johnson
ადმინისტრატორი

About johnson

This author has not yet filled in any details.
So far johnson has created 132 blog entries.

კლოპის ვერდიქტი

შაბათს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ გაიტანეს. ამგვარად, მერსისაიდელებმა ისტორიაში მეექვსედ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა : მატჩის შეფასება... ბევრ ფინალში მიმიღია მონაწილეობა და ყველა მათგანში ჩემი გუნდი უკეთესს ფეხბურთს თამაშობდა. ახლა კი [...]

ავტორი |2019-06-03T19:13:38+04:0003/06/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|5 კომენტარი

შემადგენლობა & პირდაპირი ტრანსლაცია

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობებს : "ლივერპული" : ალისონი - არნოლდი - მატიპი - ვან დეიკი - რობერტსონი - ფაბინიო - ჰენდერსონი - ვეინალდუმი - სალაჰი - მანე - ფირმინო. სათადარიგოთა სკამი : კელეჰერი, მინიოლე, გომესი, ლოვრენი, მორენო, მილნერი, ლალანა, ჩემბერლენი, შაქირი, ბრიუსტერი, ორიჯი, სტარიჯი. "ტოტენჰემი" : [...]

ბოლო მზადება ფინალური მატჩისთვის

შაბათს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მერსისაიდელები უკვე ჩაფრიდნენ მადრიდში და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ივარჯიშეს კიდეც. სავარჯიშო სესიისთვის თვალის მიდევნება გულშემატკივარს კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეეძლო : ასევე, გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ფოტოებს :  

ავტორი |2019-06-01T01:36:01+04:0001/06/2019|კატეგორია: სიახლეები, ფოტომასალა|2 კომენტარი

მატიპი : კარგია რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ

შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. დღეს მელვუდში იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ჟოელ მატიპი და ჟორჟინიო ვეინალდუმიც წარსდგნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კამერუნელ მცველს კითხვები უმეტესად დაცვის თამაშზე დაუსვეს : უკეთ თამაში დაცვაში და ვირჯილ ვან დეიკი... დიახ, ვირჯილმა დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე, თუმცა ჩვენ ყველა [...]

ავტორი |2019-05-28T20:54:05+04:0028/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|8 კომენტარი

მზადება ფინალური მატჩისთვის

შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მერსისაიდელები ესპანეთიდან უკვე დაბრუნდნენ და აღნიშნული შეხვედრისთვის მელვუდში განაგრძობენ მზადებას. სავარჯიშო სესიისთვის თვალის დევნება დღეს გულშემატკივრებს კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეეძლო : ასევე, გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ფოტოებს :

ავტორი |2019-05-28T20:19:31+04:0028/05/2019|კატეგორია: სიახლეები, ფოტომასალა|1 კომენტარი

მარბელიაში მზადება გრძელდება

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის მარბელიაში ემზადება. ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქს მერსისაიდელები ორშაბათს ეწვივნენ და იქ 6 დღე დარჩებიან. გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ფოტოებს :

ავტორი |2019-05-23T19:20:45+04:0023/05/2019|კატეგორია: სიახლეები, ფოტომასალა|0 კომენტარი

ბოლო ცნობები ტრავმირებულთა შესახებ

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ესპანეთის სამხრეთში, ქალაქ მარბელიაში ემზადება. გუნდთად ერთად პირინეიზე იმყოფებიან რობერტო ფირმინო და ნაბი კეიტა. როგორც იცით, ორივე მათგანი მერსისაიდელებს ტრავმის გამო ბოლო მატჩებში ვერ ეხმარებოდნენ. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სწორედ ამ ორი მოთამაშის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი : "ნაბის შემთხვევაში ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ [...]

ავტორი |2019-05-23T19:14:29+04:0023/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი

მიეცი ხმა საუკეთესოს !

"ლივერპულის" გულშემატკივრებს საშუალება გაქვთ წლის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაში მიიღოთ მონაწილეობა. ამისთვის თქვენ კლუბის ოფიციალურ საიტს უნდა ესტუმროთ და გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა. თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი "ლივერპულელი", ასევე მიმდინარე სეზონში მერსისაიდელთა მიერ გატანილი საუკეთესო გოლი. ხმის მიცემა 26 მაისამდეა შესაძლებელი. 27 მაისს კი ლივერპულში დაჯილდოების ცერემონია შედგება, სადაც გამარჯვებულები როგორც ზემოთხსენებულ, ისე სხვა [...]

ავტორი |2019-05-22T19:07:17+04:0022/05/2019|კატეგორია: სიახლეები|2 კომენტარი

ფოტოები ესპანური ბანაკიდან

ორშაბათს "ლივერპული" ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარბელიას ესტუმრა. მერსისაიდელები პირინეიზე 6 დღეს გაატარებენ. სწორედ იქ მოემზადება კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთის, რომელიც 1 ივნისს, მადრიდში გაიმართება. მარბელიაში "წითლებს" პირველი სავარჯიშო სესია უკვე ჰქონდათ. გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ფოტოებს :

ავტორი |2019-05-22T18:59:09+04:0022/05/2019|კატეგორია: სიახლეები, ფოტომასალა|2 კომენტარი

კლოპი : ფინალში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

1 ივნისს, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან. როგორც იცით, მერსისაიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. აღნიშნულ მატჩამდე UEFA "წითლების" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გაესაუბრა : "დიახ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ სულ ესაა... წინ რთული მატჩი გველის, ამ ტურნირზე ადვილი შეხვედრები არ არსებობს, ფინალიც ასეთივე იქნება. ამ მატჩისთვის უნდა [...]

ავტორი |2019-05-20T20:02:29+04:0020/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი