Daily Mail–ის ცნობით ვირჯილი PFA–ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფეხბურთო ასოციაციამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ხსენებული ჯილდოსთვის იბრძოლებდნენ. ვან დეიკის გარდა ნომინირებულნი არიან მანე, აზარი, აგუერო, სტერლინგი და ბერნარდო სილვა.

მართალია გამარჯვებული დღეს უნდა დასახელდეს, თუმცა Daily Mail–ი წინასწარ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. წყაროს თანახმად ვან დეიკს კონკურენციას ხმების მიხედვით რაჰიმ სტერლინგი უწევდა.

გასულ წელს აღნიშნული ჯილდო მო სალაჰმა მიიღო, ხოლო სხვადასხვა წლებში “წითლების” რიგებიდან სუარესი, ჯერარდი, ბარნსი, რაში, დალგლიში და მაკდერმოტი იყვნენ აღიარებულნი.

ოფიციალური შედეგები დღეს გასაჯაროვდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი კვირას გაიმართება.