Mersy
რედაქტორი

About Mersy

This author has not yet filled in any details.
So far Mersy has created 57 blog entries.

მანე ფინალში დამარცხდა

აფრიკის თასის ფინალში სადიო მანეს სენეგალი ალჟირთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (1:0). სადიო მანე მოედანზე საწყისი წუთებიდანვე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად მისი გუნდის დიდი უპირატესობისა გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მატჩის დებიუტში გატანილი გოლის წყალობით ალჟირელებმა იმარჯვეს და ისტორიაში მეორედ 29 წლიანი პაუზის შემდეგ დაუეფლენ კონტინენტის პირველობას. რაც შეეხება სენეგალს, ჯერჯერობით მათ აღნიშნული ტურნირი არასდროს მოუგიათ.

ავტორი |2019-07-20T13:35:47+04:0020/07/2019|კატეგორია: სიახლეები|0 კომენტარი

მორენოს გამოსამშვიდობებელი წერილი

გამარჯობათ წითლებო. ცხოვრება ცვალებადია და ჩემი "მერსესაიდული" კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მინდა მადლობა გადავუხადო "ლივერპულის" ოჯახს: თანაგუნდელ მეგობრებს, რომლებთანაც 5 შესანიშნავი წელი გავინაწილე და რომელთაც ყოველთვის ჩავთვლი ჩემი ოჯახის შემადგენელ ნაწილად. ასევე დიდი მადლობა მფლობელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და კლუბის სხვა წევრებს. მადლობა იმისთვის, რომ აქაურობამ უკეთეს ფეხბურთელად და ადამიანად ჩამომაყალიბა. მადლობა იმისათვის, რომ თავს ზემოთ ჩემპიონთა [...]

ავტორი |2019-07-03T08:22:57+04:0003/07/2019|კატეგორია: სიახლეები|3 კომენტარი

იან გრემი: ლივერპულის ანალიტიკული გენიოსი

"ლესტერთან" მატჩის დაახლოებით მეცამეტე წუთზე ნაბი კეიტამ ბურთი მარცხენა ფლანგიდან მიიღო და წინ დაიძრა. იმ მომენტისთვის "წითლებს" 4 ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ "სიტისთან", ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სხვაობის 7 ქულამდე გაზრდა იყო შესაძლებელი. თავისი ადგილიდან გრემი რაღაცას ეუბნებოდა გვინეელს, თუმცა ამ უკანასკნელს ნაკლებად ესმოდან მისი. "მიდი ნაბი, მიდი." წამოიძახა გრემმა ძლიერი უელსური აქცენტით. კეიტამ ორი ფეხბურთელი მოატყუა შემდეგ [...]

ავტორი |2019-05-25T12:48:21+04:0025/05/2019|კატეგორია: გამორჩეული, სიახლეები|5 კომენტარი

ჰუვერი ევროპის ჩემპიონია

ჰოლანდიის 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალია 4:2 დაამარცხა და კონტინენტის პირველობა მოიგო. "ლივერპულის" ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე გოლში. ჰუვერის შესრულებული საჯარიმო ხარიხას მოხვდა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოლანდიელებმა ანგარიში 3:0 გახადეს, ხოლო საბოლოო შედეგი მატჩის მიწურულს დაფიქსირდა – 4:2. ამგვარად [...]

ავტორი |2019-05-22T10:42:27+04:0022/05/2019|კატეგორია: სიახლეები|4 კომენტარი

“ლივერპული” ყველა გოლი EPL–ში

კლუბის ოფიციალური საიტი გთავაზობთ "წითლების" ყველა გატანილ გოლს პრემიერ ლიგაში. აწ უკვე განვლილ სეზონში "მერსესაიდელებმა" 89 გოლი გაიტანეს, 97 ქულა მოიპოვეს, 30 შეხვედრაში იმარჯვეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ხოლო "ოქროს ბუცი" მო სალაჰმა და სადიო მანემ მოიპოვეს. https://www.youtube.com/watch?v=uzkEsY88P7I  

ავტორი |2019-05-16T12:23:18+04:0016/05/2019|კატეგორია: ვიდეოები, სიახლეები|2 კომენტარი

მასტერსონი “ლივერპულს” დატოვებს

ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს იტყობინება Liverpool Echo. 20 წლის ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ჯეიმი პირსის განცხადებით მასტერსონი სამუშაო ადგილს ზაფხულშივე შეიცვლის. მასტერსონი "ლივერპულის" აკადემიას 16 წლის ასაკში შეუერთდა, თუმცა პირველი გუნდის რიგებში არ უთამაშია. 2016 წლის იანვარში ფეხბურთელი სათასო დაპირისპირების განაცხადში იყო "ექსტერთან", გასულ სეზონში კი ორჯერ მოხვდა პირველი გუნდის [...]

ავტორი |2019-05-16T12:13:19+04:0016/05/2019|კატეგორია: სიახლეები|2 კომენტარი

ჯინი: “სეზონს ტიტული სჭირდება”

ვეინალდუმის აზრით "ლივერპული" მიმდინარე სეზონში ტიტულს იმსახურებს. გასულ კვირას "ლივერპულმა" მტკივნეული მარცხი განიცადა საჩემპიონო რბოლაში. "სიტიმ" "ბრაიტონი" გაანადგურა და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, მიუხედავად ამისა "მერსესაიდელებისთვის" სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან კლოპის შეგირდები 1 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან. ჯინი ვეინალდუმი თვლის, რომ "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში ტიტული დაიმსახურა. "თუ უკან გავიხედავთ ვფიქრობ ყველა მიხვდება, [...]

ავტორი |2019-05-16T12:04:50+04:0016/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|5 კომენტარი

სტარიჯი საუკეთესო გოლის ნომინაციაზე

სექტემბერში "სტემფორდ ბრიჯზე" სტარიჯის მიერ გატანილი გოლი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული. "ლივერპულის" შემტევი ხსენებულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მატჩის მიწურულს შორეული გასროლით შეძლო კეპას კარის აღება, რითაც "წითლებს" ქულა გადაურჩინა. სტარიჯის გოლი სექტემბერში თვის საუკეთესოდ აღიარეს, ახლა კი შესაძლოა სეზონის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ. https://www.youtube.com/watch?v=I9vXpswxMRk

ავტორი |2019-05-15T21:42:42+04:0015/05/2019|კატეგორია: სიახლეები|1 კომენტარი

ქაოსიდან ფინალამდე: როგორ გარდაიქმნა “ლივერპული”

"ენფილდი" ცარიელი იყო, როდესაც კარგი აღნაგობის ჯენლტმენი სტადიონის შესასვლელ კარს მიუახლოვდა და ითხოვა მისი ახალი სახლი ეჩვენებინათ. ჯონ ჰენრის კომპანიამ "ლივერპული" შეიძინა, ხოლო ამერიკელმა ბიზნესმენმა მოინდომა კლუბის დიდების დარბაზი სისხამ დილით მოენახულებინა. "მოვედი და მინდა მარტო გავისეირნო. მიყვარს "ენფილდი" როდესაც ცარიელია და მზე ანათებს." უთხრა მან თანმხლებებს. ჰენრის სიმბოლო, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში "ენფილდზე" შემოჭრილი მზის [...]

ავტორი |2019-05-15T15:22:48+04:0015/05/2019|კატეგორია: გამორჩეული, სიახლეები|9 კომენტარი