დაძაბულ შეხვედრაში “ლივერპულმა” 2:0 იმარჯვა. შეხვედრის 57 წუთზე ვეინალდუმმა გახსნა ანგარიში, ხოლო შეხვედრის მიწურულს მილნერმა ზუსტად შეასრულა პენალტი. გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს განვლილი შეხვედრიდან.

ვეინალდუმმა გაიტანა

თითქმის ერთ საათიანი უგულო მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეფექტური გოლი გაიტანა. მინდინარე სეზონში ჟორჟინიომ მესამედ შეძლო გატანა, თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი გოლი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის კარიერაში. აღნიშვნაც შესაბამისი იყო და ყველაფერზე მეტყველებდა.

 

ალისონის ინტერვენცია

მართალია “ლივერპული” მოედანზე დომინირებდა და ბურთის ფლობის თითქმის 80%–იანი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალისონის ფაქტორი. ბრაზილიელ კიპერს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში კლუბისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გააკეთოს. შეხვედრის 44–ე წუთზე მასპინძლებს საკმაოდ კარგი მომენტი შეექმნთან, თუმცა ბრაზილიელმა კიპერმა დროულად მოახდინა ხიფათის ინტერვენცია.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ალისონს 19 მშრალად შენახული კარი მოუგროვდა. ბრაზილიელი “ოქროს ხელთათმანის” მოპოვების მთავარი პრეტენდენტია და უახლოეს მდევარს ედერსონს 2 ქულით უსწრებს.

 

ისტორიული ციფრები

კლოპის გუნდმა მიჯრით მეცხრე შეხვედრა მოიგო ყველა ტურნირის მაშტაბით და 27–ე გამარჯვება მოიპოვა პრემიერ ლიგაში. მსგავსი მაჩვენებელი “წითლებს” მეორე დივიზიონში 1904–05 წლებში ჰქონდათ (34 შეხვედრაში) და 1961–62 წლებში (42 შეხვედრაში). კლუბის რეკორდი 30 გამარჯვებაა, რომელიც 1978–79 წლებში დაფიქსირდა, თუმცა მიმდინარე კამპანიაში სამივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში კლოპის ბიჭებს რეკორდის განმეორება შეუძლიათ.

 

ასისტენტების რბოლა საინტერესო ხდება

ტრენტმა განვლილ შეხვედრაში მეათე საგოლე გადაცემა მიითვალა. 66–ე ნომერმა სხვაობა შეამცირა თანაგუნდელ ენდრიუ რობერტსონთან, რომელთანაც სანაძლეო აქვს დადებული. შოტლანდიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 ასისტია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “ლივერპულის” განაპირა მცველებს 21 ასისტი აქვთ მოგროვებული.

 

რბოლა გრძელდება 

საჩემპიონო რბოლა გრძელდება და დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. “სიტიმ” შაბათს “ტოტენჰემი” დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, შესაბამისად “ლივერპულს” დღევანდელ შეხვედრაში შეცდომის უფლება არ ჰქონდა. “კარდიფთან” გამარჯვების შემდეგ “წითლები” პირველ ადგილს დაუბრუნდნენ, თუმცა “სიტის” შეხვედრით ნაკლები აქვს, რომელსაც სტუმრად თანაქალაქელ “იუნაიტედთან” გამართავს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კლუბებს 3–3 მატჩი ექნებათ ჩასატარებელი.