონში.
      2009 წლის ნოემბერში შედგა მისი დებიუტი “შალკეს” პირველ გუნდში. მან მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშა , გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. დებიუტიც ასეთი უნდა !
      გერმანიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა ე.წ. “საყრდენი” ნახევარმცველის პოზიციაზე.
      მისმა ასეთმა წარმატებულმა თამაშმა და იმან , რომ კამერუნის ნაკრებს დაცვის ხაზში პრობლემები ჰქონდა გამოიწვია ის , რომ 18 წლის ჟოელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა იტალიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
      2011-12 წლების სეზონში მან ნახევარმცველის პოზიციიდან მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. და გერმანელ მცველ ჰოვედესთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა. 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად “შალკეს” მაისურით. გერმანულ კლუბთან ერთად ორი ტიტულის მოგებაც მოასწრო , გერმანიის თასის და გერმანიის სუპერთასის 2011 წელს.
      24 წლის მატიპი შესანიშნავად ართმევდა მცველისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, არასდროს ერიდებოდა ვარდნებს და შემტევებთან ორთაბრძოლებს როდესაც ეს საჭირო იყო.
      ჟოელს შეეძლო “ლივერპულის” ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ყოფილიყო, თუმცა ტრავმებმა მას თავის დამკვიდრებასა და ადაპტაციაში ხელი ძალიან შეუშალა. გუნდში ვირჯილ ვან დეიკის მოსვლის შემდეგ, მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა, ხოლო ჯო გომესის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა კამერუნელი როტაციის მოთამაშედ აქცია.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Schalke 04DFB-Pokal2010-11
Schalke 04DFL-Supercup2011

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი