რაიან კენტი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი11 ნოემბერი 1996
ასაკი22
პოზიციანახევარმცველი
ნომერი40
ყოფილი კლუბი ლივერპულის აკადემია
ტრანსფერის თარიღი
ტრანსფერის ფასი:£0
კონტრაქტი:2019 წლამდე
სიმაღლე:1,78 სმ
ბიოგრაფია
      ოლდჰემში დაბადებული რაიან კენტი “ლივერპულის” აკადემიაში 7 წლის ასაკში ჩაირიცხა.
      “წითლების” U21 გუნდის რეგულარულ წევრს შეუძლია ვინგერად თამაში ორივე ფლანგზე.
      2014-15 წლების შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ , 2015 წლის ზაფხულშე კენტი გუნდს პრე-სეზონზე გაჰყვა აზია , ოკეანეთის ქვეყნებში. პირველი მატჩში კი სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა “Brisbane Roar” წინააღმდეგ.
      2015 წლის სექტემბერში კენტი გაანათხოვრეს “Coventry City”-ში. 2016 წლის იანვარში კლოპმა უკან დააბრუნა. “Coventry City”-ში კენტს 17 მატჩი გქონდა ჩატარებული.
      “ლივერპულის” პირველ გუნდში კენტს დებიუტი ფა თასზე ჰქონდა “ექსტერის” წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი ამ ზაფხულს ჩემპიონშიპში “ბარნსლიში” გაანათხოვრეს.
      მოგვიანებით იყო იჯარები “ფრაიბურგსა” და “ბრისტოლში”, თუმცა მერსისაიდში დაბრუნებულ კენტი თავის გამოჩენის შანსს მხოლოდ პრე-სეზონზე იღებდა და მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ის ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა, აგვისტოში მაინც ახალ კლუბში უწევდა გადაბარგება.
      2018 წლის ივლისში კენტი სტივენ ჯერარდთან, გლაზგოს “რეინჯერსში” გაანათხოვრეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე წარმატებული იჯარა გამოდგა, რადგან ინგლისელი ძირითადი შემადგენლობის წევრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სტივი ჯიც ხშირად საუბრობს მასზე და არაა გამორიცხული, კარიერა კენტმა სწორედ შოტლანდიურ გრანდში განაგრძოს.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი