რობერტო ფირმინო
ეროვნება: ბრაზილია
დაბადების თარიღი2 ოქტომბერი 1991
ასაკი27
პოზიციაფორვარდი
ნომერი9
ყოფილი კლუბი ჰოფენჰეიმი
ტრანსფერის თარიღი1 ივლისი 2015
ტრანსფერის ფასი:£30 მილიონი
კონტრაქტი:2023 წლამდე
სიმაღლე:1,81 სმ
ბიოგრაფია
      გუნდში არსებულმა პრობლემებმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას აიძულა გოლებს გამტანი და კრეატიული ფორვარდის შემტევი მოეძებნათ.იდეალური ვარიანტი ბუნდესლიგის “ჰოფენჰეიმში” მოიძებნა ბრაზილიელი რობერტო ფირმინიოს სახით.
      ფირმინო N10 ის მოთამაშეა , თუმცა მისი ბურთის კონტროლის , მოედნის ხედვისა და სისწრაფის წყალობით შეუძლია ითამაშოს ფორვარდის და ფლანგის შემტევის პოზიციაზე.
      დაიბადა ბრაზილიაში Maceio-ში. ფეხბურთში პირველი ნაბიჯები “Clube de Regatas”-ში გადადგა. ხოლო პროფესიონალურად თამაში “Tonbense Fc”-ში დაიწყო. 2009 წელს “Figueirense”-ს შეუერთდა. 2010 წელს ფირმინომ 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა , რაც მის გუნდს დაეხმარა პირველ დივიზიონში გადასვლაში. ფირმინომ კი გზა გაიკვალა ევროპისკენ. მისი თამაშით დაინტერესდა ბუნდესლიგის მკვიდრი “ჰოფენჰეიმი”.
      2010-11 წლების სეზონის მეორე ნახევარში რობერტომ 3 გოლი გაიტანა. 2012 წლის აპრილში მუხლის ტრამვა მიიღო. დაბრუნება კი მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” გატანილი გოლით აღნიშნა.
      2013-14 წლების სეზონი ფირმინოსთვის ყველაზე წარმატებული სეზონი გამოდგა. მან 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა. და გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
      ნაკრებში მოწვევაც ამ სეზონში მოუვიდა და 2014 წლის ნოემბერში ჰქონდა დებიუტი თურქეთის წინააღმდეგ სადაც შეცვლაზე შემოვიდა. 6 დღის შემდეგ კი ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა ავსტრიასთან.
      “ლივერპული” ბრაზილიელი გუნდის ლიდერად იქცა, თავდაპირლვეად ის 11 ნომრიანი მაისურით ირჯებოდა, თუმცა გუნდში მომო სალაჰის მოსვლის შემდეგ, 9 ნომერი მოირგო. მისი უნივერსალურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ყოველთვის იწვევს როგორც კლოპის, ისე გულშემატკივრების აღფრთოვანებას.
ტიტულები

საკლუბო

კლუბიტიტულისეზონი

ინდივიდუალური

ტიტულისეზონი
Bundesliga Breakthrough of the Season2013-14