დეიან ლოვრენი
ეროვნება: ხორვატია
დაბადების თარიღი5 ივლისი 1989
ასაკი29
პოზიციაცენტრალური მცველი
ნომერი6
ყოფილი კლუბი საუთჰემპტონი
ტრანსფერის თარიღი27 ივლისი 2014
ტრანსფერის ფასი:£20 მილიონი
კონტრაქტი:2021 წლამდე
სიმაღლე:1,88 სმ
ბიოგრაფია
      “ლივერპულში” დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს და 2014-15 წლების სეზონის პრემიერლიგის ერთერთი საუკეთესო მცველი დეიან ლოვრენი სოლიდურ ფასად შეიძინეს “საუთჰემფტონიდან”.
      ხორვატი მცველის ძლიერი მხარეა მეორე სარეთულზე თამაში. მას ასევე ძალიან კარგად აქვს გამომუშავებული ლიდერის თვისებები. ეს ყველაფერი ეხმარება მას მაღალი დონის ფეხბურთელად ყოფნაში.
      დაიბადა Zenica-ში ხორვატიაში 5 ივლისს 1989 წელს. მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო “NK Karlovac”-ში. 2004 წელს კი “Dinamo Zagreb”-ის საფეხბურთო აკადემიაში აღმოჩნდა საიდანაც დაიწყო მისი ჩამოყალიბება მაღალი დონის ფეხბურთელად.
      2007-08 წლების სეზონის დასაწყისში ლოვრენი განათხოვრებულ იქნა “NK Inter Zapresic”-ში. სადაც მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდის მიერ ჩატარებული 33 შეხვედრიდან 29 ში მიიღო მონაწილეობა. მისმა გუნდმა კი სეზონი 11-ე ადგილზე დაასრულა. არენდის დასრულების შემდეგ ზაგრებში გადაწყვიტეს შანსი მიეცათ ლოვრენისთვის , რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო.
      ლოვრენი 2009 წელს გამოიძახეს ხორვატიის ნაკრებში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ბელარუსიის წინააღმდეგ. თუმცა ამ მატჩში მას მონაწილეობა არ მიუღია. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2 თვის შემდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა ყატარის წინააღმდეგ , სადაც ის მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა.
      2010 წელს ლოვრენმა , რომელსაც “დინამოს” მაისურით 66 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული დატოვა ხორვატია და ფრანგულ “ლიონში” გადავიდა. მიდი სებიუტი საფრანგეთის თასის მატჩში შედგა “მონაკოს” წინააღმდეგ. ლოვრენი ფრანგულ კლუბს მალევე შეეჩვია და ძირითადში ადგილის მოპოვებაც არ გასჭირვებია. პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა “ბენფიკას” წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში. ხოლო პირველი სანაკრებო გოლი მან ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩში გაიტანა მალტას წინააღმდეგ. ეს მატჩი ხორვატებმა 3-1 მოიგეს.
      დეიანმა “ლიონის” მაისურით 70-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და შემდეგ ინგლისში კერძოდ კი “საუთჰემპტონში” გადაბარგდა. “წმინდანების” რიგებშიც მალევე დაიმკვიდრა ადგილი ხორვატმა მცველმა. მან ასევე შეძლო თავის გამოჩენ “ლივერპულის” წინააღმდეგ , როდესაც ენფილდზე გოლი გაუტანა წითლებს.
      შემდეგ იყო “ლივერპული” სადაც მისი კარიერა ისე არ აეწყო როგორც თავად სურდა და პირველი სეზონი თითქმის სულ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. რადგან მარტინ შკრტელი და მამადუ სახო ცენტრში შესანიშნავ ტანდემს ქმნიდნენ და რთული იყო მათთვის კონკურენციის გაწევა და რომელიმეს ამოგდება სასტარტო შემადგენლობიდან.
      თუმცა მომდევნო წლებში ნელ-ნელა გაიარა ადაპტაცია გუნდში და ახლა “წითლების” დაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო მანამ, სანამ გომესი-დეიკის წყვილი გამოჩნდებოდა.
      დიახ, ვირჯილ ვან დეიკის გაფორმებამ და ჯო გომესის ფორმაში შესვლას ხორვატი სათადარიგოთა სკამზე დასვა, მეტიც, ზოგ შემთხვევაში ის კლოპის მეოთზე “ოფციაც” კი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლოვრენის კარგი თამაში ჩემპ. ლიგის ფინალში. 2018 წლის მუნდიალზე კი ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ხორვატიის ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
NK Inter ZapresicCROATIAN CHAMPION2006-07
GNK Dinamo ZagrebCROATIAN CHAMPION2008-09
GNK Dinamo ZagrebCROATIAN CHAMPION2009-10
GNK Dinamo ZagrebCROATIAN CUP2008-09
Olympique LyonFRENCH CUP2011-12

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი