ჯეიმს მილნერი
ეროვნება: ინგლისი
დაბადების თარიღი4 იანვარი 1986
ასაკი33
პოზიციანახევარმცველი
ნომერი7
ყოფილი კლუბი მანჩესტერ სიტი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2015
ტრანსფერის ფასი:£0 (უფასო)
კონტრაქტი: 2019 წლამდე
სიმაღლე:1,75 სმ
ბიოგრაფია
      2015 წლის 1 ივლისს “ლივერპულმა” მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე და ახლაც საკმაოდ კარგად ფორმაში მყოფი და ტალანტული ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი დაიმატა უფასოდ “მანჩესტერ სიტიდან.”
      ინგლისელი ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. 16 წლის ასაკში , როდესაც ის “ლიდსის” აკადემიაში ირიცხებოდა. მალევე ჰქონდა დებიუტი მშობლიური კლუბის ძირითად გუნდში. მილნერი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელ გახდა , რომელსაც პრემიერ ლიგაში დებიუტი ჰქონდა. მან მეორე ადგილი ჯეისონ უილკოქსს წაართვა 2002 წლის ნოემბერში “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩით პრემიერლიგაში. მალევე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი , რომელმაც გაიტანა პრემიერ ლიგაში. მილნერმა “სანდერლენდის” წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა , როდესაც ის სულ რაღაც 16 წლის და 356 დღის იყო.
      ჯეიმს მილნერი ყოველი თამაშით აოცებდა გულშემატკივარს. 2004 წელს “ლიდსის” პრემიერ ლიგიდან გავარდნამ გამოიწვია ის , რომ მილნერმა დატოვა გუნდი და შეუერთდა “ნიუკასლს”. მილნერმა 4 სეზონი გაატარა “ნიუკასლში” მათ შორის ერთი არენდით “ასტონ ვილაში” , რის შემდეგაც ბირმინგემულ კლუბში გადაბარგდა.
      ამ დროისთვის მილნერს უკვე 169 მატჩი ჰქონდა ჩატარებული პრემიერლიგაში და ის სულ რაღაც 22 წლის იყო.
      მილნერის პროგრესი “ასტონ ვილაშიც” გრძელდებოდა. შედეგად მან თავი “მანჩესტერ სიტიში” ამოყო. კლუბებმა მილნერი და ირლანდი გაცვალეს. “მანჩესტერში” 5 წლის მანძილზე მილნერი ძირითადის მოთამაშე იყო , როგორც მანჩინის ისე პელეგრინის მწრთვნელობის პერიოდში.
      “მანჩესტერში” მილნერისთვის უკანასკნელ 2014-15 წლების სეზონში ჯეიმსმა 18 მატჩი დაიწყო პირველივე წუთიდან. 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა პირად ანგარიშზე. შემდეგ მილნერმა “სიტი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მისი ახალი კლუბი კი სწორედ “ლივერპული” აღმოჩნდა.
      ბევრისთვის მოულოდნელად, მილნერმა “ენფილდზე” ვიცე-კაპიტნის სტატუსიც მიიღო და ძირითადი შემადგენლობის წევრადაც იქცა. აღსანიშნავია, რომ 1 სეზონი მას მარცხენა მცველის პოზიციაზეც მოუხდა თამაში. მიუხედავად ასაკისა, ჯეიმსი გუნდში ყველაზე “ჯანმრთელ” და ენერგიულ მოთამაშედ ითვლება. მის უნივერსალურობას კლოპი ხშირად გამოჰყავს რთული სიტუაციიდან. აღსანიშნავია, რომ 2017/18 წლების სეზონში, ჩემპ. ლიგაზე მილნერმა საგოლე გადაცემების მხრივ რეკორდიც კი დაამყარა.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი
Manchester CityFA Cup2011
Manchester CityPremier League2012
Manchester CityCommunity Shield2013
Manchester CityPremier League2014
Manchester CityLeague Cup2014

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
Aston Villa Young player of the year2010