ჟორჟინიო ვეინალდუმი
ეროვნება: ჰოლანდია
დაბადების თარიღი11 ნეომბერი 1990
ასაკი28
პოზიციანახევარმცველი
ნომერი5
ყოფილი კლუბი ნიუკასლ იუნაიტედი
ტრანსფერის თარიღი2 ივლისი 2016
ტრანსფერის ფასი:£23 მილიონი
კონტრაქტი:2021 წლამდე
სიმაღლე:1,75 სმ
ბიოგრაფია
      2016 წლის 22 ივლისს ჩემპიონშიპში დაქვეითებული “ნიუკასლ იუნაიტედიდან” “ლივერპულს” ჟორჟინიო ვეინალდუმი შეუერთდა.
სავარაუდოდ იურგენ კლოპი ვეინალდუმის თამაშით მაშინ მოიხიბლა , როდესაც “ლივერპული” “ნიუკასლს” 2-0 ამარცხებდა , თუმცა საბოლოო ჯამში ფრეს დასჯერდა. “ახალციხელებიდან” მეორე გოლი კი სწორედ ვეინალდუმმა გაიტანა.
პრემიერ ლიგაში გატარებულ პირველ სეზონშივე ვეინალდუმმა 11 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ , რომ ჟორჟინიომ გასულ ზაფხულს დატოვა “პე-ეს-ვე” და შეუერთდა “ნიუკასლს”. 7 კვირის შემდეგ მან “ნორვიჩის” კარში 4 გოლი გაიტანა. ამით ის შეუერთდა “წითლების” ფეხბურთელებს რობი ფაულერს , ლუის სუარესს და მაიკლ ოუვენს , რომელთაც ასევე აქვთ გაფორმებული “პოკერი” “ნორვიჩის” წინააღმდეგ თამაშისას.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი , ჰოლანდიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამტანია. ჟორჟინიომ “ჰერაკლესს” გაუტანა , როდესაც ის 17 წლის და 21 დღის იყო. ვინალდუმი ასევე მშობლიური კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. მისი დებიუტი “გრონინგემის” წინააღმდეგ შედგა , როდესაც შეცვლაზე შემოვიდა.
“ფეინოორდში” გატარებული ამდენი სეზონის შემდეგ 2011 წელს ვეინალდუმი “პე-ეს-ვეს” შეუერთდა. ეროვნულ ნაკრებში U17 , U19 და U21 ასაკობრივი ნაკრებების გამოვლის შემდეგ დააწინაურეს მთავარ გუნდში.
“პე-ეს-ვეში” მაღალ დონეზე ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ ვეინალდუმი კლუბის კაპიტნად დაინიშნა. თუმცა 2013-14 წლების სეზონში მძიმე ტრამვა მიიღო , რის შემდეგაც დიდი დრო გაუცდა. თუმცა დაბრუნების შემდეგ 2014-15 წლების სეზონში გუნდთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. 14 გატანილი გოლისა და 4 საგოლე გადაცემის წყალობით ვეინალდუმი ჰოლანდიის ჩემპიონატის წლის საკუეთესო ფეხბურთელის ტიტულით დაჯილდოვდა.
მომდევნო სეზონი უკვე პრემიერლიგაში , “ნიუკასლში” გაატარა. მიუხედავად იმისა , რომ “ნიუკასლი” პრემიერ ლიგიდან გავარდა ვეინალდუმი უდავოდ გუნდის ერთერთი (თუ ერთადერთი არა) მანათობელი წერტილი იყო. მატჩების უმეტესობას მაღალ დონეზე ატარებდა. რითიც დაამტკიცა , რომ მისი ადგილი არის პრემიერ ლიგაში და არა ჩემპიონშიპში. მართლაც მსურველი გამოჩდნა “ლივერპულის” სახით. ვეინალდუმსაც ბევრი არ უფიქრია და ახლა ის უკვე წითელი მაისურით გადის მოედანზე სათამაშოდ.
ტიტულები

საკლუბო

 

კლუბიტიტულისეზონი
Feyenoord RotterdamKNVB Beker2007-08
PSV EindhovenKNVB Beker2011-12
PSV EindhovenEredivisie2013-14
PSV EindhovenJohan Cruijff Schaal2013

 

ინდივიდუალური

 

ტიტულისეზონი
PLAYER OF THE YEAR Eredivisie2014-15