ჰენდერსონი: ევროპული გამოცდილება დაგვეხმარება

ჯორდან ჰენდერსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. […]

სტარიჯი ლიგის ფინალზე საუბრობს

დანიელ სტარიჯი შესაძლოა ლივერპულის მაისურში ბოლო მატჩს ატარებდეს და ის ამ მატჩისთვის ბოლომდე მზად არის. ის აცხადებს, რომ ყველა ფეხბურთელმა გუნდში თავისი როლის მნიშვნელობა უნდა იცოდეს. "გასული უამრავი წლის, მათ შორის უამრავი ფინალის გამოცდილება გვიჩვენებს თუ რა როლს თამაშობს მოედანზე ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელი. ნებისმიერი ტურნირი და მათ შორის ფინალური მატჩებიც ვერ დასრულდება ტრიუმფით მხოლოდ მოედნის ფეხბურთელებით." [...]

ბოლო ცნობები ტრავმირებულთა შესახებ

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ესპანეთის სამხრეთში, ქალაქ მარბელიაში ემზადება. გუნდთად ერთად პირინეიზე იმყოფებიან რობერტო ფირმინო და ნაბი კეიტა. როგორც იცით, ორივე მათგანი მერსისაიდელებს ტრავმის გამო ბოლო მატჩებში ვერ ეხმარებოდნენ. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სწორედ ამ ორი მოთამაშის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი : "ნაბის შემთხვევაში ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ [...]

ავტორი |2019-05-23T19:14:29+04:0023/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი

კლოპი : ფინალში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

1 ივნისს, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან. როგორც იცით, მერსისაიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. აღნიშნულ მატჩამდე UEFA "წითლების" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გაესაუბრა : "დიახ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ სულ ესაა... წინ რთული მატჩი გველის, ამ ტურნირზე ადვილი შეხვედრები არ არსებობს, ფინალიც ასეთივე იქნება. ამ მატჩისთვის უნდა [...]

ავტორი |2019-05-20T20:02:29+04:0020/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი

ლოვრენი : ყოველწლიურად ვვითარდებით

2018/19 წლების სეზონში "ლივერპულმა" ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო - მოიპოვა რა 97 ქულა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. სამწუხაროდ, პრემიერ ლიგის მოსაგებად ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. თუმცა, "წითლებს" ტიტულის მოგების შანსი კვლავ აქვთ - 1 ივნისს მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ კლოპის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. კლუბის [...]

ავტორი |2019-05-20T20:03:00+04:0020/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი

ჯინი: “სეზონს ტიტული სჭირდება”

ვეინალდუმის აზრით "ლივერპული" მიმდინარე სეზონში ტიტულს იმსახურებს. გასულ კვირას "ლივერპულმა" მტკივნეული მარცხი განიცადა საჩემპიონო რბოლაში. "სიტიმ" "ბრაიტონი" გაანადგურა და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, მიუხედავად ამისა "მერსესაიდელებისთვის" სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან კლოპის შეგირდები 1 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან. ჯინი ვეინალდუმი თვლის, რომ "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში ტიტული დაიმსახურა. "თუ უკან გავიხედავთ ვფიქრობ ყველა მიხვდება, [...]

ავტორი |2019-05-16T12:04:50+04:0016/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|5 კომენტარი

რობერტსონი : არსად მივდივართ !

პრემიერ ლიგის დასკვნით, 38-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ორივე გოლი სადიო მანემ გაიტანა. ამ გამარჯვებით კლოპის გუნდმა 97 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით განვლილ შეხვედრაზე, მთლიან სეზონსა და მოახლოებულ ფინალზე "წითლების" მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა ისაუბრა : "97 ქულა მოვიპოვეთ - ვფიქრობ, სეზონის წინ ასეთ შედეგზე ყველა [...]

ავტორი |2019-05-12T22:53:56+04:0012/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|3 კომენტარი

კლოპმა უეფა გააკრიტიკა

"წითლების" თავკაცმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროპული ფინალების დროსა და ადგილებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ორივე ფინალი სუფთა ინგლისური იქნება: 29 მაისს ბაქოში "არსენალი" და "ჩელსი" გაარკვევენ ევროპა ლიგის ფინალში ურთიერთობას, ხოლო 1 ივნისს მადრიდში "ლივერპული" "ტოტენჰემი".  მოვლენების მსგავსი განვითარება პრობლემატურია ინგლისის ეროვნული ნაკრებისთვის ვინაიდან "სამი ლომის" წარმომადგენლები უკვე 6 ივნისს ჰოლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან ერთა თასის 1/2 [...]

ავტორი |2019-05-12T11:42:48+04:0012/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|3 კომენტარი

ვან დაიკი: “მუშაობას დავუბრუნდით”

როგორც იცით, და ალბათ არც არასდროს დაგავიწყდებათ, სამშაბათს "ლივერპულმა" საკუთარ "ენფილდ როუდზე" კატალონიის "ბარსელონას" 4-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ეს ფაქტი ყურადღების ეპიცენტრშია და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, თუმცა სათქმელია ისიც, რომ კვირას პრემიერ ლიგის ბოლო ტური გაიმართება და იქ ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი. "ეს იყო აშკარად გამორჩეული, საოცარი და განსაკუთრებული ღამე. ბარსელონასთან თამაშის [...]

ავტორი |2019-05-11T13:54:00+04:0011/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|5 კომენტარი

საუკეთესო აპრილში – მომო სალაჰი

Standard Chartered-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც გასულ პერიოდში 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, აქედან ერთ-ერთიki  "ჩელსისთან", რომელმაც თვის გოლის ჯილდოც დაიმსახურა. მომომ კონკურენცია მოუგო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი არიან. აღსანიშნავია, რომ სალაჰმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ მოიგო. "ჩვენთვის დიდებული თვე იყო. [...]

ავტორი |2019-05-11T00:43:27+04:0011/05/2019|კატეგორია: ინტერვიუები, სიახლეები|2 კომენტარი